სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადმოსცა - როგორი ისტორია აქვს უნიკალურ ექსპონატს
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადმოსცა - როგორი ისტორია აქვს უნიკალურ ექსპონატს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ბიზ­ნეს­მენ და­ვით ხი­და­შე­ლის­გან სა­ჩუქ­რად გად­მო­ე­ცა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ხმა­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ბიზ­ნეს­მენ და­ვით ხი­და­შელ­თან ერ­თად სა­მი­ნის­ტრო­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

და­ვით ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მან უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თი ბელ­გი­ის აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა, რათა ის სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ე­ტა­ნა და სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტად ექ­ცია. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჩუქ­რად გად­მო­ე­ცე­მო­და, და­ვით ხი­და­შე­ლის ხარ­ჯით და დაკ­ვე­თით ექ­სპო­ნატს კონ­სერ­ვა­ცია ჩა­უ­ტა­რა ის­ტო­რი­უ­ლი ია­რა­ღის რეს­ტავ­რა­ტორ­მა, გოჩა ლა­ღი­ძემ. და­ვით ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ია­რა­ღი აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის პირ­და­პირ­მა შთა­მო­მა­ვალ­მა და დას­ძი­ნა, რომ მო­ცე­მულ­მა პირ­მა ნივ­თი ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ვა­ჟის, და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძის­გან მი­ი­ღო.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და­ვით ხი­და­შელს ქვეყ­ნი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ექ­სპო­ნატს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­უ­დებს ბი­ნას.

"საქ­მე გვაქვს უნი­კა­ლურ ექ­სპო­ნატ­თან და ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მე­ბის­თვის დიდ შე­ნა­ძენ­თან, მი­თუ­მე­ტეს, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძის ხან­ჯა­ლი მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა," - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

"ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს და­ვით ხი­და­შე­ლი­სა და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სად­მი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მის ფონ­დე­ბის გამ­დიდ­რე­ბა­ში უან­გა­როდ მო­ნა­წი­ლე­ობს და ამით საქ­ვეყ­ნო საქ­მეს აკე­თებს", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტვ იმედი
1

ეს ის არაა გარეჯი რო დააბრუნა შარშან არჩევნებამდე? 

ნადია
0

გარეჯი-საქართველოა,გლდანი თბილისია,,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადმოსცა - როგორი ისტორია აქვს უნიკალურ ექსპონატს

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადმოსცა - როგორი ისტორია აქვს უნიკალურ ექსპონატს

საქართველოს სახელმწიფოს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან საჩუქრად გადმოეცა ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად სამინისტროში ბრიფინგი გამართა.

დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია. სანამ საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, დავით ხიდაშელის ხარჯით და დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ. დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.

თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატს კულტურის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაუდებს ბინას.

"საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

"ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.