პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1001 ქართული ორნამენტი": გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა - "ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"
"1001 ქართული ორნამენტი": გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა - "ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"

„1001 ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი“ - ეს პრო­ექ­ტი დიდი ხნის წინ იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც დიდი შრო­მა, ემო­ცია და ენერ­გია ჩა­ი­დო - ამ­ბობს სა­ო­ცა­რი იდე­ის ავ­ტო­რი, თვით­ნას­წავ­ლი კე­რა­მი­კო­სი იმ უნი­კა­ლურ მხატ­ვრულ პა­ნო­ზე, რომ­ლის 1001 ხელ­ნა­კე­თი, ხე­ლით მო­ხა­ტუ­ლი, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლის­გან შე­იქ­მნა. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უკვე შე­უძ­ლი­ათ გორ­ში, ამი­ლახ­ვრის ქუ­ჩა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის სკვერ­ში ამის ნახ­ვა, გულ­დას­მით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ამ სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შევ­რით სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა. ირი­ნა შო­თა­ძეს იმე­დი აქვს, რომ გო­რე­ლე­ბი. ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი პა­ნოს შე­იყ­ვა­რე­ბენ და თი­თო­ე­ულ ფი­ლას მო­უფრ­თხილ­დე­ბი­ან.

„ძა­ლი­ან ბევ­რი მე­კი­თხე­ბა - რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც 1001? ვპა­სუ­ხობ - რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტის იდეა გაჩ­ნდა და ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე, მათი ერ­თობ­ლი­ო­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ზღაპ­რულ სა­ნა­ხა­ო­ბას შექ­მნი­და. ამავდრო­უ­ლად, გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი - რამ­დე­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს ფილა და რა შე­იძ­ლე­ბო­და, რქმე­ო­და... ამა­ზე პა­სუ­ხი სი­ტყვა ზღა­პარ­მა მომ­ცა და რა თქმა უნდა, „1001 ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი,“ - აღ­ნიშ­ნავს ირი­ნა შო­თა­ძე, რო­მე­ლიც იდე­ის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვიყ­ვე­ბა:

- წარ­მო­შო­ბით გო­რი­დან ვარ, სა­დაც ზა­ფხუ­ლო­ბით ჩავ­დი­ო­დი ხოლ­მე. სულ ვფიქ­რობ­დი, ამ პა­ტა­რა და ლა­მა­ზი ქა­ლა­ქის კი­დევ მე­ტად გა­სა­ფე­რა­დებ­ლად რა იქ­ნე­ბო­და კარ­გი, რაც ახალ ფე­რებს, სი­ხა­ლი­სეს შეს­ძენ­და და ეს ტუ­რის­ტუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­შიც ერთ ლა­მაზ შტრიხს შე­ი­ტან­და. ამას­თან, რად­გან კე­რა­მი­კუ­ლი პა­ნო­ე­ბის, კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ, ინ­ტე­რე­სი მქონ­და და მი­ზი­დავ­და, ამი­ტომ მშურ­და პორ­ტუ­გა­ლი­ის პა­ნო­ე­ბის, ქვეყ­ნის, სა­დაც კე­რა­მი­კუ­ლი სა­ო­ცა­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბია შე­ნო­ბებ­ზე. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, რა­ი­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ­თა­ნაც გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო? მით უფრო, რომ აქ თი­ხაც მო­ი­პო­ვე­ბა და ნი­ჭი­ე­რი კე­რა­მი­კო­სე­ბიც არი­ან. მოკ­ლედ, იდეა ასე მო­ვი­და, რო­მე­ლიც თან­და­თან და­იხ­ვე­წა.

- და სა­ბო­ლო­ოდ სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იქ­მნა. რამ­ხე­ლაა პანო მო­ცუ­ლო­ბით?

- 7/3-ზე - 21 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი... ის გო­რის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კეთ­და. მას ნა­ხა­ვენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლია, რომ ტუ­რის­ტებ­მაც ნა­ხონ. ყვე­ლა ფილა სხვა­დას­ხვაა - ორ ერ­თნა­ირს იქ ვე­რა­ვინ ნა­ხავს.

- რო­დის და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა?

- გა­სულ ზა­ფხულს ვმუ­შა­ობ­დით. მერე პან­დე­მი­ამ შეგ­ვა­ფერ­ხა. ზამ­თრის პე­რი­ოდ­შიც გაკ­ვრა არ არის სა­სურ­ვე­ლი... მოკ­ლედ, ამ ზა­ფხულს სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად გან­ვა­ახ­ლეთ და პრო­ექ­ტი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და­ვას­რუ­ლეთ. მხარ­ში დაგ­ვიდ­გა გო­რის მე­რია - პრო­ექ­ტი მათი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი თან­ხა ჩემი იყო.

- პრო­ექ­ტში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

- გო­რის სმა­ხატ­ვრო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფს, რამ­დე­ნი­მე მხატ­ვარს რე­კო­მე­ნა­ცია გა­უ­წია. ადა­მი­ა­ნე­ბი მეც მო­ვი­ძიე, გუნ­დი შე­ვი­კა­რით. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ის პრო­ცე­სი, როცა ვმუ­შა­ობ­დით. გარ­და ამი­სა, უამ­რა­ვი ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რებ­ში არა­ერ­თი პი­როვ­ნე­ბა დაგ­ვეხ­მა­რა. ასე რომ, პრო­ექ­ტში დიდი შრო­მა და ენერ­გი­აა ჩა­დე­ბუ­ლი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, გო­რის მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რამ­დე­ნი იშ­რო­მეს, ჩემი ძმაც კი მეხ­მა­რე­ბო­და.

- ე.ი. ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი თქვე­ნი იდე­აა?

- კი, ასეა და ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნეთ თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ქსო­ვი­ლი, ან­ბა­ნი, ლურ­ჯი სუფ­რაც, - თუკი რა­ი­მე არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვე­ცა­დე, ყვე­ლა­ფე­რი შე­მეკ­რი­ბა და ფი­ლებ­ზე დაგ­ვე­ტა­ნა.

- ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი რთუ­ლია?

- ეს არის თეთ­რი თი­ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კე­რა­მი­კუ­ლი ფილა, რო­მე­ლიც ხე­ლით არის მო­ხა­ტუ­ლი. ფი­ლე­ბი ჩემი ხე­ლით მე და­ვამ­ზა­დე. ყა­ლი­ბის შემ­დეგ სა­ჭი­როა, გაშ­რო­ბა, გა­მოწ­ვა, მერე იხა­ტე­ბა, იჭი­ქე­ბა და ისევ იწ­ვე­ბა. მინ­და, ყვე­ლამ გა­ი­თა­ლის­წი­ნოს, რომ ამ ნა­მუშ­ვარს მო­უფრ­თხილ­დნენ. ძა­ლი­ან მყა­რია, თუ ჩა­ქუ­ჩით არ მიხ­ვე­დი მის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად და არ ურტყი, ფი­ლას არა­ფე­რი მო­უ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ორ­ნა­მენტს, რა­ღაც­ნა­ი­რი პლას­ტი­კუ­რო­ბა, სი­სა­და­ვე აქვს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცია მო­აქვს. ფერ­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სა­ო­ცა­რია, როცა ერთი ორ­ნა­მენ­ტის უამ­რა­ვი ფე­რით გა­მო­სახ­ვა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­გიძ­ლია, ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცო­ცხა­ლია... ძა­ლი­ან ბევ­რი ფერი გა­მო­ვი­ყე­ნეთ.

- თვით­ნას­წავ­ლი კე­რა­მი­კო­სი ვარო, აღ­ნიშ­ნეთ. სხვა პრო­ფე­სი­აც ხომ არ გაქვთ?

- ჯი­პა­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას ვსწავ­ლობ­დი, პარ­ლე­ლუ­რად კე­რა­მი­კით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი - თვი­თონ ვსწავ­ლობ­დი, სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა მეხ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა თა­ვი­დან ამ საქ­მეს, რო­მე­ლიც დღეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი სამ­სა­ხუ­რია (მაქვს ჩემი სა­ხე­ლოს­ნო), სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუ­ყუ­რებ­დი, არც ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, თუ ეს სფე­რო ასე სე­რი­ო­ზულ ამ­ბად იქ­ცე­ო­და.

- ალ­ბათ ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავ­დით?

- კი, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა ეტყო­ბა, თა­ვის დრო­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ ჩათ­ვლეს, რომ ეს საქ­მე მე­ტად გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა, ამი­ტომ ხატ­ვა პე­და­გოგ­თან არ მის­წავ­ლია... ეს ფი­ლე­ბი, სხვა მხატ­ვრებ­თან ერ­თად, ჩემი მო­ხა­ტუ­ლიც არის... მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი­ან ზუს­ტად არ ვი­ცო­დი, რა იყო ის, რაც სა­მო­მავ­ლოდ უნდა მე­კე­თე­ბი­ნა, სა­კუ­თარ თავს ვე­ძებ­დი, მაგ­რამ ერთი, რა­საც ვგრძნობ­დი, რა­საც შემ­დეგ­ში გა­ვა­კე­თებ­დი, ხე­ლებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ნამ­დვი­ლად ვგრძნობ­დი, ჩემი ენერ­გია ხე­ლებ­ში იყო. არ ვიცი, რო­გორ, სა­ი­დან, მაგ­რამ ეს ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ხდე­ბო­და. არ მინ­დო­და, ყო­ველ­დღი­უ­რი, სა­ო­ფი­სე საქ­მი­ნო­ბა მქო­ნო­და, რო­მელ­შიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი, მი­მაჩ­ნია, რომ იკარ­გე­ბა. მოკ­ლედ, სა­ნამ კე­რა­მი­კამ­დე მი­ვი­დო­დი, სულ ვე­ძებ­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ისე­თი, რისი კე­თე­ბაც მეყ­ვა­რე­ბო­და. ვი­პო­ვე და მიყ­ვარს!

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამახარე
1

გაიხარე! ნამდვილად კარგი პროექტია!

ცისო
1

ულამაზესია, გაიხარე , ბევრი ასეთი საქმე გეკეთებინოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"1001 ქართული ორნამენტი": გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა - "ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"

"1001 ქართული ორნამენტი": გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა - "ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"

„1001 ქართული ორნამენტი“ - ეს პროექტი დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული, რომელშიც დიდი შრომა, ემოცია და ენერგია ჩაიდო - ამბობს საოცარი იდეის ავტორი, თვითნასწავლი კერამიკოსი იმ უნიკალურ მხატვრულ პანოზე, რომლის 1001 ხელნაკეთი, ხელით მოხატული, კერამიკული ფილისგან შეიქმნა. დაინტერესებულ ადამიანებს უკვე შეუძლიათ გორში, ამილახვრის ქუჩაზე, გოგებაშვილის სკვერში ამის ნახვა, გულდასმით დათვალიერება და ამ საოცარი ნამუშევრით სიამოვნების მიღება. ირინა შოთაძეს იმედი აქვს, რომ გორელები. ქალაქის სტუმრები პანოს შეიყვარებენ და თითოეულ ფილას მოუფრთხილდებიან.

„ძალიან ბევრი მეკითხება - რატომ მაინცდამაინც 1001? ვპასუხობ - როდესაც ამ პროექტის იდეა გაჩნდა და ქართული ორნამენტების მოძიება დავიწყე, მათი ერთობლიობა წარმოვიდგინე, როგორ ზღაპრულ სანახაობას შექმნიდა. ამავდროულად, გაჩნდა კითხვები - რამდენი უნდა ყოფილიყო ეს ფილა და რა შეიძლებოდა, რქმეოდა... ამაზე პასუხი სიტყვა ზღაპარმა მომცა და რა თქმა უნდა, „1001 ქართული ორნამენტი,“ - აღნიშნავს ირინა შოთაძე, რომელიც იდეის დაბადების შესახებაც გვიყვება:

- წარმოშობით გორიდან ვარ, სადაც ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე. სულ ვფიქრობდი, ამ პატარა და ლამაზი ქალაქის კიდევ მეტად გასაფერადებლად რა იქნებოდა კარგი, რაც ახალ ფერებს, სიხალისეს შესძენდა და ეს ტურისტულად დატვირთული ქალაქის ცხოვრებაშიც ერთ ლამაზ შტრიხს შეიტანდა. ამასთან, რადგან კერამიკული პანოების, კომპოზიციების მიმართ, ინტერესი მქონდა და მიზიდავდა, ამიტომ მშურდა პორტუგალიის პანოების, ქვეყნის, სადაც კერამიკული საოცარი კომპოზიციებია შენობებზე. რატომ არ შეიძლებოდა, რაიმე ამ მიმართულებით ჩვენთანაც გაკეთებულიყო? მით უფრო, რომ აქ თიხაც მოიპოვება და ნიჭიერი კერამიკოსებიც არიან. მოკლედ, იდეა ასე მოვიდა, რომელიც თანდათან დაიხვეწა.

- და საბოლოოდ საოცარი ნამუშევარი შეიქმნა. რამხელაა პანო მოცულობით?

- 7/3-ზე - 21 კვადრატული მეტრი... ის გორის ცენტრალურ მოედანზე, ცენტრალურ ნაწილში, საჯარო სივრცეში გაკეთდა. მას ნახავენ როგორც ადგილობრივები და რეგიონის მაცხოვრებლები, ასევე გათვალისიწინებულია, რომ ტურისტებმაც ნახონ. ყველა ფილა სხვადასხვაა - ორ ერთნაირს იქ ვერავინ ნახავს.

- როდის დაიწყეთ მუშაობა?

- გასულ ზაფხულს ვმუშაობდით. მერე პანდემიამ შეგვაფერხა. ზამთრის პერიოდშიც გაკვრა არ არის სასურველი... მოკლედ, ამ ზაფხულს სამუშაოები აქტიურად განვაახლეთ და პროექტი აგვისტოს ბოლოს დავასრულეთ. მხარში დაგვიდგა გორის მერია - პროექტი მათი თანადაფინანსებით განხორციელდა, თუმცა ძირითადი თანხა ჩემი იყო.

- პროექტში რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?

- გორის სმახატვრო სკოლის დირექტორმა ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე მხატვარს რეკომენაცია გაუწია. ადამიანები მეც მოვიძიე, გუნდი შევიკარით. ძალიან სასიამოვნო იყო ის პროცესი, როცა ვმუშაობდით. გარდა ამისა, უამრავი ტექნიკური საკითხის მოგვარებში არაერთი პიროვნება დაგვეხმარა. ასე რომ, პროექტში დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული. ვერ წარმოიდგენთ, გორის მერიის თანამშრომლებმა რამდენი იშრომეს, ჩემი ძმაც კი მეხმარებოდა.

- ე.ი. ქართული ორნამენტები თქვენი იდეაა?

- კი, ასეა და ამისთვის გამოვიყენეთ თითქმის ყველა ქართული ქსოვილი, ანბანი, ლურჯი სუფრაც, - თუკი რაიმე არის საქართველოში, ვეცადე, ყველაფერი შემეკრიბა და ფილებზე დაგვეტანა.

- ტექნოლოგიური პროცესი რთულია?

- ეს არის თეთრი თიხისგან დამზადებული კერამიკული ფილა, რომელიც ხელით არის მოხატული. ფილები ჩემი ხელით მე დავამზადე. ყალიბის შემდეგ საჭიროა, გაშრობა, გამოწვა, მერე იხატება, იჭიქება და ისევ იწვება. მინდა, ყველამ გაითალისწინოს, რომ ამ ნამუშვარს მოუფრთხილდნენ. ძალიან მყარია, თუ ჩაქუჩით არ მიხვედი მის დასაზიანებლად და არ ურტყი, ფილას არაფერი მოუვა. რაც შეეხება ქართულ ორნამენტს, რაღაცნაირი პლასტიკურობა, სისადავე აქვს და განსხვავებული ემოცია მოაქვს. ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საოცარია, როცა ერთი ორნამენტის უამრავი ფერით გამოსახვა და გამრავალფეროვნება შეგიძლია, ანუ ეს ყველაფერი ცოცხალია... ძალიან ბევრი ფერი გამოვიყენეთ.

- თვითნასწავლი კერამიკოსი ვარო, აღნიშნეთ. სხვა პროფესიაც ხომ არ გაქვთ?

- ჯიპაში ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, პარლელურად კერამიკით ვიყავი გატაცებული - თვითონ ვსწავლობდი, საკუთარი შეცდომები, სპეციალური ლიტერატურა მეხმარებოდა. თუმცა თავიდან ამ საქმეს, რომელიც დღეს ჩემი საყვარელი სამსახურია (მაქვს ჩემი სახელოსნო), სერიოზულად არ ვუყურებდი, არც ვფიქრობდი იმაზე, თუ ეს სფერო ასე სერიოზულ ამბად იქცეოდა.

- ალბათ ბავშვობიდან ხატავდით?

- კი, მაგრამ მშობლებმა ეტყობა, თავის დროზე სერიოზულად არ ჩათვლეს, რომ ეს საქმე მეტად განმევითარებინა, ამიტომ ხატვა პედაგოგთან არ მისწავლია... ეს ფილები, სხვა მხატვრებთან ერთად, ჩემი მოხატულიც არის... მოზარდობის პერიოდიან ზუსტად არ ვიცოდი, რა იყო ის, რაც სამომავლოდ უნდა მეკეთებინა, საკუთარ თავს ვეძებდი, მაგრამ ერთი, რასაც ვგრძნობდი, რასაც შემდეგში გავაკეთებდი, ხელებთან იყო დაკავშირებული. ნამდვილად ვგრძნობდი, ჩემი ენერგია ხელებში იყო. არ ვიცი, როგორ, საიდან, მაგრამ ეს ინტუიციურად ხდებოდა. არ მინდოდა, ყოველდღიური, საოფისე საქმინობა მქონოდა, რომელშიც შემოქმედებითი ადამიანი, მიმაჩნია, რომ იკარგება. მოკლედ, სანამ კერამიკამდე მივიდოდი, სულ ვეძებდი, რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რისი კეთებაც მეყვარებოდა. ვიპოვე და მიყვარს!