საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უნდა ქნას "სახალხო მოძრაობამ" -  სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ?" - ელისაშვილი
"რა უნდა ქნას "სახალხო მოძრაობამ" -  სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ?" - ელისაშვილი

"რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა უნდა ქნას "სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბამ" - სა­ზღვა­რი უნდა გა­არ­ღვი­ოს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბომბდამ­შე­ნით შე­მო­აფ­რი­ნოს და დას­ვას, თუ წყალ­ქვე­შა ნა­ვით მტკვარ­ში უნდა ამო­ვიდ­ნენ? - ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა იუ­მო­რის­ტუ­ლი ჟან­რია", - ასე აფა­სებს დე­პუ­ტატ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას მისი კო­ლე­გა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ამას­თან, ელი­საშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას, მათ შო­რის თაკო ჩარ­კვი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, უნდა სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა და თუ უნდა სა­ხალ­ხო ლაშ­ქა­რი შექ­მნას, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­ბე­დოს, რად­გან მას გარ­და­უ­ვა­ლი ციხე ელო­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე მუხ­ლია, რა­ზეც ღლი­ცი­ნე­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი დღი­სით, მზი­სით, სა­ა­კაშ­ვილ­მა სპეც­რაზმს აცე­მი­ნა, ისე­ვე რო­გორც გა­ა­ტა­ცე­ბი­ნა კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად სას­ტი­კად აცე­მი­ნა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი ამით იტან­ჯე­ბო­და.

სა­ა­კაშ­ვილს ამ ბრა­ლის გამო ცი­ხე­ში დაჯ­დო­მა მო­უ­წევს. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე საღ­ლი­ცი­ნოა და კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბია, რაც ყვე­ლამ ვი­ცით და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. სა­ა­კაშ­ვილ­მა იცის, რომ მას აუ­ცი­ლებ­ლად ელო­დე­ბა ციხე. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

როგორი ოხუნჯი ყოფილხარ ალეკო....

სიტყვის კაცი
2

აფსუს ეს,რომ)))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რა უნდა ქნას "სახალხო მოძრაობამ" -  სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ?" - ელისაშვილი

"რა უნდა ქნას "სახალხო მოძრაობამ" -  სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ?" - ელისაშვილი

"რთული წარმოსადგენია, რა უნდა ქნას "საერთო სახალხო მოძრაობამ" - საზღვარი უნდა გაარღვიოს, მიხეილ სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ? - ეს ყველაფერი ცოტა იუმორისტული ჟანრია", - ასე აფასებს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ინიციატივას მისი კოლეგა ალეკო ელისაშვილი.

ამასთან, ელისაშვილი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას გამორიცხავს.

"ამ ქვეყანაში ყველას, მათ შორის თაკო ჩარკვიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში, უნდა სახალხო მოძრაობა და თუ უნდა სახალხო ლაშქარი შექმნას, მაგრამ მეეჭვება, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გაბედოს, რადგან მას გარდაუვალი ციხე ელოდება. რამდენიმე მუხლია, რაზეც ღლიცინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით, სააკაშვილმა სპეცრაზმს აცემინა, ისევე როგორც გაატაცებინა კობა დავითაშვილი, რომელიც იმდენად სასტიკად აცემინა, რომ მთელი ცხოვრება დავითაშვილი ამით იტანჯებოდა.

სააკაშვილს ამ ბრალის გამო ციხეში დაჯდომა მოუწევს. პიჯაკების საქმე საღლიცინოა და კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია, რაც ყველამ ვიცით და დადასტურებულია. სააკაშვილმა იცის, რომ მას აუცილებლად ელოდება ციხე. შესაბამისად, გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.