მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს პოსტკოვიდური "მისტიკური სინდრომი" ბავშვებში და რას ურჩევს ცნობილი პედიატრი მშობლებს პანდემიისას ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით?
რას ნიშნავს პოსტკოვიდური "მისტიკური სინდრომი" ბავშვებში და რას ურჩევს ცნობილი პედიატრი მშობლებს პანდემიისას ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასამ­დე ბავ­შვს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, პოს­ტკო­ვი­დუ­რი მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი (MIS-C) და­უდ­გინ­და, რო­მელ­საც "მის­ტი­კურ სინ­დრო­მა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ეს არის კო­ვი­დის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა. პე­დი­ატ­რე­ბის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 4-6 კვი­რის შემ­დეგ, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ფონ­ზე იწყე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი მო­მა­ტე­ბა, ამის კვალ­დაკ­ვალ ზი­ან­დე­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა და ეს იმ­დე­ნად რთუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი ხვდე­ბი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. სინ­დრო­მი ძი­რი­თა­დად ვი­თარ­დე­ბა 4-10 წლის ასა­კის ბავ­შვებ­ში.

ექი­მე­ბის თქმით, ბავ­შვმა შე­საძ­ლოა კო­ვი­დი სრუ­ლი­ად უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნოს, მაგ­რამ გა­მოვ­ლინ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მი. მა­თი­ვე რჩე­ვით, თუ მო­ზარდს უეც­რად 38-ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მის­ცა, ამას­თა­ნა­ვე, სხვა სიმპტო­მიც გა­მო­უვ­ლინ­და, მა­გა­ლი­თად: გა­მო­ნა­ყა­რი, დი­ა­რეა, ხვე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, შე­შუ­პე­ბა, ხვე­ლა, მშობ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ ექიმს, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს იყოს MIS-C სინ­დრო­მი.

ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ეს სინ­დო­მი იში­ათ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­თარ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის­თვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. პე­დი­ატ­რი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ში ბავ­შვე­ბის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მშობ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­გუ­ლის­ხმო თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ, მე­ო­თხე ტალ­ღის რა ეტაპ­ზე ვართ ახლა?

- გა­ვი­ა­რეთ პიკი, პლა­ტო და ვეშ­ვე­ბით ქვე­მოთ, მაგ­რამ ამან არ უნდა მოგ­ვცეს დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

- პან­დე­მი­ურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლა მშო­ბელ­მა?

- მშობ­ლებ­მა უნდა და­იც­ვან ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც გვირ­ჩე­ვენ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი: და­იც­ვან ელე­მენ­ტა­ლუ­რი ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მე­ბი - დის­ტან­ცია თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სა­ჭი­როა მცი­რე­წლო­ვა­ნი ასა­კის ბავ­შვებ­ზე მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა, ნი­ღა­ბის სწო­რი ტა­რე­ბა, სკო­ლა­ში და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უსაფრ­თხო გა­რე­მოს მო­ნი­ტო­რინ­გი და რაც მთა­ვა­რია, მშობ­ლე­ბი­სა და ბავ­შვებ­თან მყო­ფი პი­რე­ბის დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

- რა სიმპტო­მი იჩენს თავს პირ­ველ რიგ­ში, რას უნდა მი­აქ­ცი­ოს მშო­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა და რო­დის უნდა მი­მარ­თოს ექიმს?

- რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა ვირუ­სი არის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სი, რო­მელ­საც სე­ზო­ნუ­რო­ბა არ ახა­სი­ა­თებს, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სიმპტო­მი: ცხე­ლე­ბა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, გე­მოვ­ნე­ბი­სა და ყნოს­ვის კარ­გვა, ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებ­ში ხში­რია ნაწ­ლავ­თა გახ­ში­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა. მშობ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ და მი­მარ­თონ ექიმს, თუ ბავ­შვი მი­ვარ­დნი­ლია, აღე­ნიშ­ნე­ბა სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა, გა­უ­წყლო­ე­ბის ნიშ­ნე­ბი, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძნე­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ან­ტი­პი­რე­ტი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ვერ შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში, სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას.

- თქვე­ნი ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რა არის დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის დროს?

- არ­სე­ბობს დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ვი­ყე­ნებთ WhatsApp,Viber, ელექტრო­ნულ ფოს­ტას და ა.შ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი. ბავ­შვე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი და ისი­ნი უნდა იმარ­თონ ბი­ნის პი­რო­ბებ­ში მშვიდ გა­რე­მო­ში მშობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ეს არის სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, რო­გორც მშობ­ლის­თვის, ასე­ვე ბავ­შვის­თვის.

- 4 ოქ­ტომ­ბერს დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლა იწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში. რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით მშობ­ლებს, პე­და­გო­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს?

- სკო­ლებ­ში უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ აც­რი­ლე­ბი და ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვან ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც გვთა­ვა­ზობს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი.

- კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ ბავ­შვებ­ში რა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი იჩენს თავს? პოს­ტკო­ვი­დურ სინ­დრომ­ზე მინ­და გკი­თხოთ.

- პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი ბავ­შვებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს, თუ არ ჩავ­თვლით ხან­გრძლი­ვი იზო­ლა­ცი­ით გან­პი­რო­ბე­ბულ სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­ურ გარ­და­მა­ვა­ლი ხა­სი­ა­თის ჩი­ვი­ლებს. ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან, მათ შო­რის უსიმპტო­მო ფორ­მე­ბის დროს 4-6 კვი­რის დროს ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი (MIS-C), რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ორი და მეტი ორ­გა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია აქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა.

- კა­ვა­სა­კის სინ­დრო­მი კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ ბავ­შვებ­ში მი­თია თუ რე­ა­ლუ­რად გვაქვს შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?

- კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ ბავ­შვთა გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გხვდე­ბა კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბის მსგავ­სი კლი­ნი­კა, ანუ მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი. დრო­უ­ლი დი­აგ­ნის­ტი­რე­ბი­სა და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­სა­ვა­ლი კე­თილ­სა­ი­მე­დოა. სა­ერ­თოდ ბავ­შვებ­ში კა­ვა­სა­კის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი ემ­თხვე­ვა ეპი­დე­მი­ებს და პან­დე­მი­ებს. ეს ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმო­ცი­ან წლებ­ში აღ­ნიშ­ნა ავ­ტორ­მა ია­პო­ნელ­მა პე­დი­ატრმა ტო­მი­სა­კუ კა­ვა­სა­კიმ.

- კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნა­ცია ბავ­შვებ­ში (12-15 წელი), ეს სა­სურ­ვე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­აა, თუ გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე იმუ­ნი­ზა­ცი­იც ტექ­ნი­კურ­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო რე­კო­მენ­და­ცია, რომ 12 წლის ასა­კი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რისკ ჯგუ­ფის მქო­ნე ბავ­შვებს ჩა­უ­ტარ­დეთ ვაქ­ცი­ნა­ცია ფა­ი­ზე­რის ტი­პის ვაქ­ცი­ნით.

- ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში მე­ხუ­თე ტალ­ღას აა­ნონ­სე­ბენ, რამ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის?

- მე­ხუ­თე ტალ­ღა არ იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თუ მო­სახ­ლე­ო­ბა - მი­უ­ხე­და­ვად აბ­სურ­დუ­ლი რჩე­ვე­ბი­სა - გა­და­ტა­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი უფრო მყა­რია თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგო­მი - ჩა­ი­ტა­რებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hhh
0

ვაახ მაგრად მეშინია რა სწავლის დაწყების რა, მეორეს მხრივ ეს ონლაინიც არაფერი არაა, იქნებ ჯობდა ერთი წელი აკადემიური წელი, აღარ ვიცი რა.

მარინა
0

უფროსების აცრა არაფერს იძლევა ბავშვების დაცვისთვის. ავიცერით ოჯახში ყველა, მაგრამ ბავშვი როგორ დავიცვათ სკოლაში კოვიდისგან?

ავტორი:

რას ნიშნავს პოსტკოვიდური "მისტიკური სინდრომი" ბავშვებში და რას ურჩევს ცნობილი პედიატრი მშობლებს პანდემიისას ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით?

რას ნიშნავს პოსტკოვიდური "მისტიკური სინდრომი" ბავშვებში და რას ურჩევს ცნობილი პედიატრი მშობლებს პანდემიისას ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით?

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ასამდე ბავშვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რამდენიმე კვირაში, პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) დაუდგინდა, რომელსაც "მისტიკურ სინდრომადაც" მოიხსენიებენ. ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. პედიატრების თქმით, კორონავირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ, გამოჯანმრთელების ფონზე იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატება, ამის კვალდაკვალ ზიანდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემა და ეს იმდენად რთულად ვითარდება, რომ ბავშვები ხვდებიან საავადმყოფოებში. სინდრომი ძირითადად ვითარდება 4-10 წლის ასაკის ბავშვებში.

ექიმების თქმით, ბავშვმა შესაძლოა კოვიდი სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანოს, მაგრამ გამოვლინდეს აღნიშნული სინდრომი. მათივე რჩევით, თუ მოზარდს უეცრად 38-ზე მაღალი ტემპერატურა მისცა, ამასთანავე, სხვა სიმპტომიც გამოუვლინდა, მაგალითად: გამონაყარი, დიარეა, ხველება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, შეშუპება, ხველა, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან შესაძლებელია, ეს იყოს MIS-C სინდრომი.

ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ეს სინდომი იშიათ შემთხვევებში ვითარდება და განსაკუთრებული შეშფოთებისთვის საფუძველი არ არსებობს. პედიატრი ეპიდვითარებაში ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით მშობლებისთვის საინტერესო და საგულისხმო თემებზე გვესაუბრება.

- არსებული ეპიდვითარება რომ შევაფასოთ, მეოთხე ტალღის რა ეტაპზე ვართ ახლა?

- გავიარეთ პიკი, პლატო და ვეშვებით ქვემოთ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დამშვიდების საშუალება, რადგან რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება.

- პანდემიურ მოცემულობაში, რა უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა?

- მშობლებმა უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც გვირჩევენ ეპიდემიოლოგები: დაიცვან ელემენტალური ჰიგიენურ ნორმები - დისტანცია თავშეყრის ადგილებში, საჭიროა მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებზე მუდმივი მეთვალყურეობა, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, ხელის ჰიგიენა, ნიღაბის სწორი ტარება, სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და რაც მთავარია, მშობლებისა და ბავშვებთან მყოფი პირების დროული ვაქცინაცია.

- რა სიმპტომი იჩენს თავს პირველ რიგში, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და როდის უნდა მიმართოს ექიმს?

- როგორც მოგეხსენებათ, კორონა ვირუსი არის რესპირატორული ვირუსი, რომელსაც სეზონურობა არ ახასიათებს, მისთვის დამახასიათებელია რესპირაციული ვირუსული ინფექციებისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი: ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, გემოვნებისა და ყნოსვის კარგვა, ადრეული ასაკის ბავშვებში ხშირია ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და მიმართონ ექიმს, თუ ბავშვი მივარდნილია, აღენიშნება სუნთქვის გახშირება, გაუწყლოების ნიშნები, მაღალი ცხელება, რომელიც ძნელად ექვემდებარება ანტიპირეტიულ საშუალებებს, ვერ შემოდის კონტაქტში, საჭიროებს დროულ ჰოსპიტალიზაციას.

- თქვენი ძირითადი რეკომენდაციები რა არის დისტანციური მართვის დროს?

- არსებობს დისტანციური მართვის კრიტერიუმები, ვიყენებთ WhatsApp,Viber, ელექტრონულ ფოსტას და ა.შ გასათვალისწინებელია ზემოთ აღნიშნული კლინიკური ნიშნები. ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მსუბუქი სიმპტომები და ისინი უნდა იმართონ ბინის პირობებში მშვიდ გარემოში მშობლებისა და ახლობლების გარემოცვაში. ჰოსპიტალიზაცია ეს არის სტრესული გარემო, როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის.

- 4 ოქტომბერს დასწრებული სწავლა იწყება საქართველოს სკოლებში. რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს?

- სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის აუცილებელია მასწავლებლები, სკოლის თანამშრომლები, მშობლები იყვნენ აცრილები და ზედმიწევნით დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც გვთავაზობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

- კოვიდგადატანილ ბავშვებში რა თავისებურებები იჩენს თავს? პოსტკოვიდურ სინდრომზე მინდა გკითხოთ.

- პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში პრაქტიკულად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ხანგრძლივი იზოლაციით განპირობებულ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ გარდამავალი ხასიათის ჩივილებს. ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის გადატანიდან, მათ შორის უსიმპტომო ფორმების დროს 4-6 კვირის დროს ერთეულ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C), რომელიც მოიცავს ორი და მეტი ორგანოს დაზიანებას, ბუნებრივია აქ აუცილებელია დროული ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა.

- კავასაკის სინდრომი კოვიდგადატანილ ბავშვებში მითია თუ რეალურად გვაქვს შეშფოთების საფუძველი?

- კოვიდგადატანილ ბავშვთა გამონაკლის შემთხვევაში გხვდება კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკა, ანუ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. დროული დიაგნისტირებისა და მულტიდისციპლინური მართვის შემთხვევაში გამოსავალი კეთილსაიმედოა. საერთოდ ბავშვებში კავასაკის მსგავსი სიმპტომები ემთხვევა ეპიდემიებს და პანდემიებს. ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში აღნიშნა ავტორმა იაპონელმა პედიატრმა ტომისაკუ კავასაკიმ.

- კოვიდვაქცინაცია ბავშვებში (12-15 წელი), ეს სასურველი ინტერვენციაა, თუ გარდაუვალი აუცილებლობა?

- საქართველოში ამ ეტაპზე იმუნიზაციიც ტექნიკურმა საბჭომ მიიღო რეკომენდაცია, რომ 12 წლის ასაკიდან განსაკუთრებული რისკ ჯგუფის მქონე ბავშვებს ჩაუტარდეთ ვაქცინაცია ფაიზერის ტიპის ვაქცინით.

- ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში მეხუთე ტალღას აანონსებენ, რამდენად აგრესიული შეიძლება იყოს ის?

- მეხუთე ტალღა არ იქნება აგრესიული საქართველოსთვის თუ მოსახლეობა - მიუხედავად აბსურდული რჩევებისა - გადატანილი იმუნიტეტი უფრო მყარია თუ ვაქცინაციის შემდგომი - ჩაიტარებს ვაქცინაციას.