სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა... რთული იყო მოთმენა" - კობახიძის განცხადება მელიასთან დაპირისპირების შემდეგ
"საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა... რთული იყო მოთმენა" - კობახიძის განცხადება მელიასთან დაპირისპირების შემდეგ

რთუ­ლი იყო დღე­ვან­დე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მოთ­მე­ნა, მით უმე­ტეს კრი­მი­ნა­ლის მხრი­დან - სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი სი­ტყვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­გან მო­ის­მი­ნა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ ნიკა მე­ლი­ას­თან მის დღე­ვან­დელ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, სიმ­ბო­ლუ­რია, რომ „მე­ლი­ამ პრო­ვო­კა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­სის წინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“. მისი თქმით, ნიკა მე­ლი­ას ქმე­დე­ბა იყო დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი გა­ნა­ცხა­დი, რომ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბებს არაფ­რად აგ­დებს.

„მინ­და ძა­ლი­ან მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო ნი­კა­ნორ მე­ლი­ას დღე­ვან­დელ პრო­ვო­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფი­სებ­ში იგეგ­მე­ბო­და მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­სა­უ­ა­რე­სებ­ლად. ამის მა­გა­ლი­თე­ბი ვი­ხი­ლეთ ქა­რელ­ში, დმა­ნის­ში, ბა­თუმ­სა და ხელ­ვა­ჩა­ურ­ში გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დღე­ვან­დე­ლი ფაქ­ტი ნათ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ რაც მოხ­და აღ­ნიშ­ნულ 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, არ იყო სპონ­ტა­ნუ­რი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და მათ უკან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გეგ­მა იდგა.

ამის მო­რი­გი მა­გა­ლი­თი ვი­ხი­ლეთ დღეს ნი­კა­ნორ მე­ლი­ას შეს­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც არის უინ­ტე­ლექ­ტო „ხუ­ლი­გა­ნი“ და პრო­ვო­კა­ტო­რი და რო­მე­ლიც თა­ვის პო­ლი­ტი­კურ შანსს მხო­ლოდ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ში ხე­დავს. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ პრო­ვო­კა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­სის წინ, ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე. ეს იყო დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი გა­ნა­ცხა­დი, რომ მე­ლია არაფ­რად აგ­დებს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბებს და სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად პო­ლა­რი­ზა­ცი­ას მათი ოფი­სის წინ აღ­ვი­ვებს.

დღე­ვან­დე­ლი პრო­ვო­კა­ცი­აც ადას­ტუ­რებს, რომ ძალ­ზე რთუ­ლია ასეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს პა­სუ­ხი არ გას­ცე. ჩემ­თვი­საც რთუ­ლი იყო დღე­ვან­დე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მოთ­მე­ნა, მით უმე­ტეს კრი­მი­ნა­ლის მხრი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი სი­ტყვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­გან მო­ის­მი­ნა. ამ ფონ­ზე, კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო თი­თო­ე­ულ ჩვენს მხარ­დამ­ჭერს, ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს, მოთ­მი­ნე­ბით მი­უდ­გნენ ნე­ბის­მი­ერ ასეთ პრო­ვო­კა­ცი­ას. ჩვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ მშვი­დი და მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. 2 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, რის შემ­დე­გაც კრი­მი­ნა­ლე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­შორ­დე­ბი­ან პო­ლი­ტი­კას“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­თან მოხ­და.

კო­ბა­ხი­ძემ და მე­ლი­ამ ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბი­თაც მი­მარ­თეს, მათ შო­რის ერ­თმა­ნეთს "მონა" და "ნა­ძი­რა­ლა" ეძა­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
34

შენა და, საერთოდ რომ გაჩუმდე და აღარ იბოდიალო არაა?!

გიორგი
4

ბუსტერულ დოზებზე რას შვებით? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა... რთული იყო მოთმენა" - კობახიძის განცხადება მელიასთან დაპირისპირების შემდეგ

"საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა... რთული იყო მოთმენა" - კობახიძის განცხადება მელიასთან დაპირისპირების შემდეგ

რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასთან მის დღევანდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, სიმბოლურია, რომ „მელიამ პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ განახორციელა“. მისი თქმით, ნიკა მელიას ქმედება იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს არაფრად აგდებს.

„მინდა ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში.

დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა იდგა.

ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო „ხულიგანი“ და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს.

დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს "მონა" და "ნაძირალა" ეძახეს.