სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი უნიკალური შანსია - სააკაშვილის ჩამოსვლა, რომ ციხეში წავიდეს და ხმაური იყოს არჩევნებამდე და გახარიას მიერ კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად" - პაატა ზაქარეიშვილი
"ორი უნიკალური შანსია - სააკაშვილის ჩამოსვლა, რომ ციხეში წავიდეს და ხმაური იყოს არჩევნებამდე და გახარიას მიერ კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად" - პაატა ზაქარეიშვილი

"გუ­შინ მათ სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ყა­ჩა­ღეს, ყო­ველ ქარ­თველს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ვი­საც კი აქვს გან­ცდა, რომ მე ღირ­სე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე ვარ", - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "ნი­უს­რუ­მი“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ანუ­ლი­რე­ბა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ყელ­ში ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი 43%-იანი ბა­რი­ე­რი, რად­გან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხვდე­ბო­და, რომ "ყვე­ლა­ნა­ი­რი გათ­ვლე­ბით 43%-ს ვერ აი­ღებ­და".

რო­გორც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა მათი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ამ ფონ­ზე მი­ი­ღეს ასე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "პა­სუ­ხი არ ეგოთ 43%-ზე“.

"ისი­ნი იო­ლად იღე­ბენ თა­ვის თავ­ზე ნე­ბის­მი­ერ მსოფ­ლიო დო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რად­გან კარ­გად იცი­ან, რომ 5 წუთ­ში ისე "გა­და­აგ­დე­ბენ", წარ­ბი არ შე­უ­თა­მაშ­დე­ბათ. მობ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა არა ევ­რო­პა და ამე­რი­კა, არა­მედ, ხალ­ხი. ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­საძ­ლოა, დო­კუ­მენ­ტის ანუ­ლი­რე­ბის შემ­დეგ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სან­ქცი­ებ­ზეც ღიად და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი და ზო­გი­ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს ვიზა შე­უ­ჩერ­დეს.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ხომ არ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან წა­ქე­ზე­ბუ­ლი, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბა ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც ვერ უპატ­რო­ნებს, არა­მედ სჭირ­დე­ბა დამ­ცი­რე­ბუ­ლი, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქი­ლი, მიგ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა ის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს არ ებ­რძვის და "სა­რე­ვე­ლა ბა­ლახს“ რუ­სე­თის სა­ხით, გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

"რუ­სე­თი ბედ­ნი­ე­რია, ორი აზრი არ არ­სე­ბობს. ჩვენ ყვე­ლა ცოდ­ვის, ყვე­ლა უგ­ვა­ნო­ბის, უსინ­დი­სო­ბი­სა და უნა­მუ­სო­ბის რუ­სეთ­ზე დაბ­რა­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ გვა­თა­ვი­სუფ­ლებს. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს თავ­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ, ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ თუ კარ­გი ხარ, ქარ­თვე­ლი ხარ, თუ ცუდი - რუსი. ძა­ლი­ან იო­ლია შავ-თეთრზე მუ­შა­ო­ბა, ჩვენ ან­გე­ლო­ზე­ბი ვართ და თუ ვი­ღაც ბინ­ძუ­რი შე­მოგ­ვე­პა­რა, ეს რუ­სე­თის ფუ­ლი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და ჩვენს ცოდ­ვებს, უნა­მუ­სო­ბას თვი­თონ­ვე მივ­ხე­დოთ. ყვე­ლაფ­რის სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა კი­დევ უა­რე­სი ქარ­თვე­ლო­ბაა. რა თქმა უნდა, რუ­სე­თი ვი­ღა­ცას ფულს უხ­დის, მაგ­რამ მე, რაც არ უნდა ფული გა­და­მი­ხა­დოს რუ­სეთ­მა, ევ­რო­პის დრო­შას არ ჩა­მოვ­ხევ და არ დავ­წვავ. ქარ­თვე­ლე­ბი აკე­თე­ბენ ამას, რაც არ უნდა რუ­სე­ბი აფი­ნან­სებ­დნენ. და­ვა­ნე­ბოთ თავი სხვა ქვეყ­ნებ­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ებს და მივ­ხე­დოთ ჩვენს უგ­ვან, სა­მარ­ცხვი­ნო ვი­თა­რე­ბას, რაც გვაქვს. ჩვენს ხელ­შია ამ სა­ხელ­მწი­ფოს ბედი, ამომ­რჩე­ველს ვგუ­ლის­ხმობ. სულ მალე არ­ჩევ­ნე­ბი მოვა, ყვე­ლამ გა­იხ­სე­ნეთ ის სცე­ნა, რაც გუ­შინ იყო, ყვე­ლას რცხვე­ნო­და იქ დგო­მა, ყვე­ლას თავი ჩა­ქინ­დრუ­ლი ჰქონ­და, გარ­და 3-4 ადა­მი­ა­ნი­სა“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

  • პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერ­და თუ არა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დო­კუ­მენ­ტის ანუ­ლი­რე­ბას მა­ინც მო­ახ­დენ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­ცხვი­ნოდ მო­იქ­ცა, როცა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი არ მო­ა­წე­რა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მხო­ლოდ სა­ბა­ბი მის­ცა, მაგ­რამ ხელი რომ მო­ე­წე­რა, ისი­ნი ამას მა­ინც გა­ა­კე­თებ­დნენ, სხვა რა­მეს მო­ი­ფიქ­რებ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, დღეს, თუ ოპო­ზი­ცი­ას მარ­თლა უნდა, რომ და­ა­მარ­ცხოს ან "და­სა­ჯოს“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არ უნდა "და­არ­ტყას“. პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­ხა­რი­ამ სა­კუ­თა­რი თავი მე­რო­ბის კან­დი­და­ტად უნდა წა­რად­გი­ნოს.

"თუ გა­ხა­რია მარ­თლა ხვდე­ბა რა მოხ­და, უნდა და­ა­ყე­ნოს თა­ვი­სი თავი მე­რო­ბის კან­დი­და­ტად. მა­ინც ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, რა თქმა უნდა, მაგ­რამ უცებ გა­მოჩ­ნდე­ბა გა­ხა­რი­ას ძალა, რად­გან ყვე­ლა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი მას მის­ცემს ხმას, არა მარ­ტო "ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი. მას აქვს ახლა უნი­კა­ლუ­რი შან­სი, თვი­თონ იყოს კან­დი­და­ტი“,-გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

  • მისი თქმით, ახლა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას აქვს შან­სი, მისი "ვარ­სკვლა­ვი აენ­თოს“.

"ორი უნი­კა­ლუ­რი შან­სია, რომ დღეს სი­ტუ­ა­ცია შე­მოტ­რი­ალ­დეს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ძვი­რად და­უჯ­დეს. ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა 2 კვი­რით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ცი­ხე­ში წა­ვი­დეს და ხმა­ურ­მა იტ­რი­ა­ლოს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მე­ო­რე, გა­ხა­რი­ას მიერ თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბა თბი­ლი­სის მე­რად“,-გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატას ოცნებები!
10

რა გახარია რა სააკაშვილი,სკანდალი არის ფართომასშტაბიანი და ამას მოყვება ისედაც ქარიშხალი.ისე რომ არავითარი ტორნადო აღარაა საჭირო. ბიძინამ თხარა თხარა და დამარცხება გამოთხარა,როგორც ქვეყნის შიგნით ისე დასავლეთში.ამაზე საუკეთესო საჩუქარს ის ოპოზიციას ვერაფრით გაუკეთებდა. თავად ოცნებამ აღიარა დამარცხება და ბიძინას არასწორი გათვლა ოცნება 2 ის შექმნით.

კლკ
1

ეს ყოფილი ქოც-მინისტერი შორს წავა! მინისტერი არა უფრო კვახი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ორი უნიკალური შანსია - სააკაშვილის ჩამოსვლა, რომ ციხეში წავიდეს და ხმაური იყოს არჩევნებამდე და გახარიას მიერ კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად" - პაატა ზაქარეიშვილი

"ორი უნიკალური შანსია - სააკაშვილის ჩამოსვლა, რომ ციხეში წავიდეს და ხმაური იყოს არჩევნებამდე და გახარიას მიერ კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად" - პაატა ზაქარეიშვილი

"გუშინ მათ სახელმწიფო დააყაჩაღეს, ყოველ ქართველს შეურაცხყოფა მიაყენეს, ვისაც კი აქვს განცდა, რომ მე ღირსეული სახელმწიფოს მოქალაქე ვარ", - ასე შეაფასა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“ "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას "ყელში ჰქონდა გაჩხერილი 43%-იანი ბარიერი, რადგან "ქართული ოცნება“ ხვდებოდა, რომ "ყველანაირი გათვლებით 43%-ს ვერ აიღებდა".

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლამ ძალიან სერიოზულად დააზიანა მათი პერსპექტივები და ამ ფონზე მიიღეს ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ "პასუხი არ ეგოთ 43%-ზე“.

"ისინი იოლად იღებენ თავის თავზე ნებისმიერ მსოფლიო დონის ვალდებულებას, რადგან კარგად იციან, რომ 5 წუთში ისე "გადააგდებენ", წარბი არ შეუთამაშდებათ. მობრუნება იქნება არა ევროპა და ამერიკა, არამედ, ხალხი. ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, დოკუმენტის ანულირების შემდეგ, ინდივიდუალურ სანქციებზეც ღიად დაიწყოს საუბარი და ზოგიერთ თანამდებობის პირს ვიზა შეუჩერდეს.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იყო ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან წაქეზებული, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ "რუსეთს არ სჭირდება ისეთი საქართველო, რომელსაც ვერ უპატრონებს, არამედ სჭირდება დამცირებული, მუხლებზე დაჩოქილი, მიგდებული საქართველო“.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების პრობლემაა ის, რომ ამ ყველაფერს არ ებრძვის და "სარეველა ბალახს“ რუსეთის სახით, გაზრდის საშუალებას აძლევს.

"რუსეთი ბედნიერია, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ყველა ცოდვის, ყველა უგვანობის, უსინდისობისა და უნამუსობის რუსეთზე დაბრალება პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენს თავზე უნდა ვისაუბროთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მივეჩვიეთ, რომ თუ კარგი ხარ, ქართველი ხარ, თუ ცუდი - რუსი. ძალიან იოლია შავ-თეთრზე მუშაობა, ჩვენ ანგელოზები ვართ და თუ ვიღაც ბინძური შემოგვეპარა, ეს რუსეთის ფულითაა გაკეთებული. ეს ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. კეთილი ვინებოთ და ჩვენს ცოდვებს, უნამუსობას თვითონვე მივხედოთ. ყველაფრის სხვაზე გადაბრალება კიდევ უარესი ქართველობაა. რა თქმა უნდა, რუსეთი ვიღაცას ფულს უხდის, მაგრამ მე, რაც არ უნდა ფული გადამიხადოს რუსეთმა, ევროპის დროშას არ ჩამოვხევ და არ დავწვავ. ქართველები აკეთებენ ამას, რაც არ უნდა რუსები აფინანსებდნენ. დავანებოთ თავი სხვა ქვეყნებზე სპეკულაციებს და მივხედოთ ჩვენს უგვან, სამარცხვინო ვითარებას, რაც გვაქვს. ჩვენს ხელშია ამ სახელმწიფოს ბედი, ამომრჩეველს ვგულისხმობ. სულ მალე არჩევნები მოვა, ყველამ გაიხსენეთ ის სცენა, რაც გუშინ იყო, ყველას რცხვენოდა იქ დგომა, ყველას თავი ჩაქინდრული ჰქონდა, გარდა 3-4 ადამიანისა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

  • პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერდა თუ არა, ხელისუფლება დოკუმენტის ანულირებას მაინც მოახდენდა.

"ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად სამარცხვინოდ მოიქცა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და "ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საბაბი მისცა, მაგრამ ხელი რომ მოეწერა, ისინი ამას მაინც გააკეთებდნენ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს, თუ ოპოზიციას მართლა უნდა, რომ დაამარცხოს ან "დასაჯოს“ "ქართული ოცნება“, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას არ უნდა "დაარტყას“. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ საკუთარი თავი მერობის კანდიდატად უნდა წარადგინოს.

"თუ გახარია მართლა ხვდება რა მოხდა, უნდა დააყენოს თავისი თავი მერობის კანდიდატად. მაინც ვერ გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ უცებ გამოჩნდება გახარიას ძალა, რადგან ყველა გაბრაზებული ხალხი მას მისცემს ხმას, არა მარტო "ოცნების“ ამომრჩეველი. მას აქვს ახლა უნიკალური შანსი, თვითონ იყოს კანდიდატი“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

  • მისი თქმით, ახლა გიორგი გახარიას აქვს შანსი, მისი "ვარსკვლავი აენთოს“.

"ორი უნიკალური შანსია, რომ დღეს სიტუაცია შემოტრიალდეს და "ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდეს. ეს არის სააკაშვილის ჩამოსვლა 2 კვირით ადრე საქართველოში, რომ ციხეში წავიდეს და ხმაურმა იტრიალოს არჩევნებამდე და მეორე, გახარიას მიერ თავისი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.