სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან კოვიდი ამოგხდის სულს, ან ბიძინა" - გუბაზ სანიკიძე
"ან კოვიდი ამოგხდის სულს, ან ბიძინა" - გუბაზ სანიკიძე

მოხ­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბა, არ მოხ­ვალ და ან კო­ვი­დი ამოგხდის სულს ან ბი­ძი­ნა, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ერთი კა­ცის იმე­დად არ უნდა ვი­ყოთ, ყვე­ლა უნდა იყოს სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად.

"უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი ამ საქ­მე­ში არ არის, ქვე­ყა­ნას ვკარ­გავთ ბრა­ლი­ა­ნე­ბიც და უბ­რა­ლო­ე­ბიც. ერთი კა­ცის იმე­დად ყოფ­ნა არა, ყვე­ლა უნდა იყოს სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად. მოხ­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბა, არ მოხ­ვალ და ან კო­ვი­დი ამოგხდის სულს ან ბი­ძი­ნა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ორი­ვე ერთი და იგი­ვეა.

პო­ლი­ტი­კას და რწმე­ნას ვე­ღარ ვყოფთ. მა­გა­ლი­თად, გა­ვი­გე, რომ "ოც­ნე­ბის“ მეს­ვე­უ­რე­ბი ამომ­რჩე­ველს აფი­ცე­ბენ ხატ­ზე. მე­ოც­ნე­ბე­ე­ბო, უფა­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე არ ერე­ვა და ნუ ჩა­რევთ, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­დაც ვერ და­ნიშ­ნავთ უფალს. რწმე­ნა სხვა არის და პო­ლი­ტი­კა სხვა. არ გიშ­ვე­ლით ხატ­ზე და­ფი­ცე­ბა. ხატ­ზე აფი­ცებთ ხალ­ხს, რომ 41 შე­მო­ხა­ზონ. ასე­თი რამ მე არ გა­მი­გია. მრევლს, ათე­ისტს, მორ­წმუ­ნეს და არა­მორ­წმუ­ნეს მო­ვუ­წო­დებ, რომ იფიქ­რეთ სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ზე. თქვე­ნი მო­ცი­ქუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის მებ­რძო­ლი ათე­ის­ტი“ , - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ გა­და­ცე­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა-არ­ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა.

"პი­რო­ბა სა­ა­კაშ­ვილს არ აქვს, ის აპი­რებს უპი­რო­ბოდ ჩა­მოს­ვლას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩა­მო­ვა. ვი­საც არ სჯე­რა, როცა იხი­ლა­ვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქარ­თულ მი­წა­ზე, ალ­ბათ, მო­უ­წევთ და­ჯე­რე­ბა. თუმ­ცა, იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტყვი­ან არა, არ მჯე­რაო“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ოც­ნე­ბა“ "ჭი­ტას“ გვე­თა­მა­შე­ბა, მაგ­რამ ვერ და­ი­მა­ლე­ბა.

"ოც­ნე­ბას“ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელი აქვს მო­წე­რი­ლი. ასე არ არის, რომ ხელი მო­ვა­წე­რე და გა­ვე­დი. ის ხელ­მო­წე­რა არ ქრე­ბა არ­სად. პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა "ოც­ნე­ბას“ აქვს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ. ჭი­ტას გვე­თა­მა­შე­ბა ახლა "ოც­ნე­ბა“. ბავ­შვი ხე­ლებს რომ იფა­რებს სა­ხე­ზე და ჰგო­ნია, რომ არ ჩანს. და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
3

ეჰ 

7

ამას მალე ბოღმა დაახრჩობს,პატრონი არ ყავს მიხედეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ან კოვიდი ამოგხდის სულს, ან ბიძინა" - გუბაზ სანიკიძე

"ან კოვიდი ამოგხდის სულს, ან ბიძინა" - გუბაზ სანიკიძე

მოხვალ არჩევნებზე იქნება ცვლილება, არ მოხვალ და ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი კაცის იმედად არ უნდა ვიყოთ, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად.

"უფროსი და უმცროსი ამ საქმეში არ არის, ქვეყანას ვკარგავთ ბრალიანებიც და უბრალოებიც. ერთი კაცის იმედად ყოფნა არა, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად. მოხვალ არჩევნებზე იქნება ცვლილება, არ მოხვალ და ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა. სინამდვილეში ორივე ერთი და იგივეა.

პოლიტიკას და რწმენას ვეღარ ვყოფთ. მაგალითად, გავიგე, რომ "ოცნების“ მესვეურები ამომრჩეველს აფიცებენ ხატზე. მეოცნებეებო, უფალი არჩევნებზე არ ერევა და ნუ ჩარევთ, კომისიის თავმჯდომარედაც ვერ დანიშნავთ უფალს. რწმენა სხვა არის და პოლიტიკა სხვა. არ გიშველით ხატზე დაფიცება. ხატზე აფიცებთ ხალხს, რომ 41 შემოხაზონ. ასეთი რამ მე არ გამიგია. მრევლს, ათეისტს, მორწმუნეს და არამორწმუნეს მოვუწოდებ, რომ იფიქრეთ საკუთარ არჩევანზე. თქვენი მოციქული ბიძინა ივანიშვილი არის მებრძოლი ათეისტი“ , - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთანავე, გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

"პირობა სააკაშვილს არ აქვს, ის აპირებს უპირობოდ ჩამოსვლას. დარწმუნებული ვარ ჩამოვა. ვისაც არ სჯერა, როცა იხილავენ მიხეილ სააკაშვილის ქართულ მიწაზე, ალბათ, მოუწევთ დაჯერება. თუმცა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან არა, არ მჯერაო“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე შეფასებით, "ოცნება“ "ჭიტას“ გვეთამაშება, მაგრამ ვერ დაიმალება.

"ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი. ასე არ არის, რომ ხელი მოვაწერე და გავედი. ის ხელმოწერა არ ქრება არსად. პოლიტიკური და მორალური ვალდებულება "ოცნებას“ აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჭიტას გვეთამაშება ახლა "ოცნება“. ბავშვი ხელებს რომ იფარებს სახეზე და ჰგონია, რომ არ ჩანს. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია "ქართული ოცნება“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.