საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს რეალურად საუკუნის აფიორაა“ - რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე?
"ეს რეალურად საუკუნის აფიორაა“ - რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე?

ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­უბ­რობს, რომ ურე­კის მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შე­ბი - რე­ა­ლუ­რად სა­უ­კუ­ნის აფი­ო­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას ექი­მის მხრი­დან, რო­გორც მარ­შა­ნია ამ­ბობს, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მავ­ნებ­ლო­ბაა.

არ­ჩილ მარ­შა­ნია ვი­დე­ო­ში ამ­ბობს:

"არა­ნა­ი­რი სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი მაგ­ნი­ტურ ქვი­შას არ აქვს და ჯერ ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი რე­კო­მენ­და­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ექი­მე­ბის­გან მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შე­ბის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლოა, შე­ფას­დეს ორ ნა­წი­ლად:

1. ეს არის ტყუ­ი­ლი.

2. ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა.

მო­დით, ფაქ­ტებს მივ­ყვეთ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად, რა ხდე­ბა ამ ვაქხა­ნა­ლი­ის გარ­შე­მო.

რო­დე­საც ექი­მი ამ­ბობს, რომ სამ­კურ­ნა­ლოა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს. პირ­ვე­ლი ფაქ­ტი, რომ ეს ტყუ­ი­ლია, არის ის, რომ არ არ­სე­ბობს იმის არა­ნა­ი­რი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შა რა­მე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე.

აქვე ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არც ერთ კუ­რორტზე წას­ვლა ცუდი არაა და ჰა­ე­რის გა­მოც­ვლაც ცუდი რო­გორ უნდა იყოს. ამ ვი­დე­ო­ში ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნე­ბი არ უნდა გვქონ­დეს, რაც მერე შე­იძ­ლე­ბა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს ჩვენ­თვის.

სა­ი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი? ეს არის საბ­ჭო­თა და­ნა­ტო­ვა­რი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ძა­ლი­ან ცუდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვერ­გო და მათ შო­რის არის საბ­ჭო­თა სა­მეც­ნი­ე­რო ამ­ბებ­ში სას­წა­უ­ლი იდე­ე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში მუ­შა­ობს და მსოფ­ლი­ო­ში ამას არა­ვინ აღი­ა­რებს.

კუ­რორ­ტო­ლო­გია შარ­ლა­ტა­ნო­ბაა და არ შე­იძ­ლე­ბა კუ­რორ­ტი იყოს სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტის მქო­ნე. რა თქმა უნდა, მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად კარ­გია, თუ პა­რა­ლე­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე იქ­ნე­ბით, მაგ­რამ აქ წამ­ყვა­ნია მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რა­საც გა­დი­ხართ და არა ის, სად იქ­ნე­ბით ტე­რი­ტო­რი­უ­ლად.

მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი აბას­თუ­მან­შიც დამ­ძიმ­დე­ბა და ზემო ხო­და­შენ­შიც. ბახ­მა­რო­ში 21 დღე წახ­ვალთ თუ 22, ერ­თნა­ი­რად სა­სა­გებ­ლო იქ­ნე­ბა და არა სამ­კურ­ნა­ლო. ფიჭ­ვის ყვა­ვი­ლო­ბა არა­ნა­ი­რი ეფექ­ტის მომ­ცე­მი არ არის, პი­ქი­რით, შე­იძ­ლე­ბა მავ­ნე­ბე­ლიც კი იყოს ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის".

  • არ­ჩილ მარ­შა­ნია ასე­ვე პა­სუხს სცემს ექი­მე­ბის მოყ­ვა­ნილ არ­გუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ე­ნე­ტებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ურ­ჩე­ვენ სამ­კურ­ნა­ლოდ მაგ­ნი­ტურ ქვი­შებ­ზე წას­ვლას.

"არ­გუ­მენ­ტი პირ­ვე­ლი, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იქ მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლია, და რა მერე? - მაგ­ნი­ტუ­რი ველი ყველ­გან არის ჩვენს გარ­შე­მო. მაგ­ნი­ტუ­რი ველი ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ემ-ერ-ტე-ს აპა­რატ­შია და რა ვქნათ, ბავ­შვე­ბი შევსვათ და ვუმ­კურ­ნა­ლოთ?" - ამ­ბობს ექი­მი.

მი­სი­ვე თქმით, ექი­მე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ. არ­ჩილ მარ­შა­ნი­ას აზ­რით კი, ექიმ­მა კვი­რა­ში ხუთი დღე რომ იმუ­შა­ოს და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც და­უთ­მოს თი­თო­ე­ულ ბავ­შვს, მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვას 226 წე­ლი­წა­დი სჭირ­დე­ბა.

"ექი­მე­ბის მე­სა­მე არ­გუ­მენ­ტია, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ 15-20 დღე უშ­ვე­ბენ პა­ცი­ენტს მაგ­ნი­ტურ ქვი­შებ­ზე და კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს. და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ პა­ცი­ენტს თუ მთე­ლი წელი მკურ­ნა­ლობ, რა­ღაც პრე­პა­რა­ტებს იღებს ხომ? - აქე­დან 15 დღე რომ ქვი­შა­ზე გზავ­ნი, სა­ი­დან იცი, რომ ქვი­შის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა პრე­პა­რა­ტის. წე­ლი­წად­ში 15 დღე რომ ქვი­შის კუ­რორტზეა პა­ცი­ენ­ტი და და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი მუ­ხი­ან­ში, იქ­ნებ მუ­ხი­ა­ნის ჰავა რგებს პა­ცი­ენტს?" - კი­თხუ­ლობს მარ­შა­ნია.

სა­უბ­რის და­სას­რულს ექი­მი ასე­ვე ამ­ბობს, რომ არ­ცერთ კუ­რორტზე წას­ვლა არ არის ცუდი, მაგ­რამ ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნე­ბი არ უნდა გქონ­დეთ, რომ რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბით.

"ექი­მის მხრი­დან რე­კო­მენ­და­ცია, რომ, მა­გა­ლი­თად, მაგ­ნი­ტურ ქვი­შებ­ზე დას­ვე­ნე­ბა კარ­გია, იმი­ტომ არის მავ­ნებ­ლო­ბა, რომ ფსევ­დო­მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი ხალ­ხის ნა­კადს ვერ უძ­ლებს, არ ხდე­ბა ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა და სა­ბო­ლო­ოდ, ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა კუ­რორ­ტი დი­ა­რე­ი­თა და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით და­ტო­ვოს", - ამ­ბობს მარ­შა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 110 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დედა ენის არ წამკითხ...
1

დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".

მარშანია გვარს რატომ არცხვენ?

მაგ ტატუს გაკეთების მაგივრად წიგნი წაგეკითხა აჯობებდა!

თქვენნაირების აზრით 1.საირმე ადამიანს არ შველის, ამიტომ იქ სამკურნალო კვების მაგივრად მაიონეზებით კურნავენ. 2. ბორჯომის წყალი იგივეა რაც სოდიანი წყალი. 3. აბასთუმანში ჰაერის დაბინძურება მიუნხენისას აღემატება და ა.შ.

სხვათა შორის ეს სტატია, ისევე როგორც სტატია ადესა ყურძნის მავნებლობაზე რამოდენიმეჯერ მეორდება - რაშია საქმე საზეპიროა?

Akaki
0

ჭეშმარიტმა მარშანიამ მისცხო ურეკის ტურიზმს დუდუკში!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს რეალურად საუკუნის აფიორაა“ - რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე?

"ეს რეალურად საუკუნის აფიორაა“ - რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე?

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ ურეკის მაგნიტური ქვიშები - რეალურად საუკუნის აფიორაა საქართველოში. რაც შეეხება მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციას ექიმის მხრიდან, როგორც მარშანია ამბობს, ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა.

არჩილ მარშანია ვიდეოში ამბობს:

"არანაირი სამკურნალო ეფექტი მაგნიტურ ქვიშას არ აქვს და ჯერ ეს დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი რეკომენდაცია, განსაკუთრებით, ექიმებისგან მაგნიტური ქვიშების შესახებ, შესაძლოა, შეფასდეს ორ ნაწილად:

1. ეს არის ტყუილი.

2. ეს არის მავნებლობა.

მოდით, ფაქტებს მივყვეთ ქრონოლოგიურად, რა ხდება ამ ვაქხანალიის გარშემო.

როდესაც ექიმი ამბობს, რომ სამკურნალოა, ამის მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. პირველი ფაქტი, რომ ეს ტყუილია, არის ის, რომ არ არსებობს იმის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მაგნიტური ქვიშა რამენაირად შეიძლება იყოს სამკურნალო თვისებების მქონე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ კურორტზე წასვლა ცუდი არაა და ჰაერის გამოცვლაც ცუდი როგორ უნდა იყოს. ამ ვიდეოში ლაპარაკია იმაზე, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, რაც მერე შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენთვის.

საიდან მოდის ეს ყველაფერი? ეს არის საბჭოთა დანატოვარი. საბჭოთა კავშირიდან ძალიან ცუდი მემკვიდრეობა გვერგო და მათ შორის არის საბჭოთა სამეცნიერო ამბებში სასწაული იდეები, რომელიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობს და მსოფლიოში ამას არავინ აღიარებს.

კურორტოლოგია შარლატანობაა და არ შეიძლება კურორტი იყოს სამკურნალო ეფექტის მქონე. რა თქმა უნდა, მკურნალობასთან ერთად კარგია, თუ პარალელურად სუფთა ჰაერზე იქნებით, მაგრამ აქ წამყვანია მედიკამენტოზური მკურნალობა, რასაც გადიხართ და არა ის, სად იქნებით ტერიტორიულად.

მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზი აბასთუმანშიც დამძიმდება და ზემო ხოდაშენშიც. ბახმაროში 21 დღე წახვალთ თუ 22, ერთნაირად სასაგებლო იქნება და არა სამკურნალო. ფიჭვის ყვავილობა არანაირი ეფექტის მომცემი არ არის, პიქირით, შეიძლება მავნებელიც კი იყოს ალერგიული ადამიანებისთვის".

  • არჩილ მარშანია ასევე პასუხს სცემს ექიმების მოყვანილ არგუმენტებს, რომლებიც პაციენეტებს სხვადასხვა მიზეზით ურჩევენ სამკურნალოდ მაგნიტურ ქვიშებზე წასვლას.

"არგუმენტი პირველი, ექიმები ამბობენ, რომ იქ მაგნიტური ველია, და რა მერე? - მაგნიტური ველი ყველგან არის ჩვენს გარშემო. მაგნიტური ველი ყველაზე დიდი რაოდენობით ემ-ერ-ტე-ს აპარატშია და რა ვქნათ, ბავშვები შევსვათ და ვუმკურნალოთ?" - ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, ექიმები ასევე ამბობენ, რომ მილიონობით ბავშვზე დაკვირვების შედეგად, ძალიან კარგი შედეგები აქვთ. არჩილ მარშანიას აზრით კი, ექიმმა კვირაში ხუთი დღე რომ იმუშაოს და ნახევარი საათი მაინც დაუთმოს თითოეულ ბავშვს, მილიონი პაციენტის გასინჯვას 226 წელიწადი სჭირდება.

"ექიმების მესამე არგუმენტია, რომ წელიწადში ერთხელ 15-20 დღე უშვებენ პაციენტს მაგნიტურ ქვიშებზე და კარგი შედეგები აქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ პაციენტს თუ მთელი წელი მკურნალობ, რაღაც პრეპარატებს იღებს ხომ? - აქედან 15 დღე რომ ქვიშაზე გზავნი, საიდან იცი, რომ ქვიშის დამსახურებაა და არა პრეპარატის. წელიწადში 15 დღე რომ ქვიშის კურორტზეა პაციენტი და დანარჩენი დღეები მუხიანში, იქნებ მუხიანის ჰავა რგებს პაციენტს?" - კითხულობს მარშანია.

საუბრის დასასრულს ექიმი ასევე ამბობს, რომ არცერთ კურორტზე წასვლა არ არის ცუდი, მაგრამ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გქონდეთ, რომ რაიმე დაავადებისგან განიკურნებით.

"ექიმის მხრიდან რეკომენდაცია, რომ, მაგალითად, მაგნიტურ ქვიშებზე დასვენება კარგია, იმიტომ არის მავნებლობა, რომ ფსევდომეცნიერული მტკიცებით გადატვირთული კურორტები ხალხის ნაკადს ვერ უძლებს, არ ხდება ჰიგიენის დაცვა და საბოლოოდ, ბავშვმა შეიძლება კურორტი დიარეითა და მაღალი სიცხეებით დატოვოს", - ამბობს მარშანია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"