პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დაიტირა ძმა, ცუდად გახდა და მალე წავიდა... სამ დღეში 10 კილო აქვს დაკლებული, სიარულიც უჭირს“ - რას ამბობს ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე
“დაიტირა ძმა, ცუდად გახდა და მალე წავიდა... სამ დღეში 10 კილო აქვს დაკლებული, სიარულიც უჭირს“ - რას ამბობს ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე

ძი­უ­დო­ის­ტმა ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მისი თქმით, ზვი­ა­და­უ­რი თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობს.

“და­ახ­ლო­ე­ბით სამ დღე­ში ისე არის გამ­ხდა­რი, რომ 10 კილო აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ის ადა­მი­ა­ნი რას გა­დის ახლა, ვერც წარ­მო­იდ­გენთ. ცუ­დად იყო, სას­წრა­ფო იდგა...

მო­ვი­და, და­ი­ტი­რა ძმა, ძა­ლი­ან ცოტა ხანი იყო, ცუ­დად გახ­და და წა­ვი­და. ვერ გა­უძ­ლო, წელი სტკი­ო­და და ვერ და­დი­ო­და, რომ მო­ვი­და სკამ­ზე დას­ვეს. სი­ა­რუ­ლიც უჭირს უკვე, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ისიც მკვდა­რია“, - გა­ნა­ცხა­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და. ად­ვო­კა­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოს უწო­დე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, და­კა­ვე­ბუ­ლია 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც მის ძმა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ეს­რო­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
1

ჭრიკიშვილმა კარიერა რომ დაამთავროს ხომ არ აჯობებს? უკვე დიდი ხანია სპორტულ შედეგებზე მეტად ინტერვიუებზე ფიქრობს.

დ გ
0

ამიტლმ არ არის საჭირო იარღით სირბილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“დაიტირა ძმა, ცუდად გახდა და მალე წავიდა... სამ დღეში 10 კილო აქვს დაკლებული, სიარულიც უჭირს“ - რას ამბობს ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე

“დაიტირა ძმა, ცუდად გახდა და მალე წავიდა... სამ დღეში 10 კილო აქვს დაკლებული, სიარულიც უჭირს“ - რას ამბობს ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე

ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მედიასთან განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ზვიადაური თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

“დაახლოებით სამ დღეში ისე არის გამხდარი, რომ 10 კილო აქვს დაკლებული. ის ადამიანი რას გადის ახლა, ვერც წარმოიდგენთ. ცუდად იყო, სასწრაფო იდგა...

მოვიდა, დაიტირა ძმა, ძალიან ცოტა ხანი იყო, ცუდად გახდა და წავიდა. ვერ გაუძლო, წელი სტკიოდა და ვერ დადიოდა, რომ მოვიდა სკამზე დასვეს. სიარულიც უჭირს უკვე, ისეთ მდგომარეობაშია. ცოცხალია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ისიც მკვდარია“, - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

მომხდარის შემდეგ შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც მის ძმასა და კიდევ რამდენიმე ადამიანს ესროლა.