საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად..." - რას ამბობს კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე?
"ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად..." - რას ამბობს კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე?

ჩვენ არ მი­ვიჩ­ნევთ ამას ბუ­ნებ­რი­ვად, რომ ახლო მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო, ჩარ­თუ­ლია მსგავ­სი სა­ხის აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა იმის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ელ­ჩებ­საც უს­მენ­დეს.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც აწეს­რი­გებს დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. რო­გორც ჰარ­ცელ­მა აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო გუ­შინ ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­თა­ვო ოფის­ში და­ბა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ევ­რო­კავ­შირ­ში.

„პირ­ველ რიგ­ში, უნდა ით­ქვას, რომ თქვენ უკვე ნა­ხეთ რე­აქ­ცია ბრი­უ­სე­ლი­დან. ჩვენ ვი­ღებთ ამ შემ­თხვე­ვებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს აჩენს კი­თხვის ნიშ­ნებს ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც, რო­გორც იცით, გან­სა­ზღვრავს დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ჩვენ არ მი­ვიჩ­ნევთ ამას ბუ­ნებ­რი­ვად, რომ ახლო მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო, ჩარ­თუ­ლია მსგავ­სი სა­ხის აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ. ამ მი­ზე­ზით გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ევ­რო­კავ­შირ­ში და­ბა­რე­ბუ­ლი იყო შეხ­ვედ­რა­ზე ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­თა­ვო ოფის­ში, იმის­თვის, რათა პო­ზი­ცი­ე­ბი ყო­ფი­ლი­ყო გარ­კვე­უ­ლი და შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

შე­მიძ­ლია და­ვა­ფიქ­სი­რო უფრო ზო­გა­დი ხედ­ვა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ჟონ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მრა­ვალ­მხრი­ვი გან­ხილ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­ვად გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, მათ ში­ნა­არსსა და იმა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს ეს. უნდა გაგ­რძელ­დეს დის­კუ­სი­ე­ბი თვალ­თვა­ლი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის ბუ­ნე­ბა­ზე, მათ ზო­მა­სა და მას­შტაბ­ზე და მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უნდა იმუ­შა­ოს საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბა ქვე­ყა­ნას, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტე­რო­რიზ­მთან, შპი­ო­ნაჟ­თან და ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, კონ­ტრო­ლის ქვეშ და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი უნდა იყოს ეს ინ­სტი­ტუ­ცია. ამას­თა­ნა­ვე, მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის და­უშ­ვებ­ლო­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დაც­ვის უფ­ლე­ბა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და უნდა იყოს უფრო ფარ­თო დის­კუ­სი­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ სპექტრთან, რად­გან მი­ყუ­რა­დე­ბა არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
11

ბატონი ბიძინა და მისი მსახურები კალაძის მეთაურობით ვენის კონვენციაზე მაღლა დგანან. სად იყო მაშინ ვენა და კონვენცია ბატონი ბიძინა რომ მილიარდებს შოულობდა მოსკოვში.

nona
5

amastan ar usmenen?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად..." - რას ამბობს კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე?

"ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად..." - რას ამბობს კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე?

ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენს წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ელჩებსაც უსმენდეს.

მისი განმარტებით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც აწესრიგებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, სწორედ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იყო გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თქვენ უკვე ნახეთ რეაქცია ბრიუსელიდან. ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც იცით, განსაზღვრავს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენ წინააღმდეგ. ამ მიზეზით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რათა პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი.

შემიძლია დავაფიქსირო უფრო ზოგადი ხედვა ფარული ჩანაწერების გაჟონვასთან დაკავშირებით. მრავალმხრივი განხილვები მიმდინარეობს თავად გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შინაარსსა და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს. უნდა გაგრძელდეს დისკუსიები თვალთვალისა და მიყურადების ბუნებაზე, მათ ზომასა და მასშტაბზე და მინდა ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ქვეყანას, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ტერორიზმთან, შპიონაჟთან და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად, კონტროლის ქვეშ და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ეს ინსტიტუცია. ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსიები პოლიტიკურ სპექტრთან, რადგან მიყურადება არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი,“ - განაცხადა ჰარცელმა.