მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიყვანეთ ეს "ბორდი" თუ "ბორდელი", "ოცნებამ" უნდა შეძლოს ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია" - რა წერია წერილში, რომლითაც მწრალთა აკადემიამ წულუკიანს მიმართა
"გაიყვანეთ ეს "ბორდი" თუ "ბორდელი", "ოცნებამ" უნდა შეძლოს ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია" - რა წერია წერილში, რომლითაც მწრალთა აკადემიამ წულუკიანს მიმართა

მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ის წევ­რე­ბი კულ­ტუ­რის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა­ვენ. უფ­რო­სი თა­ო­ბის მწერ­ლე­ბი მწე­რალ­თა სახ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეც­ვლას ითხო­ვენ. მწე­რალ­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მო­უ­წო­დებს, აღად­გი­ნოს ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სე­ბა და უფ­ლე­ბე­ბი და მო­ახ­დი­ნოს ჩა­რე­ცხი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

წე­რილ­ში მი­ნისტრს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ მოხ­დეს "მწე­რალ­თა სახ­ლის" სრუ­ლი რე­ფორ­მა, ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შეც­დო­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა უნდა გა­მო­ას­წო­როს:

"ქალ­ბა­ტო­ნო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არი­ან მწე­რალ­თა სახ­ლის ახ­ლან­დე­ლი ბი­ნა­დარ­ნი? - სა­ა­კაშ­ვი­ლის ბორ­დი, გუ­გუ­ლის ბუ­დე­ში ჩას­ხმუ­ლი ყვა­ვის წი­წი­ლე­ბი… ქარ­თულ მით­ში (ფოლკ­ლორ­ში) არ­სე­ბობს ასე­თი დე­ფი­ნი­ცია: „უდ­როო დრო­ში ხვთის კარ­ზე ეშ­მა­კე­ბი კარ­ვებს დგამ­დნენ და ქვე­ყა­ნას ინა­წი­ლებ­დნე­ნო!“ რა დრო დად­გა ისე­თი, ქალ­ბა­ტო­ნო თეა, რომ მწე­რალ­თა ის­ტო­რი­ულ (სა­რა­ჯიშ­ვი­ლი­სე­ულ) სახ­ლში შეჭ­რი­ლი მედ­რო­ვე-მო­რო­დი­ო­რე­ბი ვერ გა­ვიყ­ვა­ნეთ?! სა­ა­კაშ­ვილ­მა მწე­რალ­თა ის­ტო­რი­ულ სახ­ლში „ეშ­მა­კებს და­ად­გმე­ვი­ნა კარ­ვე­ბი“, მწერ­ლე­ბი კი სპეც­რაზ­მე­ბით გან­დევ­ნა!..

ცხრა წე­ლი­წა­დი ვერც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­აც­ვლე­ვი­ნა ამათ ფეხი. ახლა აქ ტი­ცი­ა­ნის, გა­ლა­კტი­ო­ნის, გამ­სა­ხურ­დი­ას, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის, ლე­ო­ნი­ძის, დუმ­ბა­ძის და სხვა გე­ნი­ა­ლურ მწე­რალ­თა და მწიგ­ნო­ბარ­თა ბრწყინ­ვა­ლე ტა­ძარ­ში, ეს ქა­ჯე­ბი „ბა­ი­რა­მო­ბენ“. ახლა ამ ეშ­მა­კებს გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ: სა­ტა­ნის­ტუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან („კავ­კა­სია“, ტვ 1): ამ სახ­ლი­დან ბოლ­შე­ვი­კი, კო­მუ­ნის­ტი მწერ­ლე­ბი განვდევ­ნო­თო.ვინ გან­დევ­ნეს ამ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მოყ­ვა­ნილ­მა ახალ­მა მა­სო­ნურ-იე­ღო­ვურ­მა ლე­ნი­ნელ­მა პრო­ლეტ­კულ­ტე­ლებ­მა?ამათ ჩვენ მიერ, ჩვე­ნი თა­ო­ბის მიერ გან­დევ­ნი­ლი რუ­სის ჯარი შე­მო­აბ­რუ­ნეს უკან და ჩვე­ნი მიწა-წყა­ლი ჩა­ა­ბა­რეს. რუ­სე­ბი მარ­თლაც ჩვენ­მა, 70-80-ია­ნე­ლე­ბის უმა­მა­ცეს­მა და უნი­ჭი­ე­რეს­მა თა­ო­ბამ გა­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან და 9 აპ­რილს ბე­დის­წე­რუ­ლი ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა გა­უ­მარ­თა რუ­სის ჯა­ლა­თებს, რა­შიც პირ­და­პირ თუ ირი­ბად ყვე­ლა მწე­რა­ლი და ხე­ლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და: ერ­თმა­ნე­თის და­კარ­გულ ცოლ-შვილ­სა და მე­გობ­რებს ვე­ძებ­დით!

ლი­ბე­რას­ტე­ბის ეს კას­ტა და „კლას­ტე­რი“ კი მერე მოჰ­ყვა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხრო­ვას და მო­ი­ტა­ნა ის ლე­ნი­ნურ-ბოლ­შე­ვი­კუ­რი (ლი­ბე­რას­ტუ­რი) ზნე­ნი და თვი­სე­ბა­ნი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­ე­წირ­ნენ პატ­რი­ო­ტი, უნი­ჭი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი. ჩვენ­მა, 70-80-იანი წლე­ბის უნი­ჭი­ე­რეს­მა თა­ო­ბამ შექ­მნა XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, კი­ნო­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­ნე­სან­სი; ჩვენ­მა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ გა­მო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ი­დან. ამათ ისევ უკან შე­აბ­რუ­ნეს. ამათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­გირ­დებ­მა, მწე­რალ­თა სახ­ლში რომ მო­კა­ლათ­დნენ, მო­ა­ხერ­ხეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და მწერ­ლო­ბის „ოკუ­პა­ცია“ (ექ­სპროპ­რი­ა­ცია), სა­დაც შეხ­ვალ - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში, სტამ­ბებ­სა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, ყველ­გან ესე­ნი გხვდე­ბი­ან წინ „სო­ლო­მო­ნის მკვდრე­ბი­ვით“ და სა­არ­სე­ბო სივ­რცეს გარ­თმე­ვენ.

მწე­რალ­თა სახ­ლშიც ესე­ნი ჩა­ბუდ­დნენ და ცო­ცხა­ლი თა­ვით არ უშ­ვე­ბენ მწერ­ლებს, მე­მო­რი­ა­ლურ ბაღ­შიც კი ვერ შეხ­ვალ, თუ ამ აწ უკვე სას­ტუმ­რო-სა­რეს­ტორ­ნო ბა­ღად ქცე­უ­ლი სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა, ვინ­მე უწიგ­ნურ­მა ლო­მო­უ­რის ქალ­მა არ მოგ­ცა ნე­ბარ­თვა-საშ­ვი. ამათ აფი­ნან­სებს ყვე­ლა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ბიზ­ნე­სი, ბან­კე­ბი და ფონ­დე­ბი: ხა­ზა­რა­ძე-ოქუ­აშ­ვი­ლე­ბი და მის­თა­ნა­ნი… და რა­ტომ­ღაც ამათ­ვე აფი­ნან­სებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ანუ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროც (ამ ქვეყ­ნის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ოხ­რებ­ლებს და მა­გი­ნებ­ლებს), რაც მარ­თლა პა­რა­დოქ­სია!

ქალ­ბა­ტო­ნო თეა, მა­ჩაბ­ლის 13 ნო­მე­რი ჩვენ­თვის არის წარ­თმე­უ­ლი და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. ეს სახ­ლი არ არის, მა­გა­ლი­თად, „სი­პის“ კუთ­ვნი­ლე­ბა. ახლა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო აფი­ნან­სებს იქ რუ­რუ­ას­დრო­ინ­დელ „დე­სანტს“, აძ­ლევს კონ­კურ­სე­ბის მო­სა­წყობ სო­ლი­დურ სახ­სრებს, უხ­დის სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­ფა­სებს, უფი­ნან­სებს გა­ზეთს! და მათ­ვე აგ­ზავ­ნის უცხო­ეთ­ში კულ­ტუ­რულ ბი­ე­ნა­ლე­ებ­ზე, წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე­ებ­ზე, სა­ი­და­ნაც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აგი­ნე­ბენ. რა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას ამას? რა ტი­პის მოვ­ლე­ნაა ეს? ამა­ვე დროს, მწე­რალ­თა სახ­ლში შეყ­ვა­ნი­ლი „ხლის­ტე­ბი“, თქვე­ნი­ვე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში ერთი წევ­რის შეყ­ვა­ნის ნე­ბა­საც კი არ გაძ­ლე­ვენ, უტი­ფარ გან­გაშს ტე­ხენ!

ქალ­ბა­ტო­ნო თეა, რაც ხდე­ბა, ეს სირ­ცხვილ­ზე უფრო მე­ტია. უსა­მარ­თლო­ბაა და კი­დევ რა­ღაც სხვა… გა­იყ­ვა­ნეთ ეს „ბორ­დი“ თუ „ბორ­დე­ლი“ აქე­დან და აღად­გი­ნეთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა! მარ­თლაც სამ­წერ­ლო, ის­ტო­რი­ულ-მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახ­ლი, სა­დაც მწერ­ლებს შეკ­რე­ბა უხა­რო­დათ, სი­ა­მოვ­ნებ­დათ ბიბ­ლო­ი­თე­კა­სა თუ ბაღ­ში ჯდო­მა, არ­ქი­ვებ­ში ძი­ე­ბა… ამათ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა და გა­რე­მო მარ­თლაც „ბარ­და­კად“, რეს­ტორ­ნად და სას­ტუმ­რო­ად აქ­ცი­ეს… გა­ა­ნად­გუ­რეს ბიბ­ლი­ო­თე­კა, არ­ქი­ვი და სხვა მრა­ვა­ლი… მოდი, ვი­კი­თხოთ (და ჩვენ არა­ერ­თხელ ვი­კი­თხეთ და გა­მოვ­ხა­ტეთ აღ­შფო­თე­ბა): ვინ არი­ან ესე­ნი, რა ძალა იცავს და მფარ­ვე­ლობს მათ? რას წე­რენ და რა კონ­კურ­სებს ატა­რე­ბენ? რა არის პრე­მია „ლი­ტე­რა“ და ვინ აფუძ­ნებს? რა არის პრე­მია „საბა“ და ვინ აფი­ნან­სებს ერის სავ­ნებ­ლად ჩა­საფ­რე­ბულ ამ ჯა­შუ­შებს? ჭეშ­მა­რი­ტი მწერ­ლე­ბის­თვის არც ერთი კონ­კურ­სი, გრან­ტი და პრე­მია არ არ­სე­ბობს!

100 რჩე­უ­ლი, ელი­ტუ­რი მწე­რა­ლი და მწიგ­ნო­ბა­რი (ყვე­ლა თა­ო­ბის) წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავს მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ას; არა­ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე თარ­გმა­ნის ავ­ტო­რი; არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი პო­ე­ზი­ი­სა თუ პრო­ზის შე­მოქ­მე­დი. არც ერთი ჩვენ­გა­ნი არ მი­უწ­ვე­ვი­ათ არც ერთ ბი­ე­ნა­ლე­ზე, არც რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სზე. ქალ­ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო: მი­ე­ცით მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ას გრან­ტი უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის­თვის; მი­ე­ცით სა­კონ­კურ­სო და­ფი­ნან­სე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად ღირ­სე­უ­ლი მწერ­ლე­ბის­თვის.ქალ­ბა­ტო­ნო თეა, იმა­საც გე­ტყვით: მწე­რალ­თა ეროვ­ნულ­მა აკა­დე­მი­ამ და­ა­ფუძნა „დრო­თა და მოვ­ლე­ნა­თა ცვლის ამ­სახ­ვე­ლი სამ­წერ­ლო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნის“ ჟურ­ნა­ლი „სხვა დრო“. ეს ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­მაც დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ბრენ­დად იქცა, ახლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია უსახ­სრო­ბის გამო. მიმ­დი­ნა­რე წლის (პირ­ვე­ლი) ნო­მე­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლია უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით. ამ ჟურ­ნა­ლის და­ფი­ნან­სე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ.

***

და­სას­რულს ვი­ტყვით, რომ ერის მო­რალს მწერ­ლო­ბა აყა­ლი­ბებს. ქარ­თველ­მა ერმა შე­ას­რუ­ლა გარ­კვე­უ­ლი სამ­წერ­ლო-მწიგ­ნობ­რუ­ლი მი­სია ის­ტო­რი­ის ვრცელ გზა­ზე ფარ­ნა­ვა­ზი­დან დღემ­დე ერის გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ქარ­თვე­ლი ერი და სა­ხელ­მწი­ფო ღირ­სე­უ­ლი მწერ­ლო­ბის გა­რე­შე ვერც დღეს იარ­სე­ბებს!

ამ­ჟა­მად არც ერთი მწე­რა­ლი არ არის მწე­რალ­თა ის­ტო­რი­ულ სახ­ლში და არის სულ სხვა ხალ­ხი. ამათ ჯერ არა­ფე­რი და­უ­წე­რი­ათ. რა­ტომ ის­ვამთ თავ­ზე იმ უწიგ­ნურ ქალ­ბა­ტონს? და­ნიშ­ნეთ სხვა დი­რექ­ტო­რი - ღირ­სე­უ­ლი მოღ­ვა­წე, მწე­რა­ლი. მო­ახ­დი­ნეთ „მწე­რალ­თა სახ­ლის“ სრუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და რე­ფორ­მა. ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეც­დო­მა, რო­მე­ლიც თქვენ უნდა გა­მო­ას­წო­როთ, ქალ­ბა­ტო­ნო თეა. პირ­და­პირ ვი­ტყვით: ჩვენ ვწერთ, დავ­წე­რეთ და კი­დე­ვაც დავ­წერთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გაგ­ვაქვს ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი კონ­კურ­სებ­ზე, არ თარ­გმნი­ან და მა­ინ­ცდა­მა­ინც სკაბ­რე­ზულ, ამო­რა­ლურ მჯღაბ­ნე­ლებს უხ­სნი­ან გზას.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უნდა შეძ­ლოს ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სე­ბის და უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა, ჩა­რე­ცხი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია… კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვთ: გა­ა­უქ­მოთ მწე­რალ­თა სახ­ლის ახ­ლან­დელ ბი­ნა­დარ­თა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბო­ძე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და ეს სახ­ლი და­უბ­რუნ­დეს ჭეშ­მა­რიტ მწერ­ლო­ბას (პატ­რონს)! და­უბ­რუ­ნეთ ოფი­სე­ბი ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნილ აკა­დე­მი­ას და კავ­შირს. არც ერთ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი და­უც­ვე­ლი მწე­რა­ლი არ არ­სე­ბობს, რო­გორც რუს­თა­ვე­ლი­სა და ვა­ჟას სამ­შობ­ლო­ში. ქალ­ბა­ტო­ნო თეა, მწე­რალ­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია რჩე­უ­ლი მწერ­ლე­ბი­თა და მწიგ­ნობ­რე­ბით, მათი მა­ღა­ლი ნი­ჭით, გთხოვთ, იმოქ­მე­დოთ მწერ­ლო­ბის სა­ხე­ლით მწერ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად! მი­ე­ცით კე­ი­სარს კე­ის­რი­სა და სა­კუ­თა­რი წი­ლის ნა­წი­ლი მა­ინც და­უბ­რუ­ნეთ, რომ მწერ­ლო­ბა ქუ­ჩა­ში არ იყოს გან­დევ­ნი­ლი".

  • მწე­რალ­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სა­ხე­ლით წე­რილს ხელს აწე­რენ:

კობა არა­ბუ­ლი, ლერი ალი­მო­ნა­კი, ვახ­ტანგ ხარ­ჩი­ლა­ვა, გური ოტო­ბა­ია, ჯუბა ღე­ბე­ლი, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, თე­მურ შავ­ლა­ძე, ელიზ­ბარ ჯა­ვე­ლი­ძე, ზუ­რაბ თო­რია, ვანო ჩხიკ­ვა­ძე, ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, ელ­დი­ნო სა­ღა­რა­ძე, ირაკ­ლი ვა­შაყ­მა­ძე, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ზაურ კა­ლან­დია, და ა. შ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეები ხთეფა
1

ტარიელ ხარხელაურმა, ლერი ალიმონაკმა და ელდინო საღარაძემ უკვე უარყვეს რო ამ წერილზე ხელი არ მოუწერიათ. 

თინათინი
4

ვინც არის ჩამოთვლილი ნუთუ ამ ხალხს მწერალთა სასახლეში არ უშვებენ? სირცხვილი და თავის მოჭრა, აბა ვინ არიან იქ მოკალათებული? საქმე, რომ სუფთად არ იყო იქიდან ჩანდა, რომ კონკურსი ხელოვნურად ჩაშალეს, ლუსტრაცია არ უნდოდათ. რას ჰქვია ასაკიანი მწერალი გვერდზე გასწიო, ჩარეცხილი თვითონ სააკაშვილი და მისი გუნდია, არ შეეპუოთ ბატონებო, კალამი გიჭრით და კალმით იბრძოლეთ, ამდენი ხანიც უნდა ამოგეღოთ ხმა!

ავტორი:

"გაიყვანეთ ეს "ბორდი" თუ "ბორდელი", "ოცნებამ" უნდა შეძლოს ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია" - რა წერია წერილში, რომლითაც მწრალთა აკადემიამ წულუკიანს მიმართა

"გაიყვანეთ ეს "ბორდი" თუ "ბორდელი", "ოცნებამ" უნდა შეძლოს ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია" - რა წერია წერილში, რომლითაც მწრალთა აკადემიამ წულუკიანს მიმართა

მწერალთა აკადემიის წევრები კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. უფროსი თაობის მწერლები მწერალთა სახლის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ. მწერალთა ეროვნული აკადემია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, აღადგინოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსება და უფლებები და მოახდინოს ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია.

წერილში მინისტრს მოუწოდებენ, რომ მოხდეს "მწერალთა სახლის" სრული რეფორმა, ავტორები აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" შეცდომა თეა წულუკიანმა უნდა გამოასწოროს:

"ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? - სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები… ქართულ მითში (ფოლკლორში) არსებობს ასეთი დეფინიცია: „უდროო დროში ხვთის კარზე ეშმაკები კარვებს დგამდნენ და ქვეყანას ინაწილებდნენო!“ რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! სააკაშვილმა მწერალთა ისტორიულ სახლში „ეშმაკებს დაადგმევინა კარვები“, მწერლები კი სპეცრაზმებით განდევნა!..

ცხრა წელიწადი ვერც „ქართულმა ოცნებამ“ მოაცვლევინა ამათ ფეხი. ახლა აქ ტიციანის, გალაკტიონის, გამსახურდიას, პაოლო იაშვილის, ლეონიძის, დუმბაძის და სხვა გენიალურ მწერალთა და მწიგნობართა ბრწყინვალე ტაძარში, ეს ქაჯები „ბაირამობენ“. ახლა ამ ეშმაკებს გამოუცხადებიათ: სატანისტური ტელევიზიებიდან („კავკასია“, ტვ 1): ამ სახლიდან ბოლშევიკი, კომუნისტი მწერლები განვდევნოთო.ვინ განდევნეს ამ სააკაშვილის შემოყვანილმა ახალმა მასონურ-იეღოვურმა ლენინელმა პროლეტკულტელებმა?ამათ ჩვენ მიერ, ჩვენი თაობის მიერ განდევნილი რუსის ჯარი შემოაბრუნეს უკან და ჩვენი მიწა-წყალი ჩააბარეს. რუსები მართლაც ჩვენმა, 70-80-იანელების უმამაცესმა და უნიჭიერესმა თაობამ გაიყვანა საქართველოდან და 9 აპრილს ბედისწერული ხელჩართული ბრძოლა გაუმართა რუსის ჯალათებს, რაშიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა მწერალი და ხელოვანი მონაწილეობდა: ერთმანეთის დაკარგულ ცოლ-შვილსა და მეგობრებს ვეძებდით!

ლიბერასტების ეს კასტა და „კლასტერი“ კი მერე მოჰყვა სააკაშვილის ხროვას და მოიტანა ის ლენინურ-ბოლშევიკური (ლიბერასტური) ზნენი და თვისებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ პატრიოტი, უნიჭიერესი ქართველი მწერლები. ჩვენმა, 70-80-იანი წლების უნიჭიერესმა თაობამ შექმნა XX საუკუნის ქართული კულტურის, კინოსა და ლიტერატურის რენესანსი; ჩვენმა ინტელიგენციამ გამოიყვანა საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან. ამათ ისევ უკან შეაბრუნეს. ამათ, სააკაშვილის შეგირდებმა, მწერალთა სახლში რომ მოკალათდნენ, მოახერხეს ქართული კულტურისა და მწერლობის „ოკუპაცია“ (ექსპროპრიაცია), სადაც შეხვალ - კულტურის სამინისტროში, გამომცემლობებში, სტამბებსა თუ ტელევიზიებში, ყველგან ესენი გხვდებიან წინ „სოლომონის მკვდრებივით“ და საარსებო სივრცეს გართმევენ.

მწერალთა სახლშიც ესენი ჩაბუდდნენ და ცოცხალი თავით არ უშვებენ მწერლებს, მემორიალურ ბაღშიც კი ვერ შეხვალ, თუ ამ აწ უკვე სასტუმრო-სარესტორნო ბაღად ქცეული სახლის დირექტორმა, ვინმე უწიგნურმა ლომოურის ქალმა არ მოგცა ნებართვა-საშვი. ამათ აფინანსებს ყველა ანტისახელმწიფოებრივი ბიზნესი, ბანკები და ფონდები: ხაზარაძე-ოქუაშვილები და მისთანანი… და რატომღაც ამათვე აფინანსებს ხელისუფლება, ანუ კულტურის სამინისტროც (ამ ქვეყნის და ხელისუფლების მაოხრებლებს და მაგინებლებს), რაც მართლა პარადოქსია!

ქალბატონო თეა, მაჩაბლის 13 ნომერი ჩვენთვის არის წართმეული და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ეს სახლი არ არის, მაგალითად, „სიპის“ კუთვნილება. ახლა კულტურის სამინისტრო აფინანსებს იქ რურუასდროინდელ „დესანტს“, აძლევს კონკურსების მოსაწყობ სოლიდურ სახსრებს, უხდის სახლის ადმინისტრაციას ხელფასებს, უფინანსებს გაზეთს! და მათვე აგზავნის უცხოეთში კულტურულ ბიენალეებზე, წიგნის საერთაშორისო დღეებზე, საიდანაც საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას აგინებენ. რა შეიძლება დაერქვას ამას? რა ტიპის მოვლენაა ეს? ამავე დროს, მწერალთა სახლში შეყვანილი „ხლისტები“, თქვენივე დაფინანსებული კონკურსის ჟიურიში ერთი წევრის შეყვანის ნებასაც კი არ გაძლევენ, უტიფარ განგაშს ტეხენ!

ქალბატონო თეა, რაც ხდება, ეს სირცხვილზე უფრო მეტია. უსამართლობაა და კიდევ რაღაც სხვა… გაიყვანეთ ეს „ბორდი“ თუ „ბორდელი“ აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა! მართლაც სამწერლო, ისტორიულ-მემორიალური სახლი, სადაც მწერლებს შეკრება უხაროდათ, სიამოვნებდათ ბიბლოითეკასა თუ ბაღში ჯდომა, არქივებში ძიება… ამათ ეს ისტორიული შენობა და გარემო მართლაც „ბარდაკად“, რესტორნად და სასტუმროად აქციეს… გაანადგურეს ბიბლიოთეკა, არქივი და სხვა მრავალი… მოდი, ვიკითხოთ (და ჩვენ არაერთხელ ვიკითხეთ და გამოვხატეთ აღშფოთება): ვინ არიან ესენი, რა ძალა იცავს და მფარველობს მათ? რას წერენ და რა კონკურსებს ატარებენ? რა არის პრემია „ლიტერა“ და ვინ აფუძნებს? რა არის პრემია „საბა“ და ვინ აფინანსებს ერის სავნებლად ჩასაფრებულ ამ ჯაშუშებს? ჭეშმარიტი მწერლებისთვის არც ერთი კონკურსი, გრანტი და პრემია არ არსებობს!

100 რჩეული, ელიტური მწერალი და მწიგნობარი (ყველა თაობის) წარმოდგენილი ჰყავს მწერალთა აკადემიას; არაერთი ბრწყინვალე თარგმანის ავტორი; არაერთი უნიკალური პოეზიისა თუ პროზის შემოქმედი. არც ერთი ჩვენგანი არ მიუწვევიათ არც ერთ ბიენალეზე, არც რომელიმე კონკურსზე. ქალბატონო მინისტრო: მიეცით მწერალთა აკადემიას გრანტი უკიდურესად გაჭირვებული მწერლებისთვის; მიეცით საკონკურსო დაფინანსება ჭეშმარიტად ღირსეული მწერლებისთვის.ქალბატონო თეა, იმასაც გეტყვით: მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ დააფუძნა „დროთა და მოვლენათა ცვლის ამსახველი სამწერლო სახელოვნებო და საკრალური ცოდნის“ ჟურნალი „სხვა დრო“. ეს ჟურნალი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, ლიტერატურულ ბრენდად იქცა, ახლა შეჩერებულია უსახსრობის გამო. მიმდინარე წლის (პირველი) ნომერი მომზადებულია უნიკალური მასალებით. ამ ჟურნალის დაფინანსება აუცილებელია კულტურის სამინისტროს მიერ.

***

დასასრულს ვიტყვით, რომ ერის მორალს მწერლობა აყალიბებს. ქართველმა ერმა შეასრულა გარკვეული სამწერლო-მწიგნობრული მისია ისტორიის ვრცელ გზაზე ფარნავაზიდან დღემდე ერის გადარჩენისთვის. ქართველი ერი და სახელმწიფო ღირსეული მწერლობის გარეშე ვერც დღეს იარსებებს!

ამჟამად არც ერთი მწერალი არ არის მწერალთა ისტორიულ სახლში და არის სულ სხვა ხალხი. ამათ ჯერ არაფერი დაუწერიათ. რატომ ისვამთ თავზე იმ უწიგნურ ქალბატონს? დანიშნეთ სხვა დირექტორი - ღირსეული მოღვაწე, მწერალი. მოახდინეთ „მწერალთა სახლის“ სრული რეორგანიზაცია და რეფორმა. ეს არის „ქართული ოცნების“ შეცდომა, რომელიც თქვენ უნდა გამოასწოროთ, ქალბატონო თეა. პირდაპირ ვიტყვით: ჩვენ ვწერთ, დავწერეთ და კიდევაც დავწერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაგვაქვს ჩვენი წიგნები კონკურსებზე, არ თარგმნიან და მაინცდამაინც სკაბრეზულ, ამორალურ მჯღაბნელებს უხსნიან გზას.

"ქართულმა ოცნებამ" უნდა შეძლოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსების და უფლების აღდგენა, ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია… კატეგორიულად მოვითხოვთ: გააუქმოთ მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები და ეს სახლი დაუბრუნდეს ჭეშმარიტ მწერლობას (პატრონს)! დაუბრუნეთ ოფისები ქუჩაში დარჩენილ აკადემიას და კავშირს. არც ერთ მეზობელ ქვეყანაში ისეთი დაუცველი მწერალი არ არსებობს, როგორც რუსთაველისა და ვაჟას სამშობლოში. ქალბატონო თეა, მწერალთა ეროვნული აკადემია რჩეული მწერლებითა და მწიგნობრებით, მათი მაღალი ნიჭით, გთხოვთ, იმოქმედოთ მწერლობის სახელით მწერლისა და სამშობლოს დასაცავად! მიეცით კეისარს კეისრისა და საკუთარი წილის ნაწილი მაინც დაუბრუნეთ, რომ მწერლობა ქუჩაში არ იყოს განდევნილი".

  • მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით წერილს ხელს აწერენ:

კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ.