სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი. მიჩვეული ვართ მისგან წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი, მაინც უნიკალურია" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს
"აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი. მიჩვეული ვართ მისგან წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი, მაინც უნიკალურია" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

ჩვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ზო­გა­დად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ჩუქ­რებს, მაგ­რამ ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი ალ­ბათ, მა­ინც უნი­კა­ლუ­რია. და­ახ­ლო­ე­ბით 7%-იანი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს სა­ჩუ­ქა­რი, რაც გაგ­ვი­კე­თა დღეს სა­ა­კაშ­ვილ­მა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა რი­გით მეშ­ვი­დე ანონ­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და რო­გორც წინა შემ­თხვე­ვებ­ში ის ჩა­მოს­ვლას ვერც ახლა მო­ა­ხერ­ხებს.

„რა თქმა უნდა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. უკვე მეშ­ვი­დე ანონ­სია გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვეყ­ნის არე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერ­ცერ­თხელ მან ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა და ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ა­ხერ­ხებს ამას”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კი­დევ უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

"ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, რო­მე­ლიც დღემ­დე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ახორ­ცი­ე­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მო­პა­რუ­ლი ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბას. მას აქვს ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი წა­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და დღემ­დე აბან­დე­ბენ ამ ფულს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, თუმ­ცა ეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბიც არის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­ცხვი­ნო კაცი, თა­ვი­სი სა­მარ­ცხვი­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ით და მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა არის ერ­თა­დერ­თი, სა­ჩუ­ქა­რი "ოც­ნე­ბის­თვის", ეს რა თქმა უნდა, ხელს შე­უ­წყობს ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კი­დევ უფრო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. რომ ჩა­მო­ვი­დეს, ის მოხ­ვდე­ბა სა­თა­ნა­დო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აა­ნონ­სებს. „პი­რა­დად მე ჩა­ვალ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ასე­ვე მინ­და მო­ვუ­წო­დო უცხო­ეთ­ში მყოფ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს - ვი­საც გაქვთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ებ­ში აი­ღეთ შვე­ბუ­ლე­ბა და ვი­საც რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ჩას­ვლა - ხმე­ლე­თით, ჰა­ე­რით, წა­ვი­დეთ ყვე­ლა ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში!“ - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერხ
5

კობახიძე ემუქრება სააკაშვილს დაჭერით )) საქართველოს ყველაზე დიდი ტრაგიკომედია ბოლო 3 საუკუნეში

((
4

არადა შიშისგან იფსავენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი. მიჩვეული ვართ მისგან წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი, მაინც უნიკალურია" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი. მიჩვეული ვართ მისგან წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი, მაინც უნიკალურია" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

მისივე თქმით, სააკაშვილის აღნიშნული განცხადება რიგით მეშვიდე ანონსია საქართველოში დაბრუნების შესახებ და როგორც წინა შემთხვევებში ის ჩამოსვლას ვერც ახლა მოახერხებს.

„რა თქმა უნდა, არასერიოზულია. უკვე მეშვიდე ანონსია გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერცერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები "ოცნების" მხარდამჭერების კიდევ უფრო მობილიზებას შეუწყობს ხელს.

"ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც დღემდე ქართულ პოლიტიკაში ახორციელებს ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულის ინვესტირებას. მას აქვს ასეულობით მილიონი წაღებული საქართველოდან და დღემდე აბანდებენ ამ ფულს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ეს ინვესტიციებიც არის წარუმატებელი, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი, თავისი სამარცხვინო პოლიტიკური პარტიით და მისი განცხადებების მნიშვნელობა არის ერთადერთი, საჩუქარი "ოცნებისთვის", ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მობილიზაციას. რომ ჩამოვიდეს, ის მოხვდება სათანადო დაწესებულებაში", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. „პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - განაცხადა სააკაშვილმა.