პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დედაჩემია, მეან-გინეკოლოგი... დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად" - ფოტო სოციალური ქსელიდან
"ეს დედაჩემია, მეან-გინეკოლოგი... დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად" - ფოტო სოციალური ქსელიდან

"ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ ბა­ჯე­ლი­ძე სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მეან-გი­ნე­კო­ლო­გი დე­დის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა და წერს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მო­რი­გე­ობს ის კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლა­დაც.

"ეს დე­და­ჩე­მია. მეან-გი­ნე­კო­ლო­გი. რაც თავი მახ­სოვს, სულ მო­რი­გეა, სახ­ლში მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით წა­ძი­ნე­ბას რომ ცდი­ლობ­და, მა­ინც სულ ტე­ლე­ფონ­ზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხან ვის ეხ­მა­რე­ბო­და უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ით და ხან ვის.

მისი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულს თუ გახ­სნით, რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ხვდე­ბათ: მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თაფ­ლის არა­ყი, კარ­ტო­ფი­ლის ტო­მა­რა, ზამ­თრო­ბით მან­და­რი­ნე­ბი და ა.შ. ვერ იტანს პა­ცი­ენ­ტი რომ და­ვა­ლე­ბუ­ლად გრძნობს თავს, მაგ­რამ ისიც ერი­დე­ბა, უარი უთხრას მოკ­რძა­ლე­ბულ ნო­ბა­თებ­ზე.

სულ მგო­ნია, რომ ექი­მი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვე­რას­დროს შეძ­ლო ემო­ცი­უ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან. უამ­რა­ვი ბავ­შვი მოვ­ლე­ნი­ლა ამ ქვეყ­ნად დე­და­ჩე­მის დახ­მა­რე­ბით და ყვე­ლა მცი­რე გარ­თუ­ლე­ბას ისე გა­ნიც­დის, რო­გორც ჩემს პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დი­და.

ახლა ეს ფოტო ჩა­მიგ­დო, თა­ვი­სი სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თვა არ იკ­მა­რა და და­მა­ტე­ბი­თი მო­რი­გე­ო­ბე­ბი აიღო კო­ვი­დი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­სავ­ლე­ლად.

მიყ­ვარ­ხარ, დე. მე ვიცი, რამ­დე­ნად რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ­თვის, მაგ­რამ ისიც ვიცი, რამ­დე­ნად გა­ბედ­ნი­ე­რებს სხვე­ბის მოვ­ლა და პატ­რო­ნო­ბა", - წერს მა­რი­ამ ბა­ჯე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
1

ეგ ხო 2 წლის წინ გვამეცადინეთ ))

თაზო
3

ღმერთმა დაგლოცოთ და ამრავლოს თქვენისთანა ადამიანები ღმერთმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს დედაჩემია, მეან-გინეკოლოგი... დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად" - ფოტო სოციალური ქსელიდან

"ეს დედაჩემია, მეან-გინეკოლოგი... დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად" - ფოტო სოციალური ქსელიდან

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი მარიამ ბაჯელიძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც მეან-გინეკოლოგი დედის შესახებ გვიყვება და წერს იმის შესახებ, თუ როგორ მორიგეობს ის კოვიდით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლადაც.

"ეს დედაჩემია. მეან-გინეკოლოგი. რაც თავი მახსოვს, სულ მორიგეა, სახლში მოსული რამდენიმე საათით წაძინებას რომ ცდილობდა, მაინც სულ ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული. ხან ვის ეხმარებოდა უფასო კონსულტაციით და ხან ვის.

მისი მანქანის საბარგულს თუ გახსნით, რაღაც უცნაურობა აუცილებლად დაგხვდებათ: მადლიერი პაციენტის ოჯახისგან გამოგზავნილი თაფლის არაყი, კარტოფილის ტომარა, ზამთრობით მანდარინები და ა.შ. ვერ იტანს პაციენტი რომ დავალებულად გრძნობს თავს, მაგრამ ისიც ერიდება, უარი უთხრას მოკრძალებულ ნობათებზე.

სულ მგონია, რომ ექიმი არ უნდა ყოფილიყო, ვერასდროს შეძლო ემოციური დისტანცირება პაციენტებისგან. უამრავი ბავშვი მოვლენილა ამ ქვეყნად დედაჩემის დახმარებით და ყველა მცირე გართულებას ისე განიცდის, როგორც ჩემს პრობლემებს განიცდიდა.

ახლა ეს ფოტო ჩამიგდო, თავისი სრულიად დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და დამატებითი მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად.

მიყვარხარ, დე. მე ვიცი, რამდენად რთულია ეს ყველაფერი შენთვის, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენად გაბედნიერებს სხვების მოვლა და პატრონობა", - წერს მარიამ ბაჯელიძე.