პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი" - ამირან გამყრელიძე
"ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, ექი­მე­ბის 58% - სრუ­ლად, 76% კი ერთჯე­რა­დად არის აც­რი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, გამ­ყრე­ლი­ძემ კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა მო­საზ­რე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის აცრა უნდა იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

"მაქვს ორ­შა­ბა­თის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა, სა­დაც ექი­მე­ბის სულ მცი­რე 76% იყო ერთჯე­რა­დად, 58% კი სრუ­ლად აც­რი­ლი. შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი, 50%-ის ფარ­გლებ­ში, არი­ან ექთ­ნე­ბი და კი­დევ შე­და­რე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბია აც­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმ­ცროს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ში, სა­დღაც 35%. 50%-მდეა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ეს არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, პირ­და­პირ გე­ტყვით. გა­სა­გე­ბია, ექი­მებ­ში მე­ტია, ასეც უნდა იყოს, ამი­ტომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ზე მო­წო­დე­ბა სულ უფრო და უფრო აქ­ტი­უ­რია.

იცით, რომ მე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვაჟ­ღე­რე ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა, ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის აცრა იყოს მან­და­ტო­რუ­ლი,“- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

გამაკვირვებთ რა , ექიმი ისედაც უშველის თავს და "პოლტიკოსებს" რა ეშველებათ, ეგენი აცერით , უტიფრობაზეც, აბა ტიფზე აცრილებია, ნიკოლოზის დროიდან , ზოგს ბალშევიკების რიბი ჟირი აქვს ნაჭამი სვინდის ნამუსიანად !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი" - ამირან გამყრელიძე

"ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორშაბათის მონაცემებით, ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი.

ამასთანავე, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა უნდა იყოს სავალდებულო.

"მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით. გასაგებია, ექიმებში მეტია, ასეც უნდა იყოს, ამიტომ სამედიცინო პერსონალზე მოწოდება სულ უფრო და უფრო აქტიურია.

იცით, რომ მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება, ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.