სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება... "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება" - თამარ გაბუნია
"ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება... "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება" - თამარ გაბუნია

დღეს ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი იყო, ეს არის გარ­კვე­ულ­წი­ლად სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ნი­შა­ნი. ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის დაც­ვა და ვაქ­ცი­ნა­ცია, ის რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის დონე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ამი­სი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, მაგ­რამ კლე­ბა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ნელი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მიმ­დი­ნა­რე ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ მხო­ლოდ 26 000 ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­და, რაც ამ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა. მან მო­სახ­ლე­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის კლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვერ იქ­ნე­ბა.

„ჩვენ 2 კვი­რის წინ გვქონ­და შემ­თხვე­ვე­ბის მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. სა­უ­ბე­დუ­როდ, თუ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა და­ყოვ­ნე­ბუ­ლია, მძი­მეა, ან იმ­ყო­ფე­ბა ხან­გრძლივ ჰოს­პი­ტა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­სა­ვა­ლი ხში­რად არის არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა და მათი გა­დაყ­ვა­ნა შე­სა­ბა­მის ად­გილ­ზე, ასე­ვე კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებ­და ვი­ზი­ტებს ყვე­ლა­ზე მე­ტად დატ­ვირ­თულ კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რათა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით ყო­ფი­ლი­ყო მარ­თვის ხა­რის­ხი უკე­თე­სი. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბას ბუ­ნებ­რი­ვად ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა და ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს არის 1.3%, რო­დე­საც გა­მო­სა­ვა­ლი არის არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო. ჯერ­ჯე­რო­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის კლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვერ იქ­ნე­ბა, პრო­პორ­ცი­უ­ლად მო­სა­ლოდ­ნე­ლია 1.3%-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რისი მო­ლო­დი­ნიც უნდა გვქონ­დეს, მე­დი­ცი­ნამ ამის იქით გა­მო­სა­ვა­ლი ვერ მო­ძებ­ნა, რომ სიკ­ვდი­ლო­ბა შემ­ცირ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, „დელ­ტა“ შტა­მი გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­სუ­ლებ­ში მეტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, არ უნდა და­ვე­ლო­დოთ მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას და ორ­სუ­ლი უნდა იყოს სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ამას­თან, გა­ბუ­ნი­ას თქმით, ბი­ნა­ზე მყო­ფი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვის­თვის, 15 22-ს მეან-გი­ნე­კო­ლო­გე­ბის სერ­ვი­სი მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში და­ე­მა­ტე­ბა.

„ორ­სუ­ლებ­ში „დელ­ტა“ შტა­მი ნამ­დვი­ლად უფრო მეტი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, ვიდ­რე სხვა პი­რებ­ში. ამ­დე­ნად, ორ­სუ­ლებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცია, მათ შო­რის აცრა. „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით აცრა შე­საძ­ლე­ბე­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, რა თქმა უნდა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. ორ­სუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვის­თვის 15 22-ს მეან-გი­ნე­კო­ლო­გე­ბის სერ­ვი­სი მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში და­ე­მა­ტე­ბა. მათი ტრე­ნინ­გი ამ კვი­რა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და ისი­ნი ოჯა­ხის ექი­მებ­თან ერ­თად, გას­ცე­მენ ორ­სუ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ეს არის მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვებ­ზე, იმ ორ­სუ­ლებ­ზე, ვინც ბი­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. იცით, რომ ბი­ნა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის­თვის ჩვენ ისე­დაც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ნაკ­რებს. ამ პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბა მე­ო­რე, მე­სა­მე დო­ნის პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სის­თვის, რათა ორ­სუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გამო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, მი­ვი­დეს არა სტან­დარ­ტულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, არა­მედ მი­ვი­დეს სპე­ცი­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში და იქ მან მი­ი­ღოს სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცია ად­გილ­ზე. ეს კომ­პო­ნენ­ტიც მალე ამოქ­მედ­დე­ბა. ახლა ზუს­ტდე­ბა დე­ტა­ლე­ბი. ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი ორ­სუ­ლე­ბის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში­ცაა, და­მა­ტე­ბი­თი სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში. თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, არ უნდა და­ვე­ლო­დოთ მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას და ორ­სუ­ლი უნდა იყოს სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ამ კუ­თხით რა­ი­მე დე­ფი­ცი­ტი არ არის და ორ­სულს თუ სჭირ­დე­ბა რა­ი­მე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მარ­თვა, ის ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 120-მდე სა­წო­ლია თბი­ლის­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, 50-მდე ქუ­თა­ის­ში. სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ორ­სულს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ჩა­უ­ტარ­დეს. თუ ეს არის და­ბა­ლი ვა­დის ორ­სუ­ლო­ბა, მას შე­უძ­ლია ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მარ­თვა ჩა­ი­ტა­როს ნე­ბის­მი­ერ კლი­ნი­კა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
1

ეს პრიჩო ეტყობა დაწებებული აქვს

ნანი
0

რას იზამ,დაველოდოთ არჩევნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება... "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება" - თამარ გაბუნია

"ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება... "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება" - თამარ გაბუნია

დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალი იყო, ეს არის გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშანი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრევენციული ზომების დაცვა და ვაქცინაცია, ის რომ ინფიცირების დონე შენარჩუნდება, ამისი მოლოდინი გვაქვს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ნელი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან მიმდინარე ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მხოლოდ 26 000 ვაქცინაცია ჩატარდა, რაც ამ პირობებში ძალიან ცოტაა. მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების გარდაცვალებას, გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება.

„ჩვენ 2 კვირის წინ გვქონდა შემთხვევების მაღალი რაოდენობა. საუბედუროდ, თუ პაციენტის მკურნალობა დაყოვნებულია, მძიმეა, ან იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო. მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების ადრეული გამოვლენა და მათი გადაყვანა შესაბამის ადგილზე, ასევე კლინიკური ჯგუფი ახორციელებდა ვიზიტებს ყველაზე მეტად დატვირთულ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტები იმყოფებიან, რათა გაზიარებული გადაწყვეტილებებით ყოფილიყო მართვის ხარისხი უკეთესი. თუმცა, ამ დაავადებას ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1.3%, როდესაც გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო. ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება.

მისივე თქმით, თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, გაბუნიას თქმით, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის სპეციალიზებული სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის, 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება.

„ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს. ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება. ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება. მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად, გასცემენ ორსულებისთვის დამატებით რეკომენდაციებს. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც ბინაზე იმყოფება. იცით, რომ ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, სპეციალიზირებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება. ახლა ზუსტდება დეტალები. ასევე, მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკაშიცაა, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში. თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში. სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს. თუ ეს არის დაბალი ვადის ორსულობა, მას შეუძლია ჰოსპიტალური მართვა ჩაიტაროს ნებისმიერ კლინიკაში“, - განაცხადა გაბუნიამ.