სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანადზმულთა გარდაცვალების მიზეზი, აღიარებული შეცდომები და მოსახლეობის 52%-ზე მეტი ორჯერადი აცრით -  შვედეთი, ქვეყანა, სადაც მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ პანდემიას
ხანადზმულთა გარდაცვალების მიზეზი, აღიარებული შეცდომები და მოსახლეობის 52%-ზე მეტი ორჯერადი აცრით -  შვედეთი, ქვეყანა, სადაც მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ პანდემიას

შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ზაალ კო­კა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შვე­დეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

  • კო­ვიდ­პან­დე­მია: შვე­დე­თი

"ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ხვდა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია შვე­დეთ­ში კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის შე­სა­ხებ.

მე უკვე 30 წე­ლია შვე­დეთ­ში ვცხოვ­რობ და ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო მჭიდ­რო კავ­ში­რი მაქვს შვე­დე­თის სა­მე­დი­ცი­ნო და სა­მეც­ნი­ე­რო სის­ტე­მას­თან. ამი­ტომ მინ­და მო­გიყ­ვეთ, რო­გო­რი იყო რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. ფბ-ზე არა­ე­თხელ გავ­რცე­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შვე­დეთ­ში კო­ვი­დის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს სიმპტო­მე­ბის მქო­ნე 65 წელ­ზე ხან­დაზ­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გა­დაჰ­ყავ­და კლი­ნი­კებ­ში, ად­გი­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გამო. მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მით უმე­ტეს, ამის თქმა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის გა­მარ­თუ­ლად მარ­თვის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, არ მი­მაჩ­ნია მი­სა­ღე­ბად. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თუ არ ჩავ­თვლით ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს, შვე­დეთ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.

სტოკ­ჰოლ­მის რე­გი­ონ­ში, სა­დაც პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს ყვე­ლა­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი იყო, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი ისე და­ხუ­რეს, რომ არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ მი­უ­ღი­ათ. ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ სტა­ცი­ო­ნა­რულ კლი­ნი­კე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი 4-ჯერ გა­ზარ­დეს და ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის (წყა­რო).

რაც შე­ე­ხე­ბა შვე­დეთ­ში ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ძა­ლი­ან მა­ღალ სიკ­ვდი­ლო­ბას, აქ სულ სხვა ტი­პის პრობ­ლე­მა იყო და ეს არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლებ­ში ად­გი­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბით. შე­ვე­დეთ­ში კარ­გა­დაა გან­ვი­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლე­ბის ქსე­ლი. სწო­რედ ამ სახ­ლებს შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და ზო­გა­დად სის­ტე­მამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ სახ­ლე­ბის ხან­დაზ­მულ და ხში­რად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბი­ნა­დარ­თა გარე სამ­ყა­როს­გან სრუ­ლი იზო­ლა­ცია. კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ამ, უმე­ტეს­წი­ლად მომ­ვლე­ლე­ბის გზით, შე­აღ­წია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ხან­დაზ­მულ­თა ყვე­ლა სახ­ლში. ზო­გი­ერთ სახ­ლში ბი­ნა­დარ­თა 80-90% და­ინ­ფი­ცირ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. სწო­რედ ამ სახ­ლებ­ში და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა ად­გი­ლობ­რივ­მა ექთ­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მძი­მე კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბი, თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი სიმპტო­მე­ბით, არ გა­და­ეყ­ნათ ჰოს­პი­ტალ­ში და მი­ე­მარ­თათ პა­ლი­ა­ტი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. ასე­ვე იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სას­წრა­ფო დახ­მე­რე­ბის ექი­მებ­მა უი­მე­დოდ შე­ა­ფა­სეს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და აღარ გა­და­იყ­ვე­ნეს ჰოსპტალ­ში. თუმ­ცა ეს მიდ­გო­მა არას­დროს ყო­ფი­ლა არც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი, არც ცენ­ტრა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის სი­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა.

შვე­დეთ­ში ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლის მა­ღა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის სა­კი­თხი გახ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი და მთვა­რო­ბამ აღი­ა­რა არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბამ ვერ შეს­ძლო ყვე­ლა­ზე უფრო მო­წყვლა­დი მო­სახ­ლე­ო­ბის, ხან­დაზ­მულ­თა დაც­ვა. 2020 წლის მა­ი­სის­თვის, კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი 70 წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და ამის ნა­ხე­ვა­რი კი ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად შვე­დე­თის მთავ­რო­ბამ სას­წრა­ფოდ გა­მო­ყო 180 მლნ. ევრო, რაც მოხ­მარ­და ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბის და მათი სა­მე­დი­ცი­ნო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და უნა­რე­ბის გაზ­რდას.

შვე­დეთ­ში ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის შექ­მნის სტრა­ტე­გია არ იყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, უფრო მკაცრ შე­ზღუდ­ვებს მეტი სი­ცო­ცხლე და­ეც­ვა კო­ვი­დის­გან.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, თუ რა დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა შვე­დეთ­მა (მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე 2.75-ჯერ მეტი, 10.23 მი­ლი­ო­ნი) კო­ვიდ პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის შემ­დეგ და რა ვი­თა­რე­ბაა დღეს:

1. მო­სახ­ლე­ო­ბის 66.5 % აც­რი­ლია ერთხელ და 52.1 % სრუ­ლად, ანუ 2-ჯერ.

2. აცრა შე­უძ­ლია შვე­დეთ­ში მცხოვ­რებ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ას­ტრა­ზე­ნე­კას, ფა­ი­ზე­რის ან მო­დერ­ნის ვაქ­ცი­ნით. ვაქ­ცი­ნის ტიპს თა­ვად ვერ ირ­ჩევ. ას­ტრა-ზე­ნე­კა­თი ცრი­ან მხო­ლოდ 65 წლის ასა­კის ზე­მოთ.

3. პი­სი­არ ტეს­ტი­რე­ბა უფა­სოდ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, თუკი ამას თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ სიმპტო­მე­ბი­სა ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

4. სახ­ლში დარ­ჩე­ნა იზო­ლა­ცი­ის მიზ­ნით ან კო­ვიდ სიმპტო­მე­ბის გამო 3 კვი­რამ­დე ნე­ბის­მი­ერ მოქ­ლა­ქეს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­უძ­ლია, ექი­მის ჩა­რე­ვის გა­რე­შე და მას სრუ­ლად უნარ­ჩუნ­დე­ბა ამ პე­რი­ო­დის ხელ­ფა­სი.

დელ­ტა შტამ­მა, რა თქმა უნდა, შვე­დეთ­შიც გა­ზარ­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა გან­ვლი­ლი 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო:

1. ახა­ლა­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - 909.2. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნი­ლი - 3.3. კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი - 1. წყა­რო

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით შვე­დეთ­ში ფიქ­სირ­დე­ბა 23 324 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი და მათ­გან მხო­ლოდ 37 (0.2%) არის მძი­მე ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. წყა­რო

ესაა რაც მინ­დო­და მეთ­ქვა, დას­კვნე­ბი და შე­და­რე­ბე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია..."

#აც­რი­ლე­ბი­არ­კვდე­ბი­ან

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
1

ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა მართო პანდემია,სამწუხაროა რომ ყველა ქვეყანას არ შეუძლია მიბაძოს პირველ რიგში ისევ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ისე კი საკვირველია ისრაელსაც რომ აჯობეს, მათი 60,3% აცრილით, მათ ხომ ფინანსების პრობლემა ნამდვილად არ აქვთ!

ცერცვაძეს არ გააგებინოთ !
0

აპა ახლა ჩვენი მუშკეშტერები რას იზამდნენ შვედეთში რომ ყოფილიყვნენ ?

ხო მიწასთან გაასწორებდნენ აყვავებულ ბაღნარს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ხანადზმულთა გარდაცვალების მიზეზი, აღიარებული შეცდომები და მოსახლეობის 52%-ზე მეტი ორჯერადი აცრით -  შვედეთი, ქვეყანა, სადაც მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ პანდემიას

ხანადზმულთა გარდაცვალების მიზეზი, აღიარებული შეცდომები და მოსახლეობის 52%-ზე მეტი ორჯერადი აცრით -  შვედეთი, ქვეყანა, სადაც მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ პანდემიას

შვედეთში მცხოვრები ქართველი ზაალ კოკაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე შვედეთში კორონავირუსული პანდემიის მიმდინარეობის თაობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

  • კოვიდპანდემია: შვედეთი

"ქართულ ინტერნეტსივრცეში რამდენჯერმე შემხვდა არასწორი ინფორმაცია შვედეთში კოვიდპანდემიის პირველი ტალღის შესახებ.

მე უკვე 30 წელია შვედეთში ვცხოვრობ და ჩემი პროფესიის გამო მჭიდრო კავშირი მაქვს შვედეთის სამედიცინო და სამეცნიერო სისტემასთან. ამიტომ მინდა მოგიყვეთ, როგორი იყო რეალური სურათი. ფბ-ზე არაეთხელ გავრცელებელი ინფორმაციის თანახმად, შვედეთში კოვიდის პირველი ტალღის დროს სიმპტომების მქონე 65 წელზე ხანდაზმული პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ გადაჰყავდა კლინიკებში, ადგილების უკმარისობის გამო. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მით უმეტეს, ამის თქმა საქართველოში არსებული კლინიკური მენეჯმენტის გამართულად მართვის საილუსტრაციოდ, არ მიმაჩნია მისაღებად. სინამდვილეში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს, შვედეთში მსგავსი არაფერი ხდებოდა.

სტოკჰოლმის რეგიონში, სადაც პანდემიის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტი პაციენტი იყო, სრულად აღჭურვილი საველე ჰოსპიტალი ისე დახურეს, რომ არცერთი პაციენტი არ მიუღიათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სტაციონარულ კლინიკების ინტენსიური განყოფილების ადგილები 4-ჯერ გაზარდეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა კოვიდ პაციენტების მომსახურებისათვის (წყარო).

რაც შეეხება შვედეთში ხანდაზმულ პაციენტებში ძალიან მაღალ სიკვდილობას, აქ სულ სხვა ტიპის პრობლემა იყო და ეს არ იყო გამოწვეული ჰოსპიტალებში ადგილების უკმარისობით. შევედეთში კარგადაა განვივითარებული ხანდაზმულთა სახლების ქსელი. სწორედ ამ სახლებს შეექმნათ პრობლემა პანდემიის პირველი ტალღის დროს - ადმინისტრაციამ და ზოგადად სისტემამ ვერ მოახერხა ამ სახლების ხანდაზმულ და ხშირად ქრონიკული დაავადებების მქონე ბინადართა გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია. კოვიდინფექციამ, უმეტესწილად მომვლელების გზით, შეაღწია, პრაქტიკულად, ხანდაზმულთა ყველა სახლში. ზოგიერთ სახლში ბინადართა 80-90% დაინფიცირდა და გარდაიცვალა. სწორედ ამ სახლებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადგილობრივმა ექთნებმა გადაწყვიტეს, რომ მძიმე კოვიდპაციენტები, თანმხლები ქრონიკული სიმპტომებით, არ გადაეყნათ ჰოსპიტალში და მიემართათ პალიატიური ღონისძიებებისთვის. ასევე იყო ერთეული შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმერების ექიმებმა უიმედოდ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და აღარ გადაიყვენეს ჰოსპტალში. თუმცა ეს მიდგომა არასდროს ყოფილა არც რეგიონალური, არც ცენტრალური ჯანდაცვის სიტემის ოფიციალური პოლიტიკა.

შვედეთში ხანდაზმულთა სახლის მაღალი დაინფიცირების და სიკვდილობის საკითხი გახდა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი და მთვარობამ აღიარა არსებული ნაკლოვანებები და პრობლემები. პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ შესძლო ყველაზე უფრო მოწყვლადი მოსახლეობის, ხანდაზმულთა დაცვა. 2020 წლის მაისისთვის, კოვიდით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი 70 წელს იყო გადაცილებული და ამის ნახევარი კი ხანდაზმულთა სახლის მაცხოვრებელი. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შვედეთის მთავრობამ სასწრაფოდ გამოყო 180 მლნ. ევრო, რაც მოხმარდა ხანდაზმულთა სახლების პერსონალის რაოდენობის და მათი სამედიცინო კვალიფიკაციის და უნარების გაზრდას.

შვედეთში ყველა აღიარებს, რომ პირველ ეტაპზე მიღებული საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნის სტრატეგია არ იყო გამართლებული და შესაძლოა, უფრო მკაცრ შეზღუდვებს მეტი სიცოცხლე დაეცვა კოვიდისგან.

მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა დასკვნები გამოიტანა შვედეთმა (მოსახლეობა საქართველოზე 2.75-ჯერ მეტი, 10.23 მილიონი) კოვიდ პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ და რა ვითარებაა დღეს:

1. მოსახლეობის 66.5 % აცრილია ერთხელ და 52.1 % სრულად, ანუ 2-ჯერ.

2. აცრა შეუძლია შვედეთში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ასტრაზენეკას, ფაიზერის ან მოდერნის ვაქცინით. ვაქცინის ტიპს თავად ვერ ირჩევ. ასტრა-ზენეკათი ცრიან მხოლოდ 65 წლის ასაკის ზემოთ.

3. პისიარ ტესტირება უფასოდ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, განუსაზღვრელი რაოდენობით, თუკი ამას თავად ჩათვლის საჭიროდ სიმპტომებისა ან დაინფიცირებულებთან კონტაქტების საფუძველზე.

4. სახლში დარჩენა იზოლაციის მიზნით ან კოვიდ სიმპტომების გამო 3 კვირამდე ნებისმიერ მოქლაქეს საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია, ექიმის ჩარევის გარეშე და მას სრულად უნარჩუნდება ამ პერიოდის ხელფასი.

დელტა შტამმა, რა თქმა უნდა, შვედეთშიც გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა განვლილი 7 დღის განმავლობაში საშუალო დღიური მაჩვენებელი იყო:

1. ახალადინფიცირებული - 909.2. რეანიმაციაში გადაიყვანილი - 3.3. კოვიდით გარდაცვლილი - 1. წყარო

დღევანდელი მონაცემებით შვედეთში ფიქსირდება 23 324 ინფიცირებული პაციენტი და მათგან მხოლოდ 37 (0.2%) არის მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში. წყარო

ესაა რაც მინდოდა მეთქვა, დასკვნები და შედარებები თქვენთვის მომინდვია..."

#აცრილებიარკვდებიან