საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ახალი ცხოვრება იწყება!.. სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა
„ახალი ცხოვრება იწყება!.. სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

"დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა! დილა მშვი­დო­ბი­სა, კე­თი­ლო ხალ­ხო!“ - ასე ესალ­მე­ბა ყო­ველ­დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა.

ექსმი­ნის­ტრის ცხოვ­რე­ბა­ში ახლა ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პია, რად­გან 48 წლის ასაკ­ში ტყუ­პი ქალ-ვა­ჟის მამა გახ­და. ანას­ტა­სია და ნი­კო­ლო­ზი 29 აგ­ვის­ტოს და­ი­ბად­ნენ.

"ა, ბა­ტო­ნო, 2021 წლის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი! მე და მა­ი­კოს ტყუ­პე­ბი შეგ­ვე­ძი­ნა - ანას­ტა­სია და ნი­კო­ლო­ზი! მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დაგ­ვირ­გვინ­და! გო­ჭე­ბის სუ­რა­თე­ბიც მალე იქ­ნე­ბა“ - წერ­და გა­ხა­რე­ბუ­ლი ჯე­ჯე­ლა­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სამ­შო­ბი­ა­რო­დან პა­ტა­რე­ბის სახ­ლში გა­მო­წე­რის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ აღი­ა­რა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა:

"ანას­ტა­სია და ნი­კო­ლო­ზი სახ­ლში მობ­რძან­დნენ! მად­ლო­ბა ღმერ­თს! ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა! სახ­ლი­დან დი­ლით გა­მოს­ვლა გარ­თულ­და, ამათ­თან გან­შო­რე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა...“

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მე­ო­რედ 2018 წელს მაია მუშ­კუ­დი­ან­ზე იქორ­წი­ნა. სა­მი­ნის­ტო­დან წას­ვლის შემ­დეგ ჯე­ჯე­ლა­ვა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პი­რა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე ჯე­ჯე­ლა­ვა ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
6

ღმერთმა გაგახაროთ, შესანიშნავი ადამიანი ხართ!

ნიუტონი თუ ვაშლი
5

ეს ის არაა, ვაშლებს რო ურიგებდა სკოლებში ბავშვებს?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

„ახალი ცხოვრება იწყება!.. სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

„ახალი ცხოვრება იწყება!.. სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! დილა მშვიდობისა, კეთილო ხალხო!“ - ასე ესალმება ყოველდღე სოციალურ ქსელში მეგობრებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ექსმინისტრის ცხოვრებაში ახლა ნამდვილად საინტერესო ეტაპია, რადგან 48 წლის ასაკში ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა. ანასტასია და ნიკოლოზი 29 აგვისტოს დაიბადნენ.

"ა, ბატონო, 2021 წლის ჩვენი მთავარი ამბავი! მე და მაიკოს ტყუპები შეგვეძინა - ანასტასია და ნიკოლოზი! მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობით დაგვირგვინდა! გოჭების სურათებიც მალე იქნება“ - წერდა გახარებული ჯეჯელავა.

მოგვიანებით კი სამშობიაროდან პატარების სახლში გამოწერის შემდეგ სოციალურ ქსელში ალექსანდრე ჯეჯელავამ აღიარა, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა:

"ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება! სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა, ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება...“

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა მეორედ 2018 წელს მაია მუშკუდიანზე იქორწინა. სამინისტოდან წასვლის შემდეგ ჯეჯელავა მეუღლესთან ერთად პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არის დაკავებული.

ალექსანდრე ჯეჯელავას პირველი ქორწინებიდან 19 წლის ქალიშვილი ელენე ჯეჯელავა ჰყავს.