პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაძვები აშშ-ის თეთრი სახლის ეზოდან მოვიპარე..." - პროფესორი საგარეჯოდან, რომელმაც საკუთარ ეზოში 42 წლის წინ ულამაზესი ბაღი გააშენა და დღემდე უვლის
"ნაძვები აშშ-ის თეთრი სახლის ეზოდან მოვიპარე..." - პროფესორი საგარეჯოდან, რომელმაც საკუთარ ეზოში 42 წლის წინ ულამაზესი ბაღი გააშენა და დღემდე უვლის

ლალი ღო­ღე­ლი­ა­ნი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ემე­რი­ტუ­სი პრო­ფე­სო­რის სა­პა­ტიო წო­დე­ბა. დღე­საც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს - პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა და ტრე­ნინ­გებს უტა­რებს. ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში ოჯახ­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ეზო-კა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ულა­მა­ზე­სი ბაღი გა­ა­შე­ნა.

- ჩემი 42 წლის ბაღი მუდ­მი­ვად მო­ი­თხოვს ზრუნ­ვას, რად­გან ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და რო­გორც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე სჭირ­დე­ბა ბაღს. უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე, მაგ­რამ ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბიც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დეს.

- თბი­ლი­სე­ლი ოჯა­ხი კა­ხეთ­ში მოხ­ვდით...

- თოხ­ლი­ა­უ­რი თა­ვად ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლე­ბის სო­ფე­ლია, ამ გვა­რის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ოთარ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი მა­მი­და­ჩე­მის მე­უღ­ლე იყო, ინ­ჟი­ნერ-მშე­ნე­ბე­ლი, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­სი სოფ­ლის მოტრფი­ა­ლე. მან გვირ­ჩია აქ სახ­ლის შე­ძე­ნა 42 წლის წინ. პა­ტა­რა სახ­ლი იყო, მა­შინ­დე­ლი სტან­დარ­ტე­ბით არ შე­იძ­ლე­ბო­და დიდი სახ­ლი გქო­ნო­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეზო-კარს რა­ღა­ცებს ვა­მა­ტებ­დით. ახლა ნაკ­ვე­თი 2200 კვმ-ია. გზის გა­დაღ­მა კი­დევ გვაქვს ეზოს გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ვე ბა­ღის დიდი ფრაგ­მენ­ტია და იქაც ამ­დე­ნი­ვე ფარ­თო­ბია. თუმ­ცა იმ პა­ტა­რა ეზო­ში გავ­ზარ­დეთ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი.

- აგ­რო­ტუ­რიზ­მი­თაც ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი...

- ჩემი ორი­ვე ვა­ჟიშ­ვი­ლი აგ­რო­ტუ­რიზ­მით და­ინ­ტე­რეს­და. ორი წე­ლია აგ­რო­ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი შევ­ქმე­ნით. ბი­ჭებ­მა პირ­ველ სარ­თულ­ზე გა­ა­კე­თეს მა­რა­ნი, სა­დე­გუს­ტა­ციო დარ­ბა­ზი, ბაღი კი ამ ყვე­ლა­ფერს კარგ კომ­პო­ნენ­ტად ახ­ლავს. ღია სივ­რცეა და ბევრ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დო­მა. არის გა­და­ხუ­რუ­ლი ად­გი­ლე­ბიც, მათ შო­რის სუ­რო­თი, ხე­ივ­ნე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მა­გი­დის გაშ­ლაც. სახ­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი გახ­და.

- თქვენს ბაღ­ში ბევ­რი სიმწვა­ნეა.

- და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ ტყი­დან ბევ­რი სურო ჩა­მო­ვი­ტა­ნე და შე­მო­ვავ­ლე ყვე­ლა­ფერს - ღო­ბე­ებს, ხე­ებს. ზამ­თარ-ზა­ფხულ მწვა­ნედ არის შე­მო­სი­ლი. არის სუ­როს ხე­ივ­ნე­ბი, თა­ღე­ბი, ქვე­ბი, ფი­გუ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, გვყავს სუ­როს სპი­ლო და ბევ­რი ასე­თი რამ. დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს, გაკ­რე­ჭა, მოვ­ლა სჭირ­დე­ბა...

- ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვად ხართ ჩარ­თუ­ლი?

- ჩარ­თუ­ლი ნამ­დვი­ლად ვარ, ოღონდ ფი­ზი­კუ­რად ვე­ღარ ვა­კე­თებ, მე­ბა­ღე გვეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ამ საქ­მე­ში ოჯა­ხი (რძლე­ბი, შვი­ლე­ბი) მთლი­ა­ნად მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ სიმწვა­ნე­ში ნე­ბის­მი­ე­რი ყვა­ვი­ლის შე­ტა­ნა სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით ამარ­თლებს... ჩვენ არა გვაქვს ბაღი, სა­დაც მცე­ნა­რე­ე­ბი გე­ო­მეტ­რი­უ­ლად უნდა გა­იკ­რი­ჭოს. ვცდი­ლობთ, ბუ­ნებ­რი­ვი ლან­დშაფ­ტი იყოს. ბაღ­ში ორი ას­წლო­ვა­ნი ავ­ღა­ნუ­რი კე­და­რია, მათ ბაღი სი­მაღ­ლე­ში "მიჰ­ყავთ". გვაქვს კაკ­ლე­ბი და 40-წლი­ა­ნი ვერ­ცხლის­ფე­რი დიდი ნაძ­ვე­ბი. ამ ხე­ებს ბაღი ვერ­ტი­კალ­ზე აჰ­ყავს, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ქმნის. ვამ­ბობ, ნაძ­ვე­ბი თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში მო­ვი­პა­რე-მეთ­ქი.

- დაც­ვას რო­გორ გა­და­ურ­ჩით?

- გირ­ჩე­ბი რომ ცვი­ვა, იქი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა ნერ­გე­ბი ამო­დის და ხალ­ხს სა­მახ­სოვ­როდ წა­მო­ღე­ბა შე­უძ­ლია...

- კი არ მო­გი­პა­რავთ, წა­მო­გი­ღი­ათ.

- კი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ მო­პა­რუ­ლი მცე­ნა­რე კარ­გად ხა­რობს. ასე უფრო ამი­ტომ ვამ­ბობ. მოკ­ლედ, იმ ორი ნერ­გის­გან ახლა ორი დიდი ნაძ­ვი გვაქვს. ვარ­დი ბევ­რნა­ი­რია. უპი­რა­ტე­სო­ბას სოფ­ლის ეზო­ებ­ში გაზ­რდილ ვარ­დებს ვა­ნი­ჭებ და არა ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოყ­ვა­ნილს. ისე­თებს, კა­ხურ ეზო­ებ­ში რომ აქვთ. მეც მაქვს ვარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თოხ­ლი­ა­უ­რის ეზო­ებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად იზ­რდე­ბა - სა­მუ­რა­ბე, ხა­ვერ­დო­ვა­ნი, ხვი­ა­რა. ისი­ნი ხე­ებ­სა და ღო­ბე­ებ­ზეა შე­ფე­ნი­ლი. ჰიბ­რი­დე­ბი­სა და ახა­ლი, მო­დუ­რი ვარ­დე­ბის შეგ­რო­ვე­ბას არ მივ­დევ. ესეც ჩვე­ნი ბა­ღის სპე­ცი­ფი­კაა.

- ეს იგი, ბაღ­ში ტრა­დი­ცია კლა­სი­კას­თა­ნაა შე­ხა­მე­ბუ­ლი...

- კი, ასეა. ჩვენ­თან არის მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ კლი­მატს ეთა­ნა­დე­ბა და თავს კარ­გად გრძნობს. ად­გი­ლობ­რივ­მა მცე­ნა­რემ ეზო­ში ში­ნა­უ­რუ­ლად უნდა იგ­რძნოს თავი, რომ გა­ი­ხა­როს.

- თოხ­ლი­ა­უ­რი, მგო­ნი, მთე­ლი გარე კა­ხე­თის სოფ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მწვა­ნე სო­ფე­ლია.

- მთა­ზეა შე­ფე­ნი­ლი, უკან ტყე აკ­რავს. კლი­მა­ტი, წყა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სო­ფელ­ში ბევ­რი წყა­როა. წყა­ლი მთე­ბი­და­ნაა გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ის წყა­ლი ჩვენც გვაქვს, მაგ­რამ ასე 25 წლის წინ, ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­ბურ­ღა, 100 მეტ­რის სიღ­რმის არის და წყა­ლი უწყვე­ტად მო­დის, რაც ძა­ლი­ან გვშვე­ლის...

- ვე­ნახს ხომ უვ­ლით?

- რა თქმა უნდა. ახლა ჩემ­მა შვი­ლებ­მა ვაშ­ლის ბა­ღე­ბიც გა­ა­შე­ნეს, ანუ აგ­რო­ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იტ­ვირ­თა... ჩემი ვა­ჟიშ­ვი­ლე­ბი ოთხ ენას ფლო­ბენ, ასე­ვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარს, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­და­ნაც უნდა იყოს, შე­სა­ბა­მის ენა­ზე ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას. თვი­თონ ვართ გი­დე­ბი. ბოლო დროს ტუ­რის­ტე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი გვსტუმ­რობს. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან, სა­ი­დან არ ნა­ხავთ ჩვენ­თან ტუ­რისტს. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ უსაფრ­თხო­ე­ბას იცა­ვენ, ყვე­ლას აქვს "კო­ვი­დი" გა­და­ტა­ნი­ლი ან აც­რი­ლია. ოჯახ­შიც ყვე­ლა­ნი დიდი ხა­ნია ავი­ცე­რით. ვხუმ­რობ, ლა­მის ყვა­ვი­ლე­ბიც კი ავ­ცე­რით-მეთ­ქი... ჩვე­ნი კედ­რე­ბი დი­დია, გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბაც შე­სა­ბა­მი­სი აქვთ. ტუ­რის­ტებს ვე­უბ­ნე­ბით, მო­ეხ­ვი­ეთ, რომ მისი ენერ­გია წა­ი­ღოთ-მეთ­ქი.

- ავ­ღა­ნე­თის კე­და­რი არც გა­მი­გო­ნია...

- მას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს - იალ­ტა­ში ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის გა­შე­ნე­ბა და­ი­გეგ­მა იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლის შეკ­ვე­თით და ავ­ღა­ნე­თი­დან ამ კედ­რის თეს­ლე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნეს. მერე ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის გა­შე­ნე­ბი­სას ჩა­მო­ი­ტა­ნეს ნერ­გე­ბი იალ­ტი­დან და ასე გამ­რავ­ლდა ეს ხე სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ამ მცე­ნა­რეს სა­დაც კი კლი­მა­ტუ­რი ზონა შე­ე­ფე­რე­ბო­და, დარ­გეს და გა­ამ­რავ­ლეს. კა­ხეთ­ში 50-იან წლებ­ში ბევ­რია გა­ხა­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სახ­ლის ყო­ფილ­მა პატ­რონ­მაც ორი ნერ­გი იმ პე­რი­ოდ­ში დარ­გო...

ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ მცე­ნა­რე­ებ­თან. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია ხუციშვილი.
0

ჩემი სოფელი. მართლაც ულამაზესი. 

შორენა
2

ბრავო... აი, ეზო და კარ-მიდამო ...აი, გემოვნებისა და შრომის ნაყოფი..რა სილამაზეა...რა აჯობებს აქ ყოფნას და ჩიტების მუსიკის მოსმენას... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნაძვები აშშ-ის თეთრი სახლის ეზოდან მოვიპარე..." - პროფესორი საგარეჯოდან, რომელმაც საკუთარ ეზოში 42 წლის წინ ულამაზესი ბაღი გააშენა და დღემდე უვლის

"ნაძვები აშშ-ის თეთრი სახლის ეზოდან მოვიპარე..." - პროფესორი საგარეჯოდან, რომელმაც საკუთარ ეზოში 42 წლის წინ ულამაზესი ბაღი გააშენა და დღემდე უვლის

ლალი ღოღელიანი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია, მინიჭებული აქვს ემერიტუსი პროფესორის საპატიო წოდება. დღესაც აქტიურად მუშაობს - პროფესორ-მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრში სხვადასხვა უნივერსიტეტის პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და ტრენინგებს უტარებს. ბევრს მოგზაურობს, რადგან საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს და საქმიანობს, წლების განმავლობაში საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში ოჯახთან ერთად საკუთარი ეზო-კარის ტერიტორიაზე ულამაზესი ბაღი გააშენა.

- ჩემი 42 წლის ბაღი მუდმივად მოითხოვს ზრუნვას, რადგან ცოცხალი ორგანიზმია და როგორც ადამიანს სჭირდება განვითარება, ასევე სჭირდება ბაღს. უნდა იყოს თანამედროვე, მაგრამ ძველი ტრადიციებიც შენარჩუნებული ჰქონდეს.

- თბილისელი ოჯახი კახეთში მოხვდით...

- თოხლიაური თავად ჩერქეზიშვილების სოფელია, ამ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ოთარ ჩერქეზიშვილი მამიდაჩემის მეუღლე იყო, ინჟინერ-მშენებელი, ღირსეული ადამიანი და თავისი სოფლის მოტრფიალე. მან გვირჩია აქ სახლის შეძენა 42 წლის წინ. პატარა სახლი იყო, მაშინდელი სტანდარტებით არ შეიძლებოდა დიდი სახლი გქონოდა. წლების განმავლობაში ეზო-კარს რაღაცებს ვამატებდით. ახლა ნაკვეთი 2200 კვმ-ია. გზის გადაღმა კიდევ გვაქვს ეზოს გაგრძელება, რომელიც ამავე ბაღის დიდი ფრაგმენტია და იქაც ამდენივე ფართობია. თუმცა იმ პატარა ეზოში გავზარდეთ შვილები და შვილიშვილები.

- აგროტურიზმითაც ხართ დაკავებული...

- ჩემი ორივე ვაჟიშვილი აგროტურიზმით დაინტერესდა. ორი წელია აგროტურისტული ცენტრი შევქმენით. ბიჭებმა პირველ სართულზე გააკეთეს მარანი, სადეგუსტაციო დარბაზი, ბაღი კი ამ ყველაფერს კარგ კომპონენტად ახლავს. ღია სივრცეა და ბევრ ადგილას შეიძლება დაჯდომა. არის გადახურული ადგილებიც, მათ შორის სუროთი, ხეივნები, სადაც შეიძლება მაგიდის გაშლაც. სახლი მრავალფუნქციური გახდა.

- თქვენს ბაღში ბევრი სიმწვანეა.

- დაახლოებით 30 წლის წინ ტყიდან ბევრი სურო ჩამოვიტანე და შემოვავლე ყველაფერს - ღობეებს, ხეებს. ზამთარ-ზაფხულ მწვანედ არის შემოსილი. არის სუროს ხეივნები, თაღები, ქვები, ფიგურები, მაგალითად, გვყავს სუროს სპილო და ბევრი ასეთი რამ. დიდ შრომას მოითხოვს, გაკრეჭა, მოვლა სჭირდება...

- ყველაფერში თავად ხართ ჩართული?

- ჩართული ნამდვილად ვარ, ოღონდ ფიზიკურად ვეღარ ვაკეთებ, მებაღე გვეხმარება, თუმცა ამ საქმეში ოჯახი (რძლები, შვილები) მთლიანად მონაწილეობს. ამ სიმწვანეში ნებისმიერი ყვავილის შეტანა სეზონის მიხედვით ამართლებს... ჩვენ არა გვაქვს ბაღი, სადაც მცენარეები გეომეტრიულად უნდა გაიკრიჭოს. ვცდილობთ, ბუნებრივი ლანდშაფტი იყოს. ბაღში ორი ასწლოვანი ავღანური კედარია, მათ ბაღი სიმაღლეში "მიჰყავთ". გვაქვს კაკლები და 40-წლიანი ვერცხლისფერი დიდი ნაძვები. ამ ხეებს ბაღი ვერტიკალზე აჰყავს, მრავალფეროვნებას ქმნის. ვამბობ, ნაძვები თეთრი სახლის ეზოში მოვიპარე-მეთქი.

- დაცვას როგორ გადაურჩით?

- გირჩები რომ ცვივა, იქიდან პატარ-პატარა ნერგები ამოდის და ხალხს სამახსოვროდ წამოღება შეუძლია...

- კი არ მოგიპარავთ, წამოგიღიათ.

- კი, მაგრამ ამბობენ, რომ მოპარული მცენარე კარგად ხარობს. ასე უფრო ამიტომ ვამბობ. მოკლედ, იმ ორი ნერგისგან ახლა ორი დიდი ნაძვი გვაქვს. ვარდი ბევრნაირია. უპირატესობას სოფლის ეზოებში გაზრდილ ვარდებს ვანიჭებ და არა ხელოვნურად გამოყვანილს. ისეთებს, კახურ ეზოებში რომ აქვთ. მეც მაქვს ვარდები, რომლებიც თოხლიაურის ეზოებში ტრადიციულად იზრდება - სამურაბე, ხავერდოვანი, ხვიარა. ისინი ხეებსა და ღობეებზეა შეფენილი. ჰიბრიდებისა და ახალი, მოდური ვარდების შეგროვებას არ მივდევ. ესეც ჩვენი ბაღის სპეციფიკაა.

- ეს იგი, ბაღში ტრადიცია კლასიკასთანაა შეხამებული...

- კი, ასეა. ჩვენთან არის მცენარეები, რომლებიც ადგილობრივ კლიმატს ეთანადება და თავს კარგად გრძნობს. ადგილობრივმა მცენარემ ეზოში შინაურულად უნდა იგრძნოს თავი, რომ გაიხაროს.

- თოხლიაური, მგონი, მთელი გარე კახეთის სოფლებიდან ყველაზე მწვანე სოფელია.

- მთაზეა შეფენილი, უკან ტყე აკრავს. კლიმატი, წყალი განსაკუთრებულია. სოფელში ბევრი წყაროა. წყალი მთებიდანაა გამოყვანილი. ის წყალი ჩვენც გვაქვს, მაგრამ ასე 25 წლის წინ, ჩემმა მეუღლემ გაბურღა, 100 მეტრის სიღრმის არის და წყალი უწყვეტად მოდის, რაც ძალიან გვშველის...

- ვენახს ხომ უვლით?

- რა თქმა უნდა. ახლა ჩემმა შვილებმა ვაშლის ბაღებიც გააშენეს, ანუ აგრობიზნესი სხვადასხვა მიმართულებით დაიტვირთა... ჩემი ვაჟიშვილები ოთხ ენას ფლობენ, ასევე შვილიშვილებიც. თითოეული ჩვენგანი ნებისმიერ სტუმარს, რომელი ქვეყნიდანაც უნდა იყოს, შესაბამის ენაზე ვაწვდით ინფორმაციას. თვითონ ვართ გიდები. ბოლო დროს ტურისტები გააქტიურდნენ, დეგუსტაციაზე უამრავი ხალხი გვსტუმრობს. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, საიდან არ ნახავთ ჩვენთან ტურისტს. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოებას იცავენ, ყველას აქვს "კოვიდი" გადატანილი ან აცრილია. ოჯახშიც ყველანი დიდი ხანია ავიცერით. ვხუმრობ, ლამის ყვავილებიც კი ავცერით-მეთქი... ჩვენი კედრები დიდია, გარშემოწერილობაც შესაბამისი აქვთ. ტურისტებს ვეუბნებით, მოეხვიეთ, რომ მისი ენერგია წაიღოთ-მეთქი.

- ავღანეთის კედარი არც გამიგონია...

- მას საინტერესო ისტორია აქვს - იალტაში ბოტანიკური ბაღის გაშენება დაიგეგმა იმპერატორ ალექსანდრე პირველის შეკვეთით და ავღანეთიდან ამ კედრის თესლები ჩამოიტანეს. მერე ბათუმის ბოტანიკური ბაღის გაშენებისას ჩამოიტანეს ნერგები იალტიდან და ასე გამრავლდა ეს ხე საქართველოში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ მცენარეს სადაც კი კლიმატური ზონა შეეფერებოდა, დარგეს და გაამრავლეს. კახეთში 50-იან წლებში ბევრია გახარებული. ჩვენი სახლის ყოფილმა პატრონმაც ორი ნერგი იმ პერიოდში დარგო...

ყველას ვურჩევდი, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ მცენარეებთან. ეს წარმოუდგენელი სიამოვნებაა...