პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიდერობენ "ქართული ოცნება" და გახარიას პარტია -  ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში?
ლიდერობენ "ქართული ოცნება" და გახარიას პარტია -  ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში?

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მა­ი­სი­დან დღემ­დე, შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით 230 ათა­სი ლარი მი­ი­ღო. მათ შო­რის პარ­ტი­ას ყვე­ლა­ზე მეტი 50 ათა­სი ლარი ლე­ვან ჭი­კა­ძემ შეს­წი­რა.

სამი თვე­ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ოდე­ნო­ბით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მოს­დევს. მას ჯამ­ში, 219 516 ლარი 48 შე­მომ­წირ­ველ­მა გა­და­უ­რი­ცხა.

პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი: ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე, გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი და ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სოფო მდი­ნა­რა­ძე და პარ­ტი­ის წევ­რი ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა.

აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთ პარ­ტი­ას, "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მა­ი­სი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით თან­ხა ორმა შე­მომ­წირ­ველ­მა ჩა­უ­რი­ცხა. მათ შო­რის, ერ­თმა ნიკა ხა­ზა­რა­ძემ ტრან­ზაქ­ცია 4-ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჯამ­ში, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ამ შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით კი 33 030 ლარი მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბას“, პარ­ტი­ამ მა­ი­სი­დან დღემ­დე, შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით 26 660 ლარი მი­ი­ღო. მათ შო­რის, პარ­ტი­ას ყვე­ლა­ზე მეტი 17 ათა­სი ლარი ბე­სა­რი­ონ ქა­მა­და­ძემ შეს­წი­რა. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი იყო ვიქ­ტორ გამ­ყრე­ლი­ძე და მა­რი­ნე ერე­მაშ­ვი­ლი. გამ­ყრე­ლი­ძემ პარ­ტი­ას სამ­ჯერ 100-100 ლარი შეს­წი­რა, ხოლო ერე­მაშ­ვილ­მა სამ­ჯერ 20-20 ლარი გა­და­უ­რი­ცხა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ორ სა­პარ­ლა­მენ­ტო ძა­ლას, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ და "მო­ქა­ლა­ქე­ებს“, არც გი­ორ­გი ვა­შა­ძის და არც ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის პარ­ტი­ას აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს შე­მო­წი­რუ­ლო­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ანუ 'ქართული ოცნება ' და 'ქართული ოცნება '

ირაკლი
1

წარმატებები გახარიას პარტიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

ლიდერობენ "ქართული ოცნება" და გახარიას პარტია -  ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში?

ლიდერობენ "ქართული ოცნება" და გახარიას პარტია -  ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 230 ათასი ლარი მიიღო. მათ შორის პარტიას ყველაზე მეტი 50 ათასი ლარი ლევან ჭიკაძემ შესწირა.

სამი თვეში შემოწირულობების ოდენობით "ქართულ ოცნებას" პარტია "საქართველოსთვის" მოსდევს. მას ჯამში, 219 516 ლარი 48 შემომწირველმა გადაურიცხა.

პარტიის შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები: ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშვილი და ბექა ლილუაშვილი, პარტიის პრესსამსახურის უფროსი სოფო მდინარაძე და პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთ პარტიას, "ლელო საქართველოსთვის“ მაისიდან ივლისის ჩათვლით თანხა ორმა შემომწირველმა ჩაურიცხა. მათ შორის, ერთმა ნიკა ხაზარაძემ ტრანზაქცია 4-ჯერ განახორციელა. ჯამში, სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით კი 33 030 ლარი მიიღო.

რაც შეეხება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას“, პარტიამ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 26 660 ლარი მიიღო. მათ შორის, პარტიას ყველაზე მეტი 17 ათასი ლარი ბესარიონ ქამადაძემ შესწირა. სამი თვის განმავლობაში შემომწირველებს შორის ყველაზე აქტიური იყო ვიქტორ გამყრელიძე და მარინე ერემაშვილი. გამყრელიძემ პარტიას სამჯერ 100-100 ლარი შესწირა, ხოლო ერემაშვილმა სამჯერ 20-20 ლარი გადაურიცხა.

რაც შეეხება კიდევ ორ საპარლამენტო ძალას, "სტრატეგია აღმაშენებელს“ და "მოქალაქეებს“, არც გიორგი ვაშაძის და არც ალეკო ელისაშვილის პარტიას აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს შემოწირულობა არ უფიქსირდება.