საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს - ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება: "ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ" - მეუფე შიო
"მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს - ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება: "ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ" - მეუფე შიო

ყო­ველ­გვარ გან­საც­დელ­ში, დიდ აზ­ვირ­თე­ბულ ტალ­ღებ­ში იქვე, გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბა უფა­ლი იესო ქრის­ტე და გვე­უბ­ნე­ბა: „ნუ გე­ში­ნი­ათ, მხნედ იყა­ვით, მე თქვენ­თან ვარ”, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე შიოს გან­ცხა­დე­ბით, დრეს მსოფ­ლიო მძი­მე გან­საც­დელს გა­დის.

მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, ეკ­ლე­სი­ის გა­რე­შე გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა!

ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დღეს სა­ხა­რე­ბი­დან წა­კი­თხუ­ლი იყო ეპი­ზო­დი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მი­ცუ­რა­ვენ ნა­ვით მო­ცი­ქუ­ლე­ბი გე­ნი­სა­რე­თის ზღვა­ზე. უფა­ლი იესო ქრის­ტე მათ გა­უშ­ვებს, რომ მას­ზე ადრე გა­და­ე­ცუ­რათ ზღვა და გა­სუ­ლიყ­ვნენ მე­ო­რე ნა­პირ­ზე, ხოლო თვი­თონ დარ­ჩეს მთა­ზე, რათა გან­მარ­ტო­ე­ბით ელო­ცა. ამით უფა­ლი ხში­რად გვაძ­ლევს მა­გა­ლითს, რომ გან­მარ­ტო­ე­ბით ლოც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი სუ­ლის­თვის. იგი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან შე­ი­ტყო, რომ წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელს თავი მოჰ­კვე­თა ჰე­რო­დემ და ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით სურ­და, მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­ცა.

და აი, მა­ინც, რო­დე­საც ის გა­და­ვი­და გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის, თა­ვი­დან ესეც არ გა­მო­უ­ვი­და, რად­გან იქაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­დის მას­თან. სა­ხა­რე­ბა­ში ამ ეპი­ზო­დამ­დე არის მო­თხრო­ბი­ლი ხუთი ათა­სი კა­ცის და­პუ­რე­ბის შე­სა­ხებ, „თვი­ნი­ერ ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბი­სა“. ესე იგი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო მას­თან. ჯერ ესე­ნი უნდა გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა, იმი­ტომ რომ მათ ჰქონ­დათ მრა­ვა­ლი შე­კი­თხვა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იგი პა­სუ­ხობ­და, გარ­და ამ და­პუ­რე­ბი­სა და ამ­დე­ნი სას­წა­უ­ლი­სა, ესა­უბ­რე­ბო­და და ამი­ტომ მო­ცი­ქუ­ლე­ბი მას­ზე ადრე გა­ამ­გზავ­რა შინ.

აი, ამ ტბა­ზე, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად დი­დია, რომ გე­ნი­სა­რე­თის ზღვას უწო­დე­ბენ და იმ­ჟა­მად მას­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ მო­ცი­ქუ­ლე­ბი, ატყდე­ბა სა­ში­ნე­ლი ღელ­ვა, ქა­რიშ­ხა­ლი და მო­ცი­ქუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ამ ქა­რიშ­ხალ­ში. უფა­ლი ხე­დავს ამ ყვე­ლა­ფერს მთი­დან, სა­დაც ის ლო­ცუ­ლობს და გა­და­წყვეტს, პირ­და­პირ წყალ­ზე გა­ი­ა­როს, წყალ­ზე სვლით მი­დის მათ­თან, მათ ნავ­თან. მო­ცი­ქუ­ლებს, რა თქმა უნდა, შე­ე­შინ­დე­ბათ, როცა და­ი­ნა­ხა­ვენ მას, იფიქ­რე­ბენ, რომ მოჩ­ვე­ნე­ბაა, შეჰ­ყვი­რე­ბენ, მაგ­რამ უფა­ლი ეტყვის: „მხნედ იყა­ვით, ეს მე ვარ, ნუ გე­ში­ნი­ათ!“ მა­შინ პეტ­რე, რო­გორც ყვე­ლა­ზე მხურ­ვა­ლე და მო­შურ­ნე ეტყვის: „თუ შენ ხარ, უფა­ლო, მიბ­რძა­ნე, რომ მეც გად­მო­ვი­დე ნა­ვი­დან, შენ­თან მო­ვი­დე და გა­ვი­ა­რო წყალ­ზე“. უფა­ლი ეტყვის: „მოდი!“ - პეტ­რე გად­მო­დის ნა­ვი­დან, იწყებს წყალ­ზე სი­ა­რულს, უახ­ლოვ­დებ­და უფალს, მაგ­რამ და­ი­ნა­ხავს იმ სა­ში­ნელ ქა­რიშ­ხალს, მღელ­ვა­რე­ბას, შე­ე­შინ­დე­ბა და იწყებს ჩა­ძირ­ვას, მაგ­რამ ეტყვის ქრის­ტეს: „უფა­ლო, მიხ­სენ მე, და­მეხ­მა­რე!“ უფა­ლი მა­შინ­ვე ხელს უწ­ვდის მას, მას­თან ერ­თად ადის ნავ­ზე, ეს ქა­რიშ­ხა­ლიც ჩად­გე­ბა და მო­ცი­ქუ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ მას ღმერ­თის ძედ და ამ­ბო­ბენ, რომ „ჭეშ­მა­რი­ტად ღმრთის ძე ხარ შენ!“

აი, ასე­თი ეპი­ზო­დია წა­კი­თხუ­ლი დღეს სა­ხა­რე­ბი­დან, მაგ­რამ ეს სა­ხა­რე­ბა არ ეხე­ბა მხო­ლოდ იმ ეპი­ზოდს, რად­გან რაც კი შე­ემ­თხვა იესო ქრის­ტეს, რო­გორც ის ცხოვ­რობ­და, რო­გორც ის ურ­თი­ერ­თობ­და ადა­მი­ა­ნებ­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენც გვე­ხე­ბა, თუ რო­გორ ვურ­თი­ერ­თობთ ჩვენ უფალ იესო ქრის­ტეს­თან.

აი, ამ ეპი­ზოდს აქვს იგა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის მოქ­მე­დებს, რო­გორც იგა­ვი. არის სი­ტყვი­ე­რი იგა­ვი, მაგ­რამ იგა­ვი, მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი აზრი შე­იძ­ლე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი იყოს მოქ­მე­დე­ბი­თაც.

მაშ, რა არის ამ იგავ­ში ჩა­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის აზრი? ის, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა - ეს არის ქა­რიშ­ხლე­ბით სავ­სე ზღვა­ში ცურ­ვა, ეს ქა­რიშ­ხა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის­ტო­რი­ა­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს ოჯახ­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვენს გუ­ლებ­სა და გო­ნე­ბა­ში, სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია: „პირ­ქა­რი უბე­რავ­დაო“, ამას პირ­ქა­რი ეწო­დე­ბა, არ­სე­ბობს „ზურ­გქა­რი“, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბა და არის კი­დევ „პირ­ქა­რი“.

აი, ეს ქა­რიშ­ხლე­ბი ლა­მო­ბენ, ჩაგ­ვძი­რონ, დაგ­ვან­გრი­ონ, მოს­პონ ყვე­ლა­ფე­რი, რაც კარ­გია, კე­თი­ლია, ნა­თე­ლია და ჩაგ­ვძი­რონ ში­შის, მწუ­ხა­რე­ბის, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის მო­რევ­ში. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ამ ზღვა­ზე მი­ცუ­რავს თა­ვი­სი ნა­ვით, ასე ამ­ბო­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ როცა შე­ე­ხე­ბათ ეს ქა­რიშ­ხლე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, იქ, სად­მე ახ­ლოს ღმერ­თი იყოს, ისე­თი გან­საც­დე­ლე­ბია ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით - დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო გა­დის მძი­მე გან­საც­დელს და ჩვენ, ყვე­ლა­ნი, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. თუ რა­ი­მეს შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას ქა­რიშ­ხა­ლი, ალ­ბათ ამას შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბა.

ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ღმერ­თი არ არის სამ­ყა­რო­ში, ხალ­ხში, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბით უფა­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ, პი­რი­ქით, ყო­ველ­გვარ გან­საც­დელ­ში, ყო­ველ­გვარ მღელ­ვა­რე, დიდ აზ­ვირ­თე­ბულ ტალ­ღებ­ში იქვე, გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბა უფა­ლი იესო ქრის­ტე და მზად არის, გვე­უბ­ნე­ბა ჩვენ: „ნუ გე­ში­ნი­ათ, მხნედ იყა­ვით, მე თქვენ­თან ვარ!“

საკ­მა­რი­სია, ჩვენ მო­ვინ­დო­მოთ მის­კენ სვლა, ჩვე­ნი ურ­წმუ­ნო­ე­ბის, ჩვე­ნი მცი­რედ­მორ­წმუ­ნო­ე­ბის გამო, ჩვენ უბ­რა­ლოდ ეს ხმა არ გვეს­მის, თო­რემ უფა­ლი ამას ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მძი­მე, სა­ში­ნელ ად­გი­ლას არის, მო­ი­პო­ვე­ბა იგი; საკ­მა­რი­სია, მო­ვი­სურ­ვოთ, გა­და­ვი­დეთ, მი­ვი­დეთ მას­თან, შეგ­ვიძ­ლია, გა­ვი­ა­როთ ამ ზღვა­ზე, რო­გორც ხმე­ლეთ­ზე; მაგ­რამ თუ ჩვენ და­ვეჭ­ვდე­ბით, რო­გორც პეტ­რე, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა შევ­ძა­ხოთ უფალს: „მიხ­სენ, და­მეხ­მა­რე მე!“ რა უთხრა პეტ­რეს უფალ­მა იესო ქრის­ტემ, რო­დე­საც მან და­ი­წყო ჩა­ძირ­ვა: „რა­ტომ შე­ორ­გულ­დი, რამ და­გა­ეჭ­ვა, მცი­რედ­მორ­წმუ­ნეო?“ რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, გა­უწ­ვდის მას ხელს და აიყ­ვანს ნავ­ზე. საკ­მა­რი­სა­ია, ჩვენც და­ვეჭ­ვდეთ, შეგ­ვე­შინ­დეს, რაც გვე­მარ­თე­ბა კი­დეც, საკ­მა­რი­სია, მივ­მა­როთ უფალს, შევ­ძა­ხოთ მას, ვუ­თხრათ: „შე­მე­წიე მე, უფა­ლო, და­მეხ­მა­რე!“ - რომ იგი გა­მოგ­ვიწ­ვდის ხელს და უკვე წყალ­ზე კი არ გაგ­ვა­ტა­რებს მას­თან ერ­თად, არა­მედ ნავ­ში აგ­ვიყ­ვანს, ეს ნავი არის დიდი ხო­მალ­დი - ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც უფალ­მა და­ა­არ­სა იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ცუ­რონ ეს ზღვა, იმი­ტომ რომ ეკ­ლე­სი­ის გა­რე­შე გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

აი, ასე­თია დღეს წა­კი­თხუ­ლი სა­ხა­რე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ.

წმინ­და მა­მე­ბი ამა­ზე ხში­რად წე­რენ; მა­გა­ლი­თად, ღირ­სი მამა მა­კა­რი დიდი წერ­და, რომ ზე­ცი­უ­რი მე­სა­ჭის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია მღელ­ვა­რე ზღვის გა­და­ცურ­ვა, აი, ამ მწა­რე გან­საც­დე­ლე­ბის, აზ­ვირ­თე­ბუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­და­ლახ­ვა და გა­და­ცურ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის­თვის უნდა გვქონ­დეს რწმე­ნა.

უფალ­მა ინე­ბოს, რომ არ გვიმ­ტყუ­ნოს ჩვენ­მა სმე­ნამ, რომ გვეს­მო­დეს უფ­ლის ეს სი­ტყვე­ბი: „ნუ გე­ში­ნი­ათ, მხნედ იყა­ვით, გან­ძლი­ერ­დით, რა­მე­თუ მე თქვენ­თან ვარ“, ამინ!

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ და გა­გა­ხა­როთ”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
haa
3

მერე განკურნეთ შეგიძლიათ?

სოფო
6

ღმერთი არა მგონია გახსოვდეთ თქვენ. 

თუ მხოლოდ ღმერთის იმედზე ხართ, საპატრიარქოში რატომ ვერ შედგამს ადამიანი ფეხს თუ ორჯერ ვაქცინირებული და დატესტილი არ არის. ფარისევლები ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს - ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება: "ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ" - მეუფე შიო

"მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს - ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება: "ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ" - მეუფე შიო

ყოველგვარ განსაცდელში, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და გვეუბნება: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ”, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს განცხადებით, დრეს მსოფლიო მძიმე განსაცდელს გადის.

მიტროპოლიტის თქმით, ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ მიცურავენ ნავით მოციქულები გენისარეთის ზღვაზე. უფალი იესო ქრისტე მათ გაუშვებს, რომ მასზე ადრე გადაეცურათ ზღვა და გასულიყვნენ მეორე ნაპირზე, ხოლო თვითონ დარჩეს მთაზე, რათა განმარტოებით ელოცა. ამით უფალი ხშირად გვაძლევს მაგალითს, რომ განმარტოებით ლოცვა აუცილებელია ჩვენი სულისთვის. იგი დამწუხრებული იყო, რადგან შეიტყო, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა ჰეროდემ და ამიტომ განსაკუთრებით სურდა, მარტო დარჩენილიყო და მთელი ღამის განმავლობაში ელოცა.

და აი, მაინც, როდესაც ის გადავიდა განმარტოებისთვის, თავიდან ესეც არ გამოუვიდა, რადგან იქაც ათასობით ადამიანი მიდის მასთან. სახარებაში ამ ეპიზოდამდე არის მოთხრობილი ხუთი ათასი კაცის დაპურების შესახებ, „თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა“. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო მასთან. ჯერ ესენი უნდა გაესტუმრებინა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მრავალი შეკითხვა, ამ ყველაფერზე იგი პასუხობდა, გარდა ამ დაპურებისა და ამდენი სასწაულისა, ესაუბრებოდა და ამიტომ მოციქულები მასზე ადრე გაამგზავრა შინ.

აი, ამ ტბაზე, რომელიც იმდენად დიდია, რომ გენისარეთის ზღვას უწოდებენ და იმჟამად მასთან ახლოს ცხოვრობდნენ მოციქულები, ატყდება საშინელი ღელვა, ქარიშხალი და მოციქულები აღმოჩნდებიან ამ ქარიშხალში. უფალი ხედავს ამ ყველაფერს მთიდან, სადაც ის ლოცულობს და გადაწყვეტს, პირდაპირ წყალზე გაიაროს, წყალზე სვლით მიდის მათთან, მათ ნავთან. მოციქულებს, რა თქმა უნდა, შეეშინდებათ, როცა დაინახავენ მას, იფიქრებენ, რომ მოჩვენებაა, შეჰყვირებენ, მაგრამ უფალი ეტყვის: „მხნედ იყავით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მაშინ პეტრე, როგორც ყველაზე მხურვალე და მოშურნე ეტყვის: „თუ შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან, შენთან მოვიდე და გავიარო წყალზე“. უფალი ეტყვის: „მოდი!“ - პეტრე გადმოდის ნავიდან, იწყებს წყალზე სიარულს, უახლოვდებდა უფალს, მაგრამ დაინახავს იმ საშინელ ქარიშხალს, მღელვარებას, შეეშინდება და იწყებს ჩაძირვას, მაგრამ ეტყვის ქრისტეს: „უფალო, მიხსენ მე, დამეხმარე!“ უფალი მაშინვე ხელს უწვდის მას, მასთან ერთად ადის ნავზე, ეს ქარიშხალიც ჩადგება და მოციქულები აღიარებენ მას ღმერთის ძედ და ამბობენ, რომ „ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ!“

აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული დღეს სახარებიდან, მაგრამ ეს სახარება არ ეხება მხოლოდ იმ ეპიზოდს, რადგან რაც კი შეემთხვა იესო ქრისტეს, როგორც ის ცხოვრობდა, როგორც ის ურთიერთობდა ადამიანებთან, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ უფალ იესო ქრისტესთან.

აი, ამ ეპიზოდს აქვს იგავის მნიშვნელობა, ის მოქმედებს, როგორც იგავი. არის სიტყვიერი იგავი, მაგრამ იგავი, მასში ჩადებული აზრი შეიძლება გადმოცემული იყოს მოქმედებითაც.

მაშ, რა არის ამ იგავში ჩადებული მოქმედების აზრი? ის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება - ეს არის ქარიშხლებით სავსე ზღვაში ცურვა, ეს ქარიშხალი შეიძლება იყოს ისტორიაში, შეიძლება იყოს ქვეყანაში, შეიძლება იყოს ოჯახში, შეიძლება იყოს ჩვენს გულებსა და გონებაში, სახარებაში წერია: „პირქარი უბერავდაო“, ამას პირქარი ეწოდება, არსებობს „ზურგქარი“, რომელიც გეხმარება და არის კიდევ „პირქარი“.

აი, ეს ქარიშხლები ლამობენ, ჩაგვძირონ, დაგვანგრიონ, მოსპონ ყველაფერი, რაც კარგია, კეთილია, ნათელია და ჩაგვძირონ შიშის, მწუხარების, სასოწარკვეთილების მორევში. ყველა ადამიანი ამ ზღვაზე მიცურავს თავისი ნავით, ასე ამბობენ წმინდა მამები. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა შეეხებათ ეს ქარიშხლები, შეუძლებელია, იქ, სადმე ახლოს ღმერთი იყოს, ისეთი განსაცდელებია ხოლმე, განსაკუთრებით - დღეს მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს და ჩვენ, ყველანი, კორონავირუსის სახით რამდენი ადამიანი იღუპება. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება.

ბევრს ჰგონია, რომ ღმერთი არ არის სამყაროში, ხალხში, მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვეუბნება, რომ, პირიქით, ყოველგვარ განსაცდელში, ყოველგვარ მღელვარე, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და მზად არის, გვეუბნება ჩვენ: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“

საკმარისია, ჩვენ მოვინდომოთ მისკენ სვლა, ჩვენი ურწმუნოების, ჩვენი მცირედმორწმუნოების გამო, ჩვენ უბრალოდ ეს ხმა არ გვესმის, თორემ უფალი ამას ყოველთვის გვეუბნება. ყველაზე მძიმე, საშინელ ადგილას არის, მოიპოვება იგი; საკმარისია, მოვისურვოთ, გადავიდეთ, მივიდეთ მასთან, შეგვიძლია, გავიაროთ ამ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; მაგრამ თუ ჩვენ დავეჭვდებით, როგორც პეტრე, მაშინ შეიძლება შევძახოთ უფალს: „მიხსენ, დამეხმარე მე!“ რა უთხრა პეტრეს უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მან დაიწყო ჩაძირვა: „რატომ შეორგულდი, რამ დაგაეჭვა, მცირედმორწმუნეო?“ როგორც მოგახსენეთ, გაუწვდის მას ხელს და აიყვანს ნავზე. საკმარისაია, ჩვენც დავეჭვდეთ, შეგვეშინდეს, რაც გვემართება კიდეც, საკმარისია, მივმაროთ უფალს, შევძახოთ მას, ვუთხრათ: „შემეწიე მე, უფალო, დამეხმარე!“ - რომ იგი გამოგვიწვდის ხელს და უკვე წყალზე კი არ გაგვატარებს მასთან ერთად, არამედ ნავში აგვიყვანს, ეს ნავი არის დიდი ხომალდი - ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაცურონ ეს ზღვა, იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.

აი, ასეთია დღეს წაკითხული სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

წმინდა მამები ამაზე ხშირად წერენ; მაგალითად, ღირსი მამა მაკარი დიდი წერდა, რომ ზეციური მესაჭის გარეშე შეუძლებელია მღელვარე ზღვის გადაცურვა, აი, ამ მწარე განსაცდელების, აზვირთებული ტალღების გადალახვა და გადაცურვა შეუძლებელია. ამისთვის უნდა გვქონდეს რწმენა.

უფალმა ინებოს, რომ არ გვიმტყუნოს ჩვენმა სმენამ, რომ გვესმოდეს უფლის ეს სიტყვები: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, განძლიერდით, რამეთუ მე თქვენთან ვარ“, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ”, - განაცხადა მეუფე შიომ.