საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მამოლოგი თოდუას კლინიკაში კონსულტაციებს გამართავს
იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მამოლოგი თოდუას კლინიკაში კონსულტაციებს გამართავს

3, 4, 5 აგ­ვის­ტოს, ფ. თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის მოწ­ვე­ვით კლი­ნი­კა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ებს ჩა­ა­ტა­რებს მი­ლა­ნის Istituto Europeo di Oncologia სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ქი­რურ­გი-მა­მო­ლო­გი ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძე.

ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძე 2004 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობს მი­ლა­ნის Istituto Europeo di Oncologia სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტრში და 2005 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს მი­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მა­მო­ლო­გი­ა­ში.

2009 წელს მი­ი­ღო Floriana Adinolfi Diomelli სა­ხე­ლო­ბის ახალ­გაზ­რდა ექიმ­თა პრე­მია სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

გა­ი­ა­რა რე­ზი­დენ­ტუ­რა მი­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის ზო­გა­დი ქი­რურ­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში.

სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ო­და ირ­ლან­დი­ა­ში, დუბ­ლი­ნის St. Vincent University Hospital -ში, მა­მო­ლო­გი­ა­ში და მი­ღე­ბუ­ლი აქვს სერ­ტი­ფი­კა­ტი ირ­ლან­დი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო საბ­ჭოს­გან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სრუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ.

2017 წელს გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა მა­მო­ლო­გი­ის დარ­გში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ნიუ იორ­კის, Memorial Sloan Kettering Cancer Center - ში.

არის ევ­რო­პის ონ­კო­ლო­გი­უ­რი სკო­ლის - ESO-ს წევ­რი.

არის მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ი­სა და კვლე­ვის ავ­ტო­რი და თა­ნა­ავ­ტო­რი.

სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის პრო­ექ­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პი­ო­ნე­რი.

სტუმ­რო­ბის დროს, ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძე და­ეს­წრე­ბა თო­დუ­ას კლი­ნი­კის კონ­სი­ლი­უ­მებს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნდთან ერ­თად.

ქი­რურგ-მა­მო­ლოგ ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე წი­ნას­წა­რი ჩა­წე­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა თო­დუ­ას კლი­ნი­კის ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით- 2 57 57 57

ავტორი:

იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მამოლოგი თოდუას კლინიკაში კონსულტაციებს გამართავს

იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მამოლოგი თოდუას კლინიკაში კონსულტაციებს გამართავს

3, 4, 5 აგვისტოს, ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის მოწვევით კლინიკაში კონსულტაციებს ჩაატარებს მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ქირურგი-მამოლოგი ნიკოლოზ ფერაძე.

ნიკოლოზ ფერაძე 2004 წლიდან მოღვაწეობს მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევით ცენტრში და 2005 წელს მიღებული აქვს მილანის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მამოლოგიაში.

2009 წელს მიიღო Floriana Adinolfi Diomelli სახელობის ახალგაზრდა ექიმთა პრემია სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

გაიარა რეზიდენტურა მილანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის სპეციალობაში.

სტაჟირებას გადიოდა ირლანდიაში, დუბლინის St. Vincent University Hospital -ში, მამოლოგიაში და მიღებული აქვს სერტიფიკატი ირლანდიის გენერალური სამედიცინო საბჭოსგან სპეციალისტების სრული რეგისტრაციის შესახებ.

2017 წელს გაიარა სტაჟირება მამოლოგიის დარგში ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის, Memorial Sloan Kettering Cancer Center - ში.

არის ევროპის ონკოლოგიური სკოლის - ESO-ს წევრი.

არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი და თანაავტორი.

სარძევე ჯირკვლის რობოტული ქირურგიის პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პიონერი.

სტუმრობის დროს, ნიკოლოზ ფერაძე დაესწრება თოდუას კლინიკის კონსილიუმებს მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.

ქირურგ-მამოლოგ ნიკოლოზ ფერაძესთან კონსულტაციებზე წინასწარი ჩაწერა ხორციელდება თოდუას კლინიკის ცხელი ხაზის მეშვეობით- 2 57 57 57