პარტია "ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა ოლქებსა და მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა შემადგენლობით შეძლეს გონივრული კომპრომისის პოვნა.
„მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა კონსულტაციებისა და კოორდინაციის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, თქვენ იცით, რომ “ევროპული საქართველო” ყოველთვის იყო ამის ინიციატორი, იმიტომ რომ სწორ სტრატეგიად მიგვაჩნია ამ ბრძოლაში, ამ არჩევნებში, რომელიც სულაც არ არის არათუ ჩვეულებრივი თვითმართველობის არჩევნები, უბრალო არჩევნებიც არ არის, ეს არის შესაძლებლობა და შანსი, რომ დავამარცხოთ რეჟიმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამ არჩევნებზე წყდება ბედი გვექნება თუ არ შესაძლებლობა სწრაფად გამოვიდეთ ამ უმძიმესი ვითარებიდან, რასაც ვაწყდებით ყველანი ჩვენ ქვეყანაში, დაწყებული კოვიდის ვითარებიდან, სადაც მთავრობამ დემონსტრატულად ფეხებზე დაიკიდა ჩვენი მოქალაქეების ბედი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, კორუფციით, უსაფრთხოებით, ჩვენი თავისუფლებით, ჩვენი შანსით რომ გავხდეთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი კოორდინაცია განსხვავებულ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ამიტომ ვიყავით და ვართ “ევროპული საქართველო” ამ ყველაფრის ინიციატორები.
ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი კოორდინაციის, მართალია დაგვიანებით, მაგრამ წარმატებით დასრულდა. მერობის ორი კანდიდატი ხონში - ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან არის შეთანხმებული. ამასთან ერთად ჩვენ ბუნებრივია წარვადგენთ კანდიდატებს, იქაც სადაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომ რამდენიმე კანდიდატი ყოფილიყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მერობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: გორი - ეთერ ჯალაღონია, ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი, ახალქალაქი - არაენ კარაპეტიანი, მარნეული - ახმედ იმამკულიევი, სამტრედია - ჟუჟუკა ფოფხაძე, კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე, ამბროლაური - მაია კაციტაძე, თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი.
წალენჯიხაში, ნინოწმინდაში, ადიგენში კანდიდატების წარდგენა ცალკე გაიმართება.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, მოქალაქეებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, ყველამ იცოდნენ სად დაუჭერს “ევროპული საქართველო” მხარს საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პარტიიდან ან დამოუკიდებელ კანდიდატებად. ამასთან ერთად 300-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი შეთანხმება არის ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე.
პირველ ეტაპზე ჩვენ კმაყოფილი ვართ კოორდინაციის ამ შედეგით და მიგვაჩნია ეს გზავნილი უნდა მივიდეს მოქალაქეებთან, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა ოლქებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა შემადგენლობით შეძლო გონივრული კომპრომისის პოვნა იმაზე, რაზეც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს, დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ამის შემდეგ კოორდინირებულად, კოალიციურად გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ყველა სოფლის, დაბის, ქალაქის და ზოგადად ნებისმიერი დასახლებული ადგილის უფროსი, რომ ამხ. ბოკერია იყოს, თუ შეიძლება ნეტავ ? ისედაც ხომ გამორჩეულები და უნიკალურები ვართ და მაშინ ხომ . . . . . . . . . . . . . . ფუუუუუუუუუუუუუუუუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ თქვენი . . . . . . . ! ! !
ვინ არიან ნაცები ? საბჭოთა ელიტარული და მერკანტილური ოჯახების შვილებია , მათი იდეოლოგია ფულია , ასე რომ არ იყოს ერთად იქნებოდნენ და ასე არ წაეკიდებოდნენ ერთმანეთს-ვეღარ შოულობენ იმდენს , რომ ეყოთ ! ოფიციალური იდეოლოგია გიგასეული ნეოკონსერვატიზმი გიგამ პროამერიკულობით მოხუც სენატორთა დასაბოლებლად მიიღო , თორემ არაფერი აქვს საქართველოს რეალობასთან და პოლიტიკურეკონომიკურ გეზთან , ტრადიციებთან და ზოგადად გონიერებასთან, ყალბია ! მოკვდა სენატორი მოკვდა კონსერვატიმი , ახლა ისევ გიგას ევროატლანტიზმი და სამოქალაქო ნაციონალიზმი აქვსთ, ახლა კითხეთ გიგას გარდა რომელიმე ნაძს, თუნდაც ლიდერს , რა იდეოლოგიაა ესა , რატომ ეს და არა სხვა და როგორ შეიძლება ორ პარტიას ერთი იდეოლოგია, მაგრამ ორი სახელით რეგისტრაცია ქონდეს , რა ვერ გაიყვეს , იდეოლოგია ვერ გაიყვეს , რატომაა ეს ორი პარტია, ფულის გამო, სხვაფრივ ხომ ერთია ?! კი ! ვაშაძე მესამე კიდევ, იმ ერთიდან , მაგის იდეოლოგიას ვერ მივაკვლიე ! არ აქვს ?! ისე ცნობისათვის ნეოკონსრვატიზმი წმინდა ამერიკული და დროებითი კატეგორიაა, ის ამართლებს ამერიკის პრეზიდენტის უფლებას მეტად ჩაერიოს ამერიკის ეკონომიკაში სამხედრო ასიგნებების გასაზრდელად დამატებითი თანხების ეკონომიკიდან ამოსაღებად ამერიკის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, ქართული ნეოკონსერვატიზმი გინდ გქონია, გინდ არა ჩვენი ეკონომიკიდან დამატებით როგორ უნდა ამოიღო ასიგნებანი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მიშამ და გიგამ იციან, ეკონომისტები კი არას უწყიან, არ ვიცითო , იძახიან !