მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ოცნება" "განაცდა" - გიორგი გახარია
"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ოცნება" "განაცდა" - გიორგი გახარია

"სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ "ოც­ნე­ბა" "გა­ნაც­და" - მათ სი­ტყვის ფასი მა­ში­ნაც ნული იყო და დღე­საც მათი სი­ტყვის ფასი ნუ­ლია,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტი­ის „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია მის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღეს 20 ივ­ნისს და­შა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არა­ვის ახ­სოვს.

„მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის ნაც­ვლად მინ­და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს და ინ­სტუ­ტუ­ტებს იცავ­და იქ, ჩვენ­თან ერ­თად, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო და სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო. მინ­და ვუ­თხრა მათ, რომ მა­ში­ნაც ვი­ცავ­დით სა­ხელ­მწი­ფოს და დღე­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ, რად­გან ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რა. არა­ვის აღარ ახ­სოვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ „ოც­ნე­ბა“ „გა­ნაც­და“. მეტი არა­ფე­რი იყო ეს. დღეს „ოც­ნე­ბა“ რომ ქარ­თუ­ლი არაა მივ­ხვდი, მაგ­რამ ეს „ოც­ნე­ბა“ „ნა­ცუ­რი“ გახ­და.

რა თქვა და ლო­გი­კა რო­გო­რი იყო - გა­მო­ვი­და, რომ ამ ხალ­ხმა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცო­და, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია და სწო­რად უნ­დო­დათ პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რა - ცემა-ტყე­პით, ძა­ლა­დო­ბით, თავ­დას­ხმე­ბით პო­ლი­ცი­ა­ზე, ამი­ტომ მე­ლი­ას ამ­ნის­ტი­აც გა­უ­კე­თეს და გარ­და­სა­ხეს მე­რო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა და ლე­გი­ტი­მურ კან­დი­და­ტად.

ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ „ოც­ნე­ბა“, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, „გა­ნაც­და“, გა­და­ე­ცით, რომ „ოც­ნე­ბა“ „გა­ნაც­და“. მა­შინ ჯერ არ იყ­ვნენ „გა­ნა­ცე­ბუ­ლე­ბი“. ჩვენ გარ­და­მა­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტია ვართ, სუს­ტი ინ­სტუ­ტუ­ტე­ბი გვაქვს, ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ქვე­ყა­ნას ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობს. სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ ინ­სტუ­ტე­ბი იყოს ისე­თი ძლი­ე­რი, რომ ვინ იქ­ნე­ბა მი­ნის­ტრი ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
27

ქამელეონი

tngh
30

ამდენ დავიდარაბას არ ჯობდა დროზე გაეკეთებინა ტესტი...

ავტორი:

"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ოცნება" "განაცდა" - გიორგი გახარია

"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ოცნება" "განაცდა" - გიორგი გახარია

"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ოცნება" "განაცდა" - მათ სიტყვის ფასი მაშინაც ნული იყო და დღესაც მათი სიტყვის ფასი ნულია,- ასე გამოეხმაურა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს 20 ივნისს დაშავებული პოლიციელები არავის ახსოვს.

„მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ინსტუტუტებს იცავდა იქ, ჩვენთან ერთად, ბოდიში მოვუხადო და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო. მინდა ვუთხრა მათ, რომ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა. არავის აღარ ახსოვს დაზარალებული პოლიციელები. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მეტი არაფერი იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა.

რა თქვა და ლოგიკა როგორი იყო - გამოვიდა, რომ ამ ხალხმა წლების განმავლობაში იცოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა - ცემა-ტყეპით, ძალადობით, თავდასხმებით პოლიციაზე, ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად.

ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“, ჩემდა სამწუხაროდ, „განაცდა“, გადაეცით, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მაშინ ჯერ არ იყვნენ „განაცებულები“. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ, სუსტი ინსტუტუტები გვაქვს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას ვინ ხელმძღვანელობს. სამწუხაროდ, ასეა. წლების განმავლობაში მუშაობა დაგვჭირდება, რომ ინსტუტები იყოს ისეთი ძლიერი, რომ ვინ იქნება მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, მნიშვნელობა არ ჰქონდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.