სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაუთავისუფლებენ უიმედო პაციენტების ადგილს მათ, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს" - მძიმე ვითარება ცხინვალში, სადაც  დელტა შტამმა იფეთქა
"ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაუთავისუფლებენ უიმედო პაციენტების ადგილს მათ, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს" - მძიმე ვითარება ცხინვალში, სადაც  დელტა შტამმა იფეთქა

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში დელ­ტა შტამ­მა იფეთ­ქა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ვირუ­სი მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ე.წ. მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მის მა­რი­ნა კო­ჩი­ე­ვას თქმით, გა­სულ თვეს სა­ნი­ტა­რულ­მა სამ­სა­ხურ­მა ნი­მუ­შე­ბი, რუ­სეთ­ში სტავ­რო­პო­ლის ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნა, სა­დაც დად­გინ­და, რომ ცხინ­ვალ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა შტა­მია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

"40-მდე ნი­მუ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ინ­დუ­რი დელ­ტა შტა­მი გა­მოვ­ლინ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბიც ასე ვვა­რა­უ­დობ­დით, მაგ­რამ ახლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს და ვცდი­ლობთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ვებ­რძო­ლოთ მას..." - აცხა­დებს კო­ჩი­ე­ვა.

მისი თქმით, ეს შტა­მი ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლია და მისი სა­მიზ­ნე ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი და ბავ­შვე­ბი არი­ან.

"შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლან­დე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვია. მო­სახ­ლე­ო­ბას ვთხოვთ, ნუ შე­ყოვ­ნდე­ბი­ან, აიც­რან, ასე­ვე, და­იც­ვან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ატა­რონ პირ­ბა­დე, თავი აა­რი­დონ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, რათა შე­ამ­ცი­რონ ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი... თუ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ შემ­ცირ­და, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დავ­ხუ­როთ..." - აცხა­დებს ის.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, გა­სუ­ლი დღე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 100-მდე შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. მათ­გან 20-მდე ადა­მი­ანს სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თა­ვად არ­ღვევს გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს - ატა­რებს მა­სობ­რივ აღ­ლუმს, სამ­ხედ­რო წვრთნებ­სა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სა­დაც პირ­ბა­დე თით­ქმის არა­ვის უკე­თია.

კო­ვიდ-პან­დე­მი­ის მწვა­ვე ფო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა არ უნდა. გა­მო­ცე­მის ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, რეს­პო­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აკ­რძალ­ვე­ბი ცალ­მხრი­ვი იქ­ნე­ბა და მის შეს­რუ­ლე­ბას მხო­ლოდ უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბას აი­ძუ­ლე­ბენ.

"ასეთ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წავ­ლე­ე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან. დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა რო­გორც ბავ­შვებს, მათ მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს... რე­გუ­ლა­ცი­ებს კი ამ­კაც­რე­ბენ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხალ­მხრა­ვალ ქორ­წი­ლებ­სა და წვე­უ­ლე­ბებს მარ­თა­ვენ... ამი­ტომ, ბევ­რს დღე­საც არ სჯე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, არც აც­რას აღი­ა­რე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ეს მათი პი­რა­დი საქ­მეა. "სპუტ­ნი­კით" აც­რას ბევ­რი თავს არი­დებ­და" - ამ­ბობს ერთი-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

"ნი­ღა­ბი არა­ვის უკე­თია. ქორ­წი­ლებ­სა და ქელე­ხებ­ში ისევ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს... სტა­ტის­ტი­კას რომ აქ­ვე­ყე­ნე­ბენ, არც მა­გის სჯე­რათ, ამ­ბო­ბენ, რომ თუ ვინ­მე სად­მე რამე მი­ზე­ზით კვდე­ბა, ყვე­ლას კო­ვიდს უწე­რენ დი­აგ­ნოზ­ში. არა­და, ამას წი­ნათ, ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და­მე­ღუ­პა კო­ვი­დით, თუმ­ცა სხვებ­მა მი­თხრეს, სხვა რამე და­მერ­თე­ბო­და და ექი­მებ­მა ასე ჩა­უ­წე­რეს. მე­ზო­ბე­ლი დაკ­რძა­ლეთ ამას წი­ნათ, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით დელ­ტა შტამ­მა იმ­სხვერ­პლა. ცუ­დად იყო და ოჯა­ხის წევ­რე­ბი თა­ვად მკრუ­ნა­ლობ­დნენ, ექიმ­ბაშ­თან, არ სჯე­რო­დათ კო­ვი­დის და ადა­მი­ა­ნი გა­ი­გუ­და. ხალ­ხს ექი­მე­ბის, მე­დი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ სჯე­რა, ამა­სო­ბა­ში კი ვი­ხო­ცე­ბით..." - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ხე­ლად კონ­სტან­ტი­ნი.

"თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი მარ­თლა არ­სე­ბობს, ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გავ­რცელ­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ფერს შეც­ვლის. მით უფრო, რომ ჩემს გარ­შე­მო და ისე­დაც, რა­საც ვი­სი­მენ არ სჯე­რათ მისი არ­სე­ბო­ბის. ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პია... ისე­დაც რას ას­წავ­ლობ­დნენ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი და ახლა მით უფრო, არა­ვინ სწავ­ლობს. ისე­დაც უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა, ეს თა­ო­ბაც ჩა­ვარ­და" - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას კი­დევ ერთი მათ­გა­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ად­გი­ლე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტია.

"არც ნაც­ნო­ბო­ბა ჭრის. ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერთი სული აქვთ, დამ­ძი­მე­ბუ­ლი, უი­მე­დო პა­ცი­ენ­ტე­ბი რო­დის გარ­და­იც­ვლე­ბი­ან, რომ იმათ გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლონ ად­გი­ლი, ვი­საც გა­დარ­ჩე­ნის შან­სი აქვს. სხვა­ზე რა ვთქვა, თა­ვად გა­და­ვი­ტა­ნე, ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი, ყვე­ლა სიმპტო­მი მქონ­და, იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნას ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი სახ­ლში მი­ვარ­დე­ბოდ­ნენ, მნახ­ვე­ლებს ვერ ვი­შო­რებ­დი. მე­ზობ­ლის გოგო მო­მად­გა ცალ ხელ­ში ცხე­ლი რძით, მე­ო­რე­ში თა­ვი­სი 2 წლის ბიჭი ეიჭ­რა. არ სჯე­რო­და კო­ვი­დის..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მა­რა პლი­ე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
10

ეგ ცხინვალში კი არა აქ ხდება ჩვენთან

ლადო
11

აქაც ასეა. დამძიმებული უიმედოები ბედის ანაბარა ჰყავთ მიშვებული. ნაწილობრივ ვერც ვამტყუვნებ. აცრა არ უნდათ და თვეების მანძილზე ამ რაოდენობის ავადმყოფს მედპერსონალი ვეღარ აუდის, გადაიქანცა. ადამიანებო, წამებით სიკვდილს აცრა არ გირჩევნიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაუთავისუფლებენ უიმედო პაციენტების ადგილს მათ, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს" - მძიმე ვითარება ცხინვალში, სადაც  დელტა შტამმა იფეთქა

"ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაუთავისუფლებენ უიმედო პაციენტების ადგილს მათ, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს" - მძიმე ვითარება ცხინვალში, სადაც  დელტა შტამმა იფეთქა

ოკუპირებულ ცხინვალში დელტა შტამმა იფეთქა. ადგილობრივების თქმით, ვირუსი მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას თქმით, გასულ თვეს სანიტარულმა სამსახურმა ნიმუშები, რუსეთში სტავროპოლის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ცხინვალში კორონავირუსის დელტა შტამია გავრცელებული.

"40-მდე ნიმუში იდენტიფიცირებულია და ინდური დელტა შტამი გამოვლინდა. ადგილობრივი ექიმებიც ასე ვვარაუდობდით, მაგრამ ახლა ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს და ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში ვებრძოლოთ მას..." - აცხადებს კოჩიევა.

მისი თქმით, ეს შტამი ყველაზე აგრესიულია და მისი სამიზნე ძირითადად ახალგაზრდები და ბავშვები არიან.

"შესაბამისად, ახლანდელი პაციენტების უმეტესობა ბავშვია. მოსახლეობას ვთხოვთ, ნუ შეყოვნდებიან, აიცრან, ასევე, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, რათა შეამცირონ ინფიცირების რისკი... თუ ინფიცირების შემთხვევების ეს მაჩვენებელი არ შემცირდა, შესაძლოა, ყველა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულების დავხუროთ..." - აცხადებს ის.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, გასული დღე ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 100-მდე შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 20-მდე ადამიანს სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა სჭირდება. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ე.წ. ხელმძღვანელობა თავად არღვევს გაცემულ რეკომენდაციებს - ატარებს მასობრივ აღლუმს, სამხედრო წვრთნებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, სადაც პირბადე თითქმის არავის უკეთია.

კოვიდ-პანდემიის მწვავე ფონის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას რეგულაციების გამკაცრება არ უნდა. გამოცემის ადგილობრივი კორესპონდენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტები ამბობენ, რომ აკრძალვები ცალმხრივი იქნება და მის შესრულებას მხოლოდ უბრალო მოსახლეობას აიძულებენ.

"ასეთ დროს ყველაზე მეტად მოსწავლეები ზარალდებიან. დისტანციურმა სწავლებამ არაფერი მოუტანა როგორც ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს... რეგულაციებს კი ამკაცრებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები ხალმხრავალ ქორწილებსა და წვეულებებს მართავენ... ამიტომ, ბევრს დღესაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობს, შესაბამისად, არც აცრას აღიარებენ. ამბობენ, რომ ეს მათი პირადი საქმეა. "სპუტნიკით" აცრას ბევრი თავს არიდებდა" - ამბობს ერთი-ერთი ადგილობრივი.

"ნიღაბი არავის უკეთია. ქორწილებსა და ქელეხებში ისევ ასობით ადამიანი იყრის თავს... სტატისტიკას რომ აქვეყენებენ, არც მაგის სჯერათ, ამბობენ, რომ თუ ვინმე სადმე რამე მიზეზით კვდება, ყველას კოვიდს უწერენ დიაგნოზში. არადა, ამას წინათ, ძალიან ახლობელი დამეღუპა კოვიდით, თუმცა სხვებმა მითხრეს, სხვა რამე დამერთებოდა და ექიმებმა ასე ჩაუწერეს. მეზობელი დაკრძალეთ ამას წინათ, რომელიც დიდი ალბათობით დელტა შტამმა იმსხვერპლა. ცუდად იყო და ოჯახის წევრები თავად მკრუნალობდნენ, ექიმბაშთან, არ სჯეროდათ კოვიდის და ადამიანი გაიგუდა. ხალხს ექიმების, მედიისა და ხელისუფლების არ სჯერა, ამასობაში კი ვიხოცებით..." - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, სახელად კონსტანტინი.

"თუ კორონავირუსი მართლა არსებობს, ის ყველა შემთხვევაში გავრცელდება. შეზღუდვები არაფერს შეცვლის. მით უფრო, რომ ჩემს გარშემო და ისედაც, რასაც ვისიმენ არ სჯერათ მისი არსებობის. ამბობენ, რომ ჩვეულებრივი გრიპია... ისედაც რას ასწავლობდნენ ჩვენი ბავშვები და ახლა მით უფრო, არავინ სწავლობს. ისედაც უმძიმესი ვითარებაა, ეს თაობაც ჩავარდა" - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კიდევ ერთი მათგანი.

ადგილობრივები სოციალური ქსელებში წერენ, რომ ცხინვალის საავადმყოფოში ადგილების მწვავე დეფიციტია.

"არც ნაცნობობა ჭრის. ექიმები ამბობენ, რომ ერთი სული აქვთ, დამძიმებული, უიმედო პაციენტები როდის გარდაიცვლებიან, რომ იმათ გამოუთავისუფლონ ადგილი, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს. სხვაზე რა ვთქვა, თავად გადავიტანე, ძალიან მძიმედ ვიყავი, ყველა სიმპტომი მქონდა, იზოლაციაში ყოფნას ვცდილობდი, მაგრამ მეზობლები და ახლობლები სახლში მივარდებოდნენ, მნახველებს ვერ ვიშორებდი. მეზობლის გოგო მომადგა ცალ ხელში ცხელი რძით, მეორეში თავისი 2 წლის ბიჭი ეიჭრა. არ სჯეროდა კოვიდის..." - წერს სოციალურ ქსელში თამარა პლიევა.