მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - რა გავლენას მოახდენს გავრცელებული ჩანაწერები პოლიტიკურ პროცესზე და დგას თუ არა ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური?
"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - რა გავლენას მოახდენს გავრცელებული ჩანაწერები პოლიტიკურ პროცესზე და დგას თუ არა ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 12 სექ­ტემ­ბრის ღა­მით, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოჩ­ნდა სამი ათა­სამ­დე დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა. ვებგ­ვერ­დის ბმუ­ლი, რო­მელ­ზეც ფა­ი­ლე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ეგ­ზავ­ნა, სა­თა­უ­რით: “სუს - ის კომ­პრო­მა­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­აღ­მდეგ”.

სუს-ის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ დღეს ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ, რო­მელ­მაც ეს ფაქ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მისი კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ა­ზე მო­რიგ თავ­დას­ხმად შე­რა­ცხა. "ვი­ხი­ლეთ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის და­პი­რის­პი­რე­ბის კი­დევ ერთი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა", - თქვა დე­პუ­ტატ­მა და ე.წ. სუს-ის ჩა­ნა­წე­რე­ბი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­სა­ეკ­ლე­სიო კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბად შე­ა­ფა­სა.

ჰპო­ვებს თუ არა ასახ­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ან ვინ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ დაკ­ვე­თის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ამა­ზე ambebi.ge - სთან ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­სა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეც, ვი­ნა­ი­დან "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იმე­დი გა­უც­რუა რო­გორც ეკ­ლე­სი­ას, ისე მის მრევლს.

"ნორ­მა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც გო­ნე­ბით კეთ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნი, აშ­კა­რაა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სრუ­ლი­ად გა­კოტ­რე­ბუ­ლია. ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე "ოც­ნე­ბის“ მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი გახ­ლდათ რე­ლი­გი­ურ მო­ტი­ვებ­ზე აწყო­ბი­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვა და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლად და ოპო­ზი­ცი­ას უყე­ნებ­და პრე­ტენ­ზი­ას, რომ ისი­ნი არი­ან ურ­წმუ­ნო­ე­ბი, აქვთ გა­ურ­კვე­ვე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და, ასე რომ ვთქვათ, მათ გა­და­ჯი­შე­ბის­კენ უნ­დათ ერის წაყ­ვა­ნა. ეს იყო მათი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი და ამა­ზე აა­გეს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. ახლა გა­ირ­კვა, რომ მათი გზავ­ნი­ლი ფა­რი­სევ­ლო­ბა იყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებს და უს­მენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას, ამას­თან, მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გენს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტუ­რას.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს მათი მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლი და­იმ­სხვრა, ხუ­ხუ­ლა­სა­ვით ჩა­მო­ინ­გრა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუ­ი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ნა­ი­რად, რის გამო და რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­დეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“?

ერ­თა­დერ­თი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი და მედ­რო­ვე­ე­ბი გა­ვი­გეთ, მაგ­რამ ნა­ტუ­რა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, ის რომ "ოც­ნე­ბა“ რაც ჩემ­თვის ძვირ­ფა­სია იმას იცავს, ასე­თი პა­სუ­ხე­ბი ამ ძა­ლას არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად უნდა ისა­ხე­ბო­დეს ნორ­მა­ლურ, ჯან­საღ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ჩვენ­თან ასე მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­აც მთლად წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა ეს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა, რა ხა­რის­ხით და რა პრო­ცენ­ტით აი­სა­ხე­ბა, მი­ჭირს ამა­ზე პა­სუ­ხი, მით უმე­ტეს, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, არის მო­ლო­დი­ნი, რომ კი­დევ ბევრ რა­მეს ვი­ხი­ლავთ.

ეკ­ლე­სია, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და არა იმი­ტომ, რომ მას უს­მენ­დნენ, არ მგო­ნია, ეს მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, უფრო იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ და­იც­ვა ისი­ნი ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან. ერ­თია, რომ მის­მენ და მე­ო­რეა, როცა ამ მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა ხდე­ბა, ეს ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმაა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეკ­ლე­სია გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს მრევ­ლიც, ვი­ნა­ი­დან მის­თვის აღ­მოჩ­ნდა, რომ ფარ­სი იყო ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ თით­ქოს ძა­ლი­ან უყ­ვარს ეკ­ლე­სია და მო­წი­წე­ბით არის მი­სად­მი გან­წყო­ბი­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ მო­ძღვრებს უს­მე­ნენ, მათ შო­რის უს­მე­ნენ მა­ში­ნაც, რო­დე­საც სინი აღ­სა­რე­ბას იბა­რე­ბენ, ანუ მრევლსაც გა­უჩ­ნდა გან­ცდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს დარ­ღვე­ვის, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მძი­მე რა­ღაც ხდე­ბა. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ჯერ დუმს და მას ღია რე­აქ­ცია არც ექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ მათ­თვის ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მი­უ­ღე­ბე­ლია ოპო­ზი­ცი­აც, რად­გან გა­აჩ­ნია გან­ცდა, რომ ის მათ მარ­თლა ებ­რძვის. ეკ­ლე­სი­ის რე­აქ­ცია ღია არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მათი გან­წყო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და.

ცალ­კე პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ი­დან - სუს-იდან ჟო­ნავს მსგავ­სი მა­სა­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, ეს არის ნავი, რო­მელ­საც აქვს ბევ­რი ხვრე­ლი და რო­მე­ლიც იძი­რე­ბა“

ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რაც მოხ­და, ამით უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი და მის მიერ გა­და­ბი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი უნდა იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნის ძი­რი­თა­დი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია - დე­მო­რა­ლი­ზა­ცია და მა­სობ­რი­ვი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა, რაც კარ­გად არ დას­რულ­დე­ბა.

"მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვით, პირ­ველ რიგ­ში, შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და, ზო­გა­დად, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პრო­მე­ტა­ცია წარ­მო­ად­გენს უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს. მე­ო­რე ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

1. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პირი, რო­მე­ლიც გა­და­ბი­რე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და საქ­მი­ა­ნობს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში.

2. პირი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ა­ში და არის კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი.

3. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც შან­ტა­ჟის სა­ფუძ­ველ­ზე ას­რუ­ლე­ბი­ნებს ასეთ და­ვა­ლე­ბებს.

4. ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა მა­შინ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ას­რუ­ლებს უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბას.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი გა­და­ბი­რე­ბულ­ნი არი­ან უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტია და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ით და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ში­ში­სა და პა­ნი­კის ინ­სპი­რი­რე­ბით. ასეთ ქვეყ­ნებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რუ­სე­თი და არა მარ­ტო რუ­სე­თი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი რე­ა­ლო­ბას თუ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ამის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში არ­სე­ბობს სა­კად­რო, სა­ი­დუმ­ლო რე­ჟი­მის დაც­ვის პრობ­ლე­მა. მა­ინც ვფიქ­რობ და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ 2012 წლის შემ­დგომ, სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე (ვის­თა­ნაც თავს იყ­რის სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცია), ძა­ლი­ან დიდი ოდე­ნო­ბით დარ­ჩნენ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ა­ში.

მოს­მე­ნა-მი­ყუ­რა­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რა­საც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უნდა ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, ოღონდ, ეს უნდა იყოს ჩა­ტე­უ­ლი კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წყო­ბი­ლე­ბას. ასე რომ, ის, რომ მე ვი­ღაც არ მომ­წონს და ამი­ტომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ მოს­მე­ნას, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში არ ჯდე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დო­ლო­გია, რო­მელ­საც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ აშშ-ში, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში და ნე­ბის­მი­ერ კონ­ტი­ნენტზე იყე­ნე­ბენ. მთა­ვა­რია, ეს ინ­ფორ­მა­ცია იყოს კა­ნო­ნი­ე­რი და და­ცუ­ლი.

მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ჯაჭ­ვი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­ულ­წი­ლად მზად­დე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა. ამის თქმის სა­ფუძ­ველს ის მაძ­ლევს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სტრუქ­ტუ­რის დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის და ჯამ­ში, მი­იღ­წე­ვა სა­ხელ­მწი­ფოს ბრძო­ლი­სუ­უ­ნა­რო­ბა.

ამის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რი გვყავს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში, რაც მათი მხრი­დან ღია და ფა­რუ­ლი ხა­სი­ა­თის მო­წო­დე­ბებ­ში არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ნი­შა­ნია იმი­სა, რომ არ­სე­ბობს ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა. ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან რომ ავი­ცი­ლოთ, ამის­თვის ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც უნდა გა­ა­ნე­იტ­რა­ლონ სი­ტუ­ა­ცია. ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ, მათ უფრო, მა­ღა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა უნდა ჰქონ­დეთ. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ თით­ქოს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტუ­რუ­ლი აპა­რა­ტის წევ­რებს. ეს არის პირ­და­პირ უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო ზე­გავ­ლე­ნის ნი­შა­ნი. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, მა­ღა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მქო­ნე ქვეყ­ნებ­შიც კი, კონ­ტრსა­დაზ­ვერ­ვო და პო­ლი­ცი­ურ უწყე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ აგენ­ტუ­რუ­ლი აპა­რა­ტი. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლია სპეც­სამ­სა­ხურ­ში და პო­ლი­ცი­ურ უწყე­ბებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე იმ პი­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში ერ­თვე­ბი­ან. ყო­ვე­ლი­ვე, უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის და პო­ლი­ტი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

დღევანდელი საკომუნიკაციო და სატელიტური ტექნიკის პირობებში, სულაც არ არის საჭირო სპეცსამსახურების მონაწილეობა აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთებისათვის...

ტროცკი
1

ამაზრზენია ეს ყველაფერი!!! როდემდე ეს სიბინძურე, როდემდე სხვის საცვლებში ფათური, როდემდე ასეთი ხალხის წახალისება???!!! ეს რა უბედურებაა???!!! ,,დანოსჩიკების" ხელისუფლება!!! და როდემდე ასეთი ხელისუფლებების უსუსური ,,გაპრავების" მცდელობები???!!!

ავტორი:

"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - რა გავლენას მოახდენს გავრცელებული ჩანაწერები პოლიტიკურ პროცესზე და დგას თუ არა ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური?

"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - რა გავლენას მოახდენს გავრცელებული ჩანაწერები პოლიტიკურ პროცესზე და დგას თუ არა ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური?

როგორც ცნობილია, 12 სექტემბრის ღამით, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სამი ათასამდე დოკუმენტი, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიის წარმომადგენლებს გაეგზავნა, სათაურით: “სუს - ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.

სუს-ის სავარაუდო ჩანაწერების შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა პარტია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც ეს ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მორიგ თავდასხმად შერაცხა. "ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა", - თქვა დეპუტატმა და ე.წ. სუს-ის ჩანაწერები ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებად შეაფასა.

ჰპოვებს თუ არა ასახვას აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკურ პროცესებზე და ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, რა მიზანს ემსახურება და ვის ინტერესებში შედის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელება, ან ვინ შეიძლება იყვნენ დაკვეთის შემსრულებლები, ამაზე ambebi.ge - სთან ექსპერტები საუბრობენ.

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ფარული ჩანაწერების სამზეოზე გამოტანა უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნების შედეგებზეც, ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ“ იმედი გაუცრუა როგორც ეკლესიას, ისე მის მრევლს.

"ნორმალურ საზოგადოებაში, სადაც გონებით კეთდება არჩევანი, აშკარაა, რომ "ქართული ოცნება“ სრულიად გაკოტრებულია. ადგილობრივ არჩევნებზე "ოცნების“ მთავარი გზავნილი გახლდათ რელიგიურ მოტივებზე აწყობილი ტრადიციების დაცვა და ა.შ. ხელისუფლება პოზიციონირებდა ეკლესიისა და ქართული ისტორიული ტრადიციების დამცველად და ოპოზიციას უყენებდა პრეტენზიას, რომ ისინი არიან ურწმუნოები, აქვთ გაურკვეველი ფასეულობები და, ასე რომ ვთქვათ, მათ გადაჯიშებისკენ უნდათ ერის წაყვანა. ეს იყო მათი მთავარი გზავნილი და ამაზე ააგეს საარჩევნო კამპანია. ახლა გაირკვა, რომ მათი გზავნილი ფარისევლობა იყო, აღმოჩნდა, რომ, მაღალი ალბათობით, ხელისუფლება აკონტროლებს და უსმენს სასულიერო პირებს, ქართულ ეკლესიას, ამასთან, მერობის კანდიდატებად წარმოგვიდგენს სპეცსამსახურების აგენტურას.

ფაქტობრივად, ეს მათი მთავარი საარჩევნო გზავნილი დაიმსხვრა, ხუხულასავით ჩამოინგრა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რანაირად, რის გამო და რის საფუძველზე შეიძლება ნატურალური არჩევანი გაკეთდეს "ქართულ ოცნებაზე“?

ერთადერთი, ადმინისტრაციული რესურსი და მედროვეები გავიგეთ, მაგრამ ნატურალური არჩევანი, ის რომ "ოცნება“ რაც ჩემთვის ძვირფასია იმას იცავს, ასეთი პასუხები ამ ძალას არ აქვს. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, რადიკალურად უნდა ისახებოდეს ნორმალურ, ჯანსაღ საზოგადოებაში, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ჩვენთან ასე მოხდება იმიტომ, რომ ოპოზიციაც მთლად წელში გამოყვანილად არ გამოიყურება.

ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე უარყოფით გავლენას იქონიებს, მაგრამ რამდენად კრიტიკული იქნება ეს უარყოფითი გავლენა, რა ხარისხით და რა პროცენტით აისახება, მიჭირს ამაზე პასუხი, მით უმეტეს, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, არის მოლოდინი, რომ კიდევ ბევრ რამეს ვიხილავთ.

ეკლესია, ბუნებრივია, ძალიან გაბრაზებული უნდა იყოს ხელისუფლებაზე და არა იმიტომ, რომ მას უსმენდნენ, არ მგონია, ეს მათთვის მოულოდნელი ყოფილიყო, უფრო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ისინი ამ ჩანაწერების გამოქვეყნებისგან. ერთია, რომ მისმენ და მეორეა, როცა ამ მოსმენების შედეგების გამომზეურება ხდება, ეს ბევრად უფრო სერიოზული დარტყმაა ამ ადამიანებისთვის. ბუნებრივია, რომ ეკლესია გაბრაზებულია და გაბრაზებული უნდა იყოს მრევლიც, ვინაიდან მისთვის აღმოჩნდა, რომ ფარსი იყო ის ყველაფერი, რასაც ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თითქოს ძალიან უყვარს ეკლესია და მოწიწებით არის მისადმი განწყობილი. აღმოჩნდა, რომ მათ მოძღვრებს უსმენენ, მათ შორის უსმენენ მაშინაც, როდესაც სინი აღსარებას იბარებენ, ანუ მრევლსაც გაუჩნდა განცდა ხელისუფლების მხრიდან აღსარების საიდუმლოს დარღვევის, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლებისთვის მძიმე რაღაც ხდება. სამღვდელოება ჯერ დუმს და მას ღია რეაქცია არც ექნება იმიტომ, რომ მათთვის ასევე არანაკლებ მიუღებელია ოპოზიციაც, რადგან გააჩნია განცდა, რომ ის მათ მართლა ებრძვის. ეკლესიის რეაქცია ღია არ იქნება, მაგრამ ხელისუფლების მიმართ მათი განწყობა სერიოზულად დაზიანდა.

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ამ ინსტიტუციიდან - სუს-იდან ჟონავს მსგავსი მასალები. სახელმწიფო ინსტიტუტები, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებენ, ეს არის ნავი, რომელსაც აქვს ბევრი ხვრელი და რომელიც იძირება“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, ამით უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახური და მის მიერ გადაბირებული პირები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომელთა მიზანია ქვეყანის ძირითადი ინსტიტუციების დისკრედიტაცია - დემორალიზაცია და მასობრივი დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაც კარგად არ დასრულდება.

"მსგავსი ინფორმაციის გაჟონვით, პირველ რიგში, შეიძლება იყვნენ დაინტერესებული უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები. სპეცსამსახურების და, ზოგადად, ოპერატიული სამსახურების კომპრომეტაცია წარმოადგენს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს. მეორე ძირითადი მიმართულებაა, ვინ შეიძლება იყოს შემსრულებელი:

1. ეს შეიძლება იყოს პირი, რომელიც გადაბირებულია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ და საქმიანობს სპეცსამსახურებში.

2. პირი, რომელიც კონკრეტულ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ კორუფციაში და არის კომპრომეტირებული.

3. პოლიტიკური პარტია, რომელიც შანტაჟის საფუძველზე ასრულებინებს ასეთ დავალებებს.

4. ყველაზე მძიმე სიტუაციაა მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტია ასრულებს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის დავალებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები გადაბირებულნი არიან უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ. ამაში იგულისხმება ნებისმიერი პარტია და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით, სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციით და მოსახლეობაში შიშისა და პანიკის ინსპირირებით. ასეთ ქვეყნებში იგულისხმება რუსეთი და არა მარტო რუსეთი. აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციები რეალობას თუ შეესაბამება და ამის იდენტიფიცირება მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებში არსებობს საკადრო, საიდუმლო რეჟიმის დაცვის პრობლემა. მაინც ვფიქრობ და ხაზგასმით აღვნიშნავ იმ გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ, სხვადასხვა, მათ შორის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობებზე (ვისთანაც თავს იყრის სრულიად საიდუმლო ხასიათის ინფორმაცია), ძალიან დიდი ოდენობით დარჩნენ ის პირები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ კორუფციაში.

მოსმენა-მიყურადება ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც სპეცსამსახურები უნდა ახორციელებდნენ, ოღონდ, ეს უნდა იყოს ჩატეული კანონის ჩარჩოებში. ასეთი ქმედებები უნდა ხორციელდებოდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ასე რომ, ის, რომ მე ვიღაც არ მომწონს და ამიტომ ვახორციელებ მოსმენას, კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდოლოგია, რომელსაც სპეცსამსახურები არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-ში, ევროპულ სახელმწიფოებში და ნებისმიერ კონტინენტზე იყენებენ. მთავარია, ეს ინფორმაცია იყოს კანონიერი და დაცული.

მოვლენათა განვითარების ჯაჭვი მიანიშნებს იმაზე, რომ, მაღალი ალბათობით, შესაძლებელია გარკვეულწილად მზადდებოდეს სახელმწიფო გადატრიალება. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ, პირველ რიგში, ყველაფერი კეთდება საზოგადოების, სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი სტრუქტურის დემორალიზაციისთვის და ჯამში, მიიღწევა სახელმწიფოს ბრძოლისუუნარობა.

ამის ინიციატორები საკმაოდ ბევრი გვყავს პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო სექტორში, რაც მათი მხრიდან ღია და ფარული ხასიათის მოწოდებებში არის გამოხატული და, შესაბამისად, ყველა ნიშანია იმისა, რომ არსებობს ხელსაყრელი პირობა სახელმწიფო გადატრიალებისა. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის ქვეყანას გააჩნია შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც უნდა გაანეიტრალონ სიტუაცია. ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო მმართველობის გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ, მათ უფრო, მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ჰქონდეთ. ძირითადი აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სახელმწიფო მოხელეები, თუ პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები წარმოადგენენ საქართველოს სპეცსამსახურის აგენტურული აპარატის წევრებს. ეს არის პირდაპირ უცხო ქვეყნის სადაზვერვო ზეგავლენის ნიშანი. ნებისმიერ ქვეყანაში, მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, კონტრსადაზვერვო და პოლიციურ უწყებებს გააჩნიათ აგენტურული აპარატი. სპეცსამსახურების დემორალიზაციის პროცესის შემადგენელია სპეცსამსახურში და პოლიციურ უწყებებში გამოცდილების მქონე იმ პირების დისკრედიტაცია, რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობაში ერთვებიან. ყოველივე, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინტერესებში შედის და პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებს ემსახურება.