პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს" - რას ამბობენ კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები
"არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს" - რას ამბობენ კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები

კო­რო­ნა­ვირუს­მა კი­დევ ერთ ოჯახ­ში და­ატ­რი­ა­ლა უდი­დე­სი ტრა­გე­დია, ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუსს დედა-შვი­ლი - 54 წლის ნონა ემი­რი­ძე და 31 წლის კობა ჯა­შო­ი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 30 ივ­ლისს მო­ა­თავ­სეს. ორი­ვე მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და. პა­ცი­ენ­ტე­ბი ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მკურ­ნა­ლო­ბის ეტაპ­ზე სა­ჭი­რო გახ­და ორი­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ინ­ტუ­ბი­რე­ბა, თუმ­ცა ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო დედა 27 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა, 28 აგ­ვის­ტოს კი კო­ვიდ­მა იმ­სხვერ­პლა მისი ვა­ჟის სი­ცო­ცხლეც.

გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი მედ­პერ­სო­ნალს არას­წო­რად წარ­მარ­თულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ამის თა­ო­ბა­ზე მათ "ტვ პირ­ველ­თან" ისა­უბ­რეს. გარ­დაც­ვლი­ლი 31 წლის მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლის თქმით, კობა ჯა­შო­ი­ა­ნი ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოს­პიტ­ლი­დან მე-3 დღეს გა­წე­რეს და გა­და­იყ­ვა­ნეს კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

“3 სა­ა­თი მან­ქა­ნა­ში სი­ცხი­ა­ნი იყო. რო­გორც კი კო­რო­ნა­ვირუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უ­დას­ტურ­და, კლი­ნი­კა­ში "ბი ემ სი" სა­კუ­თა­რი ფე­ხით წა­ვი­და, იქ სამი დღე გა­ა­ჩე­რეს, უთხრეს, კარ­გად ხარო და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­წე­რეს, სა­დაც 2 დღე­ში კი­დევ უფრო უა­რე­სად გახ­და. 30 ივ­ლისს შე­ვი­და ჩემი ქმა­რი კლინ­კა "ბა­ო­ში" და გუ­შინ, მისი ფე­ხით შე­სუ­ლი კაცი ფიც­რით გა­მოგ­ვის­ვე­ნეს. არ ვიცი იქ რა მოხ­და, რა­ტომ ვერ უმ­კურ­ნა­ლეს, რა­ტომ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ეს მოხ­და მათი პრო­ტო­კო­ლის გამო. სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცხის­გან იწ­ვე­ბო­და, არ ვიცი, იქ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს უკე­თებ­დნენ თუ - არა", - აცხა­დებს კობა ჯა­შო­ი­ა­ნის მე­უღ­ლე.

"არ ვიცი, რა ვთქვა, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე, ცოლ-შვი­ლი და­მი­ღუ­პეს"- უთხრა "ტვ პირ­ველს" 54 წლის ნონა ემი­რი­ძის ქმარ­მა.

მა­თი­ვე თქმით, ექი­მე­ბის არას­წორ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლი ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, არ­სე­ბობს sms მი­მო­წე­რე­ბი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
1

ეს არის ტრაგეიდა და მრავალი ასეთი ტრაგედიები ხდება და მოხდა... სამწუხაროდ ეს არის იმის შედეგი როდესაც უკვე ყველაფერი სტატისტიკაა და როდესაც ადამიანები აცრაზე უარს ამბობენ მაგრამ ვერ ამბობენ უარს შეკრებებზე...სამწუხაროდ ესეთი იქნება სანამ არ დავა მენტალობამდე რომ 1 წელი მოვითმინოთ უერთმანეთოდ, პირბადე ვატაროთ, ავიცრათ...

ტასო
4

ძალიან სამწუხარო ამბავია. ეჰ, მეგობრებო, რატომ არ გინდათ დაიჯეროთ, რომ კოვიდი არსებობს და თანაც როგორ! კიდევ რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, რომ გაფრთხილდეთ და აიცრათ. ბოლოსდაბოლოს პირბადე მაინც იხმაროთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს" - რას ამბობენ კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები

"არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს" - რას ამბობენ კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები

კორონავირუსმა კიდევ ერთ ოჯახში დაატრიალა უდიდესი ტრაგედია, ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი - 54 წლის ნონა ემირიძე და 31 წლის კობა ჯაშოიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დედა 27 აგვისტოს გარდაიცვალა, 28 აგვისტოს კი კოვიდმა იმსხვერპლა მისი ვაჟის სიცოცხლეც.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მედპერსონალს არასწორად წარმართულ მკურნალობაში ადანაშაულებენ, ამის თაობაზე მათ "ტვ პირველთან" ისაუბრეს. გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცის მეუღლის თქმით, კობა ჯაშოიანი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან მე-3 დღეს გაწერეს და გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.

“3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო. როგორც კი კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, კლინიკაში "ბი ემ სი" საკუთარი ფეხით წავიდა, იქ სამი დღე გააჩერეს, უთხრეს, კარგად ხარო და კოვიდსასტუმროში გაწერეს, სადაც 2 დღეში კიდევ უფრო უარესად გახდა. 30 ივლისს შევიდა ჩემი ქმარი კლინკა "ბაოში" და გუშინ, მისი ფეხით შესული კაცი ფიცრით გამოგვისვენეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, რატომ ვერ უმკურნალეს, რატომ ვერ გადაარჩინეს. ეს მოხდა მათი პროტოკოლის გამო. სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა, არ ვიცი, იქ ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ თუ - არა", - აცხადებს კობა ჯაშოიანის მეუღლე.

"არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს"- უთხრა "ტვ პირველს" 54 წლის ნონა ემირიძის ქმარმა.

მათივე თქმით, ექიმების არასწორ მკურნალობაზე გარდაცვლილი დედა-შვილი ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნენ, არსებობს sms მიმოწერები.