საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, "ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე
ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, "ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ნიკა მე­ლი­ამ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი "ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად სწო­რად შე­ა­ფა­სა და დე­ბა­ტებს გა­ექ­ცა“.

კი­თხვა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი, რის გა­მოც ნიკა მე­ლი­ამ მე­რო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის დე­ბა­ტე­ბი და­ტო­ვა, კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ლი­ას სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვს.

"მე­ლია გა­ექ­ცა დე­ბა­ტებს ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - მას სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვს. მას არ აქვს არც ინ­ტე­ლექ­ტი, ის არის "ხუ­ლი­გა­ნი“ და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი ჯან­საღ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, დე­ბა­ტებ­ში არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, მან ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად სწო­რად შე­ა­ფა­სა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­ექ­ცა დე­ბა­ტებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ "ლე­ი­ბო­რის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძეს მი­უ­ტა­ნა ქილა, სა­დაც მისი თქმით, უფა­სო სა­სა­დი­ლოს რა­ცი­ო­ნი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ დე­ბა­ტებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მის­მა სა­ტე­ლი­ტებ­მა სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნეს“.

"ის პა­ტა­რა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გუ­შინ­დელ დე­ბა­ტებ­ზე ვი­ხი­ლეთ, ამ სა­ტე­ლი­ტე­ბის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა იმ სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა, რი­თაც ეს პარ­ტი­ე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
32

ნიკა მელია არის ძალიან განათლებული, ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ერთი საქართველოში იურიდიული ფაკულტეტი და მეორე ინგლისში, საერთაშორისო ურთიერთობები. არის კარგი ოჯახის შვილი. იცის ლაპარაკი. მე პირადად ძალიან მსიამოვნებს ნიკას მოსმენა. ნიკა არის ძალიან კარგი ბიჭი. ნიკაზე არ გაბედოთ ცუდის თქმა

ქართველი
56

ეს ის იშვიათი შემთხვევა არის როდესაც კობახიძეს ვეთანხმები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, "ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე

ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, "ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი შესაძლებლობები "ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა“.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა, კობახიძემ განაცხადა, რომ მელიას სათქმელი არაფერი აქვს.

"მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის "ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის. შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ "ლეიბორისტური პარტიის“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიუტანა ქილა, სადაც მისი თქმით, უფასო სასადილოს რაციონი იყო მოთავსებული, კობახიძე ამბობს, რომ დებატებზე "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მისმა სატელიტებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს“.

"ის პატარა პროვოკაციები, რომელიც გუშინდელ დებატებზე ვიხილეთ, ამ სატელიტების და "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მონაწილეობით არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ სულისკვეთებისა, რითაც ეს პარტიები და ადამიანები გამოირჩევიან“,- განაცხადა კობახიძემ.