საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის... ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია" - რას ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მდგომარეობაზე?
"დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის... ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია" - რას ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მდგომარეობაზე?

"ერის“ ლი­დე­რი ლე­ვან ვა­სა­ძე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. რო­გორც ვა­სა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მან ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის 2-თვი­ა­ნი კურ­სი და­ას­რუ­ლა.

"რად­გან სა­ჯა­რო ჭრილ­ში ვარ, თავი ვალ­დე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია მო­გახ­სე­ნოთ ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე სტა­ტუ­სი. დას­რულ­და პირ­ვე­ლი ეტა­პი 2-თვი­ა­ნი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის, 8 კურ­სი ქი­მი­ის და სხვა პრე­პა­რა­ტე­ბის, უკვე მე­ცხრე კურ­სიც კი მო­ვას­წა­რი გა­მევ­ლო, ეს მხო­ლოდ ამ გზის და­სა­წყი­სია. ექი­მე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბით, რო­გორც ზე­და­პი­რუ­ლი, ასე­ვე სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის. ამ თვე­ში გა­ირ­კვე­ვა უკვე ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი დი­ნა­მი­კა და იმე­დი მაქვს, მე­ცო­დი­ნე­ბა რამ­დე­ნი ქი­მია იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო და ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი თუ არა შემ­დეგ ეტაპს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვას, მერე კი­დევ რა იქ­ნე­ბა, არ ვი­ცით.

ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ლოც­ვის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თის. ვიბ­რძვი მხნედ ვარ, მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ სა­ო­ცა­რი გან­საც­დე­ლის­თვის სა­ი­და­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს ის, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით, რო­მელ­საც გავ­დი­ვარ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს ვა­სა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
48

მიდი რა გამოჯანმრთელდი და მიხდე რა ამ ქვეყანას, არა რუსული და ქურდული გზით არამედ ევროპულით, დემოკრატიის საწყისებზე დაფუძნებულით

ლაშა-გიორგი
15

ღვთის წყალობით მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის... ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია" - რას ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მდგომარეობაზე?

"დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის... ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია" - რას ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მდგომარეობაზე?

"ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვასაძე აღნიშნავს, მან ქიმიოთერაპიის 2-თვიანი კურსი დაასრულა.

"რადგან საჯარო ჭრილში ვარ, თავი ვალდებულად მიმაჩნია მოგახსენოთ ჩემი მკურნალობის მიმდინარე სტატუსი. დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის, 8 კურსი ქიმიის და სხვა პრეპარატების, უკვე მეცხრე კურსიც კი მოვასწარი გამევლო, ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია. ექიმები კმაყოფილები არიან პირველი შედეგებით, როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული ანალიზების. ამ თვეში გაირკვევა უკვე ამ მონაცემების შუალედური დინამიკა და იმედი მაქვს, მეცოდინება რამდენი ქიმია იქნება საჭირო და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ძვლის ტვინის გადანერგვას, მერე კიდევ რა იქნება, არ ვიცით.

ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის და მხარდაჭერისთის. ვიბრძვი მხნედ ვარ, მადლობა ღმერთს ამ საოცარი განსაცდელისთვის საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით, რომელსაც გავდივარ. ვნახოთ, რა იქნება“, - აცხადებს ვასაძე.