მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მილიონი წითელი ვარდი“ - ლეგენდა თუ რეალობა? - ნიკო ფიროსმანის ცხოვრების უცნობი დეტალები
„მილიონი წითელი ვარდი“ - ლეგენდა თუ რეალობა? - ნიკო ფიროსმანის ცხოვრების უცნობი დეტალები

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა ისე­თი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის ფასი მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბა. ნიკო ფი­როს­მანს არც სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხატ­ვრო გა­ნათ­ლე­ბა მი­უ­ღია, ვერც ფუ­ფუ­ნე­ბა­ში უცხოვ­რია, პი­რი­ქით - სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვერ და­აღ­წია თავი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბას. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ნი­კო­ლას ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ეწყო­ბა, იგი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგვარ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თა­დაც კი იქცა.

23 აგ­ვის­ტო­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ცნო­ბი­ლი სე­რი­ის „დიდი მხატ­ვრე­ბის“ ახა­ლი, ფი­როს­მა­ნის ალ­ბო­მი, რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვას, გა­ეც­ნო­ბით დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას, ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნის ის­ტო­რი­ებ­სა და მათს დე­ტა­ლურ აღ­წე­რას. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა წიგნ­ში პოს­ტე­რი გე­ლო­დე­ბათ სა­ჩუქ­რად. ალ­ბო­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 15 ლარი, გა­ზეთთ­თან ერ­თად - 17 ლარი.

ობ­ლო­ბა და ხატ­ვი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი

1870 წელს ნიკო ფი­როს­მა­ნის მამა გარ­და­იც­ვა­ლა, დედა კი ძა­ლი­ან ავად იყო. უფ­რო­სი დის მა­რი­ა­მის ქმარ­მა იგი თბი­ლის­ში, თა­ვის ოჯახ­ში წა­იყ­ვა­ნა. ნიკო ერთხანს იქ კარ­გად ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ქო­ლე­რას ეპი­დე­მი­ამ მისი დის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. სი­ძემ ცო­ლის ძმა­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის­გან თავი შორს და­ი­ჭი­რა და იგი სო­მე­ხი ემიგ­რან­ტის, კა­ლან­ტარ კა­ლან­ტა­რო­ვის, ოჯახ­ში გაგ­ზავ­ნა. აქ მსა­ხუ­რი ბი­ჭის სტა­ტუ­სი ჰქონ­და, მაგ­რამ ამას თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნა­ში ხელი არ შე­უშ­ლია.

ამა­ვე სახ­ლში ის­წავ­ლა წერა-კი­თხვა, ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი იყო, წიგ­ნე­ბის კი­თხვა და ხატ­ვა უყ­ვარ­და, თურ­მე, თა­ვი­სი ოთა­ხის კედ­ლე­ბი სულ მო­ხა­ტუ­ლი ჰქონ­და. მა­ტე­რი­ა­ლურ ინ­ტე­რესს არ ამ­ჟღავ­ნებ­და, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა მისი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა იყო. ოჯახ­საც უყ­ვარ­და თავ­მდა­ბა­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ქარ­თვე­ლი ბიჭი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა ოჯახ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ასე­ვე მსა­ხუ­რად მუ­შა­ობ­და.

ტრა­გი­კუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ფი­როს­მა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი იყო. რაც ჩვენ­თვი­საა ცნო­ბი­ლი, მან ერთხელ მო­ინ­დო­მა და­ო­ჯა­ხე­ბა - შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის ქვრივ ქალ ელი­სა­ბედ­ზე. ნი­კომ ელი­სა­ბე­დი იმ ოჯახ­ში გა­იც­ნო, სა­დაც ბავ­შვო­ბა­ში მსა­ხუ­რად მუ­შა­ობ­და. ელი­სა­ბე­დი რომ დაქვრივ­და და მშობ­ლი­ურ სახ­ლში დაბ­რუნ­და, ნიკო მას სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდა და ცო­ლო­ბაც კი სთხო­ვა. ერთი ვერ­სი­ით, არც ქალი იყო მის მი­მაღთ გულ­გრი­ლი, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ­მა სტა­ტუს­მა და ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე მა­ინც უარი ათ­ქმე­ვი­ნა. ნი­კომ ელი­სა­ბედ­ზეც და იმ ოჯახ­ზეც გული აიც­რუა და სახ­ლი და­ტო­ვა. ამის შემ­დეგ იწყე­ბა მისი სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და, ამა­ვე დროს, ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

ფი­როს­მა­ნის ბევ­რი ტილო ჯერ კი­დევ არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ფი­როს­მა­ნის ბევ­რი ტილო ჯერ კი­დევ არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი. შე­საძ­ლოა, მათი ნა­წი­ლი კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს, ნა­წი­ლი კი − სა­ზღვრებს გა­რეთ. მა­გა­ლი­თად, 2011 წლის 31 მა­ისს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ერთ-ერთი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სა ნიკო ფი­როს­მა­ნის ადრე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ტილო „დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი“ იპო­ვეს. მას შემ­დეგ, რაც ექ­სპერ­ტი­ზამ მისი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა და­ა­დას­ტუ­რა, „დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი“ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ას გა­და­ე­ცა.

ნი­კა­ლას კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი გა­და­ურ­ჩა უკა­ნო­ნო გას­ხვი­სე­ბა­სა თუ უცხო­ეთ­ში გა­ტა­ნას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მისი ბევ­რი ტილო ჯერ კი­დევ არ იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი.

„დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი“

„მი­ლი­ო­ნი წი­თე­ლი ვარ­დი“ - ლე­გენ­და თუ რე­ა­ლო­ბა?

რაც უნდა რო­მან­ტი­კუ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­დეს ლე­გენ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფი­როს­მან­მა მთე­ლი ქო­ნე­ბა გა­ყი­და, რათა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის მი­ლი­ო­ნი წი­თე­ლი ვარ­დი ეჩუ­ქე­ბი­ნა, იგი სი­მარ­თლეს შე­იძ­ლე­ბა არც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. ვინ იყო ეს ცნო­ბი­ლი ქალი? „აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა“ ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი მარ­გა­რი­ტა დე სევ­რი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც 1909 წელს გას­ტრო­ლებ­ზე სტუმ­რობ­და თბი­ლისს.

ერთი ვერ­სი­ით, ფი­როს­მანს მარ­გა­რი­ტა პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­უყ­ვარ­და, თა­ნაც იმ­დე­ნად ძლი­ერ, რომ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად მთე­ლი ქო­ნე­ბა გა­ყი­და და მსა­ხი­ო­ბის სას­ტუმ­რო ოთა­ხის ქვეშ წი­თე­ლი ვარ­დე­ბის მთე­ლი ხა­ლი­ჩა მო­უ­ფი­ნა. ამ რო­მან­ტი­კულ ლე­გენ­დას ორი სა­ხის გაგ­რძე­ლე­ბა აქვს: ერ­თის მი­ხედ­ვით, მარ­გა­რი­ტა ამ ჟეს­ტით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, მაგ­რამ თბი­ლი­სი­დან ვი­ღაც მდი­დარ ჩი­ნოვ­ნიკ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. ხოლო ლე­გენ­დის მე­ო­რე სა­ვა­რა­უ­დო და­სას­რუ­ლის მი­ხედ­ვით, მარ­გა­რი­ტამ ფი­როს­მანს ბა­რა­თი გა­უგ­ზავ­ნა, მაგ­რამ იმ დროს მხატ­ვა­რი იმ­დე­ნად ნას­ვა­მი იყო, რომ ვე­რა­ფე­რი გა­ა­გე­ბი­ნეს. ამა­სო­ბა­ში კი მსა­ხი­ობ­მა თბი­ლი­სი და­ტო­ვა.

რო­გორც ფი­როს­მა­ნის მკვლევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მი­ლი­ო­ნი წი­თე­ლი ვარ­დი მხო­ლოდ ლე­გენ­დაა და მას რე­ა­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. უფრო მე­ტიც, ამ­ბო­ბენ, რომ ფი­როს­მანს მარ­გა­რი­ტა დე სევ­რი რე­ა­ლუ­რად არა­სო­დეს უნა­ხავს, ხოლო ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი „აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა“ აფი­ში­დან არის გა­და­ხა­ტუ­ლი და არა - რე­ა­ლუ­რი ნა­ტუ­რი­დან.

მარ­გა­რი­ტა (მარ­ცხნივ) თა­ვის პორ­ტრეტ­თან

ფი­როს­მა­ნი ერთხანს რკი­ნიგ­ზა­ზე კონ­დუქ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში თბი­ლი­სის დუქ­ნებს აფა­რებ­და თავს, მე­დუქ­ნე­ე­ბი­სა თუ მი­კიტ­ნე­ბის შეკ­ვე­თით აბ­რებს, პორ­ტრე­ტებ­სა და სუ­რა­თებს ხა­ტავ­და. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გვხვდე­ბა რო­გორც სოფ­ლის, ასე­ვე ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ანი­მა­ლის­ტუ­რი ჟან­რი, რო­მელ­შიც ისე­თი­ვე გულ­წრფე­ლი და ექ­სპრე­სი­უ­ლია, რო­გო­რიც მის და­ნარ­ჩენ ნა­ხა­ტებ­ში.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, დე­ტა­ლურ ცნო­ბებს ფი­როს­მა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მისი ნა­ხა­ტე­ბის დე­ტა­ლურ აღ­წე­რას „პა­ლიტ­რა L-ის“ ცნო­ბი­ლი სე­რი­ის „დიდი მხატ­ვრე­ბის“ ახალ ალ­ბომ­ში გა­ეც­ნო­ბით, რო­მე­ლიც 23 აგ­ვის­ტო­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ. ალ­ბო­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 15 ლარი, გა­ზეთთ­თან ერ­თად - 17 ლარი.

„დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რი­ის ალ­ბო­მე­ბით ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ეც­ნო­ბით, რო­გო­რი­ცაა: ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ვან გოგი, სალ­ვა­დორ დალი, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, პი­კა­სო და სხვ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ბეჭდ­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მხატ­ვრე­ბის უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი წიგ­ნებ­ში თით­ქმის სრუ­ლი სი­ზუს­ტი­თაა გა­და­ტა­ნი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით და­ი­ნა­ხავთ.

ტექ­ნი­კურ სა­კი­თხთან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალ­ბო­მე­ბის ში­ნა­არ­სიც. „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რია თქვენ­თვის ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ლი გახ­დე­ბა და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვრე­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გაც­ნობთ. მათი პი­რა­დი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტო­მაც, რომ არა­ერთ ნა­ხატს სწო­რედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად.

ავტორი:

„მილიონი წითელი ვარდი“ - ლეგენდა თუ რეალობა? - ნიკო ფიროსმანის ცხოვრების უცნობი დეტალები

„მილიონი წითელი ვარდი“ - ლეგენდა თუ რეალობა? - ნიკო ფიროსმანის ცხოვრების უცნობი დეტალები

მსოფლიო ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც სიცოცხლეში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და მუშაობდა, გარდაცვალების შემდეგ კი მისი ნამუშევრების ფასი მილიონს აღემატება. ნიკო ფიროსმანს არც სპეციალური სამხატვრო განათლება მიუღია, ვერც ფუფუნებაში უცხოვრია, პირიქით - სიცოცხლის ბოლომდე ვერ დააღწია თავი უკიდურეს გაჭირვებას. ამის მიუხედავად, ნიკოლას ნამუშევრების გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა, იგი ჩვენი ქვეყნის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.

23 აგვისტოდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ცნობილი სერიის „დიდი მხატვრების“ ახალი, ფიროსმანის ალბომი, რომელშიც წაიკითხავთ ეპოქის მიმოხილვას, გაეცნობით დიდი ქართველი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ნახატების შექმნის ისტორიებსა და მათს დეტალურ აღწერას. გარდა ამისა, ყველა წიგნში პოსტერი გელოდებათ საჩუქრად. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

ობლობა და ხატვისადმი სიყვარული

1870 წელს ნიკო ფიროსმანის მამა გარდაიცვალა, დედა კი ძალიან ავად იყო. უფროსი დის მარიამის ქმარმა იგი თბილისში, თავის ოჯახში წაიყვანა. ნიკო ერთხანს იქ კარგად ცხოვრობდა, მაგრამ ქოლერას ეპიდემიამ მისი დის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიძემ ცოლის ძმაზე მზრუნველობისგან თავი შორს დაიჭირა და იგი სომეხი ემიგრანტის, კალანტარ კალანტაროვის, ოჯახში გაგზავნა. აქ მსახური ბიჭის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ ამას თავისი პირველი ნახატების შექმნაში ხელი არ შეუშლია.

ამავე სახლში ისწავლა წერა-კითხვა, ჭკვიანი ბავშვი იყო, წიგნების კითხვა და ხატვა უყვარდა, თურმე, თავისი ოთახის კედლები სულ მოხატული ჰქონდა. მატერიალურ ინტერესს არ ამჟღავნებდა, შემოქმედებითი საქმიანობა მისი მთავარი გატაცება იყო. ოჯახსაც უყვარდა თავმდაბალი და პატიოსანი ქართველი ბიჭი. მოგვიანებით სხვა ოჯახში გადავიდა, სადაც ასევე მსახურად მუშაობდა.

ტრაგიკული პირადი ცხოვრება

ფიროსმანის პირადი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული იყო. რაც ჩვენთვისაა ცნობილი, მან ერთხელ მოინდომა დაოჯახება - შეძლებული ოჯახის ქვრივ ქალ ელისაბედზე. ნიკომ ელისაბედი იმ ოჯახში გაიცნო, სადაც ბავშვობაში მსახურად მუშაობდა. ელისაბედი რომ დაქვრივდა და მშობლიურ სახლში დაბრუნდა, ნიკო მას სიყვარულში გამოუტყდა და ცოლობაც კი სთხოვა. ერთი ვერსიით, არც ქალი იყო მის მიმაღთ გულგრილი, თუმცა სოციალურმა სტატუსმა და ოჯახის წინააღმდეგობამ შემოთავაზებაზე მაინც უარი ათქმევინა. ნიკომ ელისაბედზეც და იმ ოჯახზეც გული აიცრუა და სახლი დატოვა. ამის შემდეგ იწყება მისი სრულად დამოუკიდებელი ცხოვრება და, ამავე დროს, ბრძოლა გადარჩენისთვის.

ფიროსმანის ბევრი ტილო ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი

თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფიროსმანის ბევრი ტილო ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. შესაძლოა, მათი ნაწილი კვლავ საქართველოში იყოს, ნაწილი კი − საზღვრებს გარეთ. მაგალითად, 2011 წლის 31 მაისს სამართალდამცველებმა ერთ-ერთი საქმის გამოძიებისა ნიკო ფიროსმანის ადრე გაუჩინარებული ტილო „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ მისი ორიგინალურობა დაადასტურა, „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.

ნიკალას კიდევ რამდენიმე ნამუშევარი გადაურჩა უკანონო გასხვისებასა თუ უცხოეთში გატანას. არ არის გამორიცხული, მისი ბევრი ტილო ჯერ კიდევ არ იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი.

„დაჭრილი ჯარისკაცი“

„მილიონი წითელი ვარდი“ - ლეგენდა თუ რეალობა?

რაც უნდა რომანტიკულად გვეჩვენებოდეს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ფიროსმანმა მთელი ქონება გაყიდა, რათა საყვარელი ქალისთვის მილიონი წითელი ვარდი ეჩუქებინა, იგი სიმართლეს შეიძლება არც შეესაბამებოდეს. ვინ იყო ეს ცნობილი ქალი? „აქტრისა მარგარიტა“ ცნობილი ფრანგი მსახიობი მარგარიტა დე სევრი გახლდათ, რომელიც 1909 წელს გასტროლებზე სტუმრობდა თბილისს.

ერთი ვერსიით, ფიროსმანს მარგარიტა პირველი ნახვისთანავე შეუყვარდა, თანაც იმდენად ძლიერ, რომ საყვარელი ქალის გულის მოსაგებად მთელი ქონება გაყიდა და მსახიობის სასტუმრო ოთახის ქვეშ წითელი ვარდების მთელი ხალიჩა მოუფინა. ამ რომანტიკულ ლეგენდას ორი სახის გაგრძელება აქვს: ერთის მიხედვით, მარგარიტა ამ ჟესტით აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ თბილისიდან ვიღაც მდიდარ ჩინოვნიკთან ერთად გაემგზავრა. ხოლო ლეგენდის მეორე სავარაუდო დასასრულის მიხედვით, მარგარიტამ ფიროსმანს ბარათი გაუგზავნა, მაგრამ იმ დროს მხატვარი იმდენად ნასვამი იყო, რომ ვერაფერი გააგებინეს. ამასობაში კი მსახიობმა თბილისი დატოვა.

როგორც ფიროსმანის მკვლევრები აღნიშნავენ, მილიონი წითელი ვარდი მხოლოდ ლეგენდაა და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ფიროსმანს მარგარიტა დე სევრი რეალურად არასოდეს უნახავს, ხოლო ცნობილი ნახატი „აქტრისა მარგარიტა“ აფიშიდან არის გადახატული და არა - რეალური ნატურიდან.

მარგარიტა (მარცხნივ) თავის პორტრეტთან

ფიროსმანი ერთხანს რკინიგზაზე კონდუქტორად მუშაობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისის დუქნებს აფარებდა თავს, მედუქნეებისა თუ მიკიტნების შეკვეთით აბრებს, პორტრეტებსა და სურათებს ხატავდა. მის შემოქმედებაში გვხვდება როგორც სოფლის, ასევე ქალაქური ცხოვრების ამსახველი სურათები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანიმალისტური ჟანრი, რომელშიც ისეთივე გულწრფელი და ექსპრესიულია, როგორიც მის დანარჩენ ნახატებში.

როგორც აღვნიშნეთ, დეტალურ ცნობებს ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ასევე მისი ნახატების დეტალურ აღწერას „პალიტრა L-ის“ ცნობილი სერიის „დიდი მხატვრების“ ახალ ალბომში გაეცნობით, რომელიც 23 აგვისტოდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

„დიდი მხატვრების“ სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. „დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.