სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძე წუხელ რომ იმუშავე, რამდენი დაგირიცხეს? მოდი და ჩემთან ერთად იმუშავე" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა დღესაც გრძელდება
"კალაძე წუხელ რომ იმუშავე, რამდენი დაგირიცხეს? მოდი და ჩემთან ერთად იმუშავე" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა დღესაც გრძელდება

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­ფიც­ვა გრძელ­დე­ბა. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დღეს დი­ლი­დან "თბილ­სე­ვის ჯგუ­ფის" შე­ნო­ბას­თან აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ხელ­ფა­სის 50%-ით გაზ­რდაა.

„ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არის ხელ­ფა­სის გაზ­რდა, ტექ­ნი­კის და გრა­ფი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ხელ­ზე ასა­ღე­ბი გვაქვს 1250 ლარი და 760 ლარს ვი­ღებ. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა სად მი­დის? რა­ტომ არ მო­დის თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე? ხომ უნდა მო­ვი­დეს დაგ­ვე­ლა­პა­რა­კოს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ჩვე­ნი შრო­მა. რა­ტომ არ გვა­ფა­სე­ბენ?! მოგ­ვცენ ის ხელ­ფა­სი, რაც გვაქვს ან გაგ­ვი­ზარ­დონ" , - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

"კა­ლა­ძე წუ­ხელ რომ იმუ­შა­ვე, რამ­დე­ნი და­გი­რი­ცხეს? ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­და სა­ნაგ­ვე­ში რომ იმუ­შა­ვე? მოდი და ჩემ­თან ერ­თად იმუ­შა­ვე. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და მო­სუ­ლი­ყო თბი­ლი სი­ტყვით, ეთ­ქვა, ბი­ჭე­ბო, რა გი­ჭირ­თო. მო­ვი­და და ამ­ბობს, აჟი­ო­ტა­ჟი შექ­მე­ნი­თო" - ამ­ბობს აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­ფიც­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა. რო­გორც კახა კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლებს გა­სულ წელს ხელ­ფა­სე­ბი 20%-ით გა­ე­ზარ­დათ, ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი კი 2022 წლის იან­ვარ­ში კვლავ გა­და­ი­ხე­დე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე რაც და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფორ­მებს უკავ­შირ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მუ­შაო ფორ­მე­ბის შე­ძე­ნაც ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა, ბოლო შეს­ყიდ­ვი­სას კი ტენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა იყო და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია არის და თა­ნამ­შრომ­ლებს სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ახა­ლი ფორ­მე­ბი ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კას, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ტყუ­ი­ლი ით­ქვა, თით­ქოს 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა არ მომ­ხდა­რა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გონივრული ნაბიჯია!
3

 კალაძე იძლევა პირობას რომ თანამშრომლები "ზაფხულის სამოშაო ფორმებს" მიიღებენ "სექტემბერში".ძალიან გონივრული ნაბიჯია მერო! მანამდე ცივი წყალი დალიეთ და ტანზეც გადაისხით ზამთრის ფორმებში რომ არ დაგცხეთო. ამ ფორმებს პირველ სექტემბერს დაარიგებენ თუ 30 ში? ისე არ გამოვიდეს რომ შესცივდეთ და ზამთრის ფორმისთვის გაიფიცონ! იქნებ ამაზეც ვიფიქროთ ნაგავში რომ არ ჩავიხრჩოთ შემდეგში.

ფაქტია
4

ფაქტია, რომ ნაცების და მათი ზონდერების მიერაა აგორებული კალაძის წინააღმდეგ, მელიას სელიფი ნაგავთან და ხაბეიშვილის მივარდნა წუხელ კალაძესთან როცა თბილისის ქუჩებს ასუფთავებდა, ამის დასტურია. გარდა ამისა, 1250 ლარი ხელფასი მეშახტეებს არ აქვთ. იმ მეშახტეებს, რომელთა კომპანია ნაცების ხელშია, მათ რატომ არ უმატებთ ხელფასს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კალაძე წუხელ რომ იმუშავე, რამდენი დაგირიცხეს? მოდი და ჩემთან ერთად იმუშავე" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა დღესაც გრძელდება

"კალაძე წუხელ რომ იმუშავე, რამდენი დაგირიცხეს? მოდი და ჩემთან ერთად იმუშავე" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა დღესაც გრძელდება

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა გრძელდება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღეს დილიდან "თბილსევის ჯგუფის" შენობასთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

„ჩვენი მოთხოვნა არის ხელფასის გაზრდა, ტექნიკის და გრაფიკის გაუმჯობესება. ხელზე ასაღები გვაქვს 1250 ლარი და 760 ლარს ვიღებ. დანარჩენი თანხა სად მიდის? რატომ არ მოდის თბილისის მერი კახა კალაძე? ხომ უნდა მოვიდეს დაგველაპარაკოს, გაითვალისწინოს ჩვენი შრომა. რატომ არ გვაფასებენ?! მოგვცენ ის ხელფასი, რაც გვაქვს ან გაგვიზარდონ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"კალაძე წუხელ რომ იმუშავე, რამდენი დაგირიცხეს? ძალიან გაგიჭირდა სანაგვეში რომ იმუშავე? მოდი და ჩემთან ერთად იმუშავე. ხომ შეიძლებოდა მოსულიყო თბილი სიტყვით, ეთქვა, ბიჭებო, რა გიჭირთო. მოვიდა და ამბობს, აჟიოტაჟი შექმენითო" - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ამასთან, დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასულ წელს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი კი 2022 წლის იანვარში კვლავ გადაიხედება.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პრეტენზიებზე რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და გამარჯვებული კომპანია არის და თანამშრომლებს სექტემბრის დასაწყისში ახალი ფორმები ექნებათ.

რაც შეეხება ტექნიკას, მან განაცხადა, რომ ტყუილი ითქვა, თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკის შეძენა არ მომხდარა.