საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი ბანკის მოლარეა, შიგნით არის, ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, ფანჯრიდან გადმოხტნენ" - ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომლის მამა
"ჩემი შვილი ბანკის მოლარეა, შიგნით არის, ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, ფანჯრიდან გადმოხტნენ" - ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომლის მამა

ყვა­რელ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­თან შეკ­რე­ბი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბან­კის შე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა.

რო­გორც ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­მა შე­ნო­ბა ფან­ჯრის მეშ­ვე­ო­ბით და­ტო­ვა და ახლა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ჩემი შვი­ლი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია, მო­ლა­რე ოპე­რა­ტო­რი. არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, გარ­და იმი­სა, რომ შიგ­ნით არის. ზო­გი­ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­ას­წრო გა­მოს­ვლა, გა­მო­იქ­ცნენ, ფან­ჯრი­დან გად­მოხ­ტნენ და წა­მო­ვიდ­ნენ. მათ გაგ­ვა­გე­ბი­ნეს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ა­შია და­კი­თხვა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ყვა­რელ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის მა­მამ.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ცნო­ბით, ბან­კის შე­ნო­ბი­დან ორი ადა­მი­ა­ნი გა­მო­უშ­ვეს.

"გო­გო­ნა გა­მო­უშ­ვეს შიგ­ნი­დან, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, თა­ნამ­შრო­მე­ლია. კი­დევ ერთი, ვინც გა­მო­უშ­ვეს, ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო, ჯერ არა­ვი­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბი­ათ, მგო­ნი ერთი თავ­დამ­სხმე­ლია. და­შა­ვე­ბით არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა.

ცნო­ბის­თვის, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა. შსს-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ატა­რე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო და გა­და­უ­დე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
0

ტელევიზიებს დააბრალებენ:)

ჰა?
3

რანაირი ინფორმაციაა, რა ხდება, რატომ გადმოხტდნენ? 

ავტორი:

"ჩემი შვილი ბანკის მოლარეა, შიგნით არის, ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, ფანჯრიდან გადმოხტნენ" - ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომლის მამა

"ჩემი შვილი ბანკის მოლარეა, შიგნით არის, ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, ფანჯრიდან გადმოხტნენ" - ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომლის მამა

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შეკრებილი ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკის შენობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, თანამშრომლების ნაწილმა შენობა ფანჯრის მეშვეობით დატოვა და ახლა საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

,,ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია, მოლარე ოპერატორი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შიგნით არის. ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტნენ და წამოვიდნენ. მათ გაგვაგებინეს. ზოგიერთი მათგანი პოლიციაშია დაკითხვაზე“, - აღნიშნა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომლის მამამ.

კიდევ ერთი ადგილობრივის ცნობით, ბანკის შენობიდან ორი ადამიანი გამოუშვეს.

"გოგონა გამოუშვეს შიგნიდან, ძალიან შეშინებული იყო, თანამშრომელია. კიდევ ერთი, ვინც გამოუშვეს, ის მომხმარებელი იყო, ჯერ არავითარი მოთხოვნები არ გაუჟღერებიათ, მგონი ერთი თავდამსხმელია. დაშავებით არავინ დაშავებულა, შეშინებულები არიან ყველა“, - განაცხადა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.