პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!
„ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!

მა­ცო­ცხლე­ბე­ლი წყა­ლი, ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და

130 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბორ­ჯო­მი“, ახალ კამ­პა­ნი­ას იწყებს, რო­მელ­შიც აქ­ცენტს იუ­ვე­ნი­ლუ­რი, ანუ პირ­ველ­ქმნი­ლი წყლის აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რი­ა­ზე აკე­თებს. ვი­დეო რგო­ლი „ბორ­ჯო­მის“ შე­სა­ხებ ლე­გენ­დას გვი­ამ­ბობს, რომ­ლის თა­ნახ­მად, მო­ნა­დი­რე­ე­ბის­გან დაჭ­რი­ლი ირე­მი, სწო­რედ „ბორ­ჯო­მის“ უნი­კა­ლუ­რი წყლით გა­ნი­კურ­ნა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ „ბორ­ჯო­მი“ იუ­ვე­ნი­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის წყა­ლია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც 60-ზე მეტი სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლია. სწო­რედ წყლის უნი­კა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი გახ­და ახა­ლი კამ­პა­ნი­ის სა­ფუძ­ვე­ლი.

მა­ცო­ცხლე­ბე­ლი წყა­ლი, ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და - სწო­რედ ეს არის ახა­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რად­გან ეს არის წყა­ლი, რო­მე­ლიც აცო­ცხლებს სხე­ულს, გო­ნე­ბა­სა და სულს.

ირი­ნა კე­ი­დია, „ბორ­ჯო­მის“ ბრენდ მე­ნე­ჯე­რი:

„ქარ­თულ ლე­გენ­და­რულ მი­ნე­რა­ლურ წყალს - “ბორ­ჯომს“ საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გლო­ბა­ლუ­რი გეგ­მე­ბი აქვს, ვვი­თარ­დე­ბით სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტეთ ახალ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში აქ­ცენ­ტი „ბორ­ჯო­მის“ ქარ­თულ წარ­მო­შო­ბა­ზე და მის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბებ­ზე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. სწო­რედ ამი­ტომ, იუ­ვე­ნი­ლუ­რი წყლის აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია გა­მო­ვი­ყე­ნეთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის პრე­ზენ­ტა­ცია პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დე­ბა, შემ­დეგ კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­დე­ბა.“

ვი­დეო რგო­ლი, ევ­რო­პულ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა სა­ა­გენ­ტო Virtue-მ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ში, ზღაპ­რულ პრო­მე­თეს მღვი­მე­სა და თბი­ლის­ში გა­და­ი­ღო. ვი­დე­ოს მთა­ვა­რი გმი­რი მო­დე­ლი ლიკა რიგ­ვა­ვაა, დი­ზა­ი­ნე­რი - იკა ბო­ბო­ხი­ძე. ზღაპ­რულ გა­რე­მო­ში, ბრენ­დი კომ­პო­ზი­ტორ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი­სა და ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მიერ, სპე­ცი­ა­ლუ­რად „ბორ­ჯო­მის­თვის“ შექ­მნი­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე გვა­მოგ­ზა­უ­რებს.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი:

„ბორ­ჯომ­თან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს, რის გა­მოც გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თვის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო, რამ­დე­ნი­მე წამ­ში, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა. მინ­და რომ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს, წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნას არა მხო­ლოდ „ბორ­ჯომ­ზე“, არა­მედ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც „ბორ­ჯო­მის“ სამ­შობ­ლო­ზე. მუ­სი­კის პირ­ველ ეპი­ზოდ­ში ლელა თა­თა­რა­ი­ძის სიმ­ღე­რა „სამ­შობ­ლოს“ რამ­დე­ნი­მე წამი გა­მო­ვი­ყე­ნე, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი უკვე სპე­ცი­ა­ლუ­რად „ბორ­ჯო­მის­თვის“ შევ­ქმე­ნი. მუ­სი­კის სიმ­ფო­ნი­უ­რი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სიმ­ფო­ნი­ურ­მა ორ­კესტრმა ჩა­წე­რა. ელექტრო­ნულ ნა­წილ­ზე კი გი­ორ­გი შა­მა­ნა­ურ­მა იმუ­შა­ვა.“

ვი­დეო რგოლ­ში მხატ­ვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი და ქარ­თუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­იქ­მნა ბოლ­ნი­სის ჯვრის ფორ­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო-ორ­ნა­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზეც. სიმ­ბო­ლო-ორ­ნა­მენ­ტი ერ­თმა­ნეთ­ში აერ­თი­ა­ნებს „ბორ­ჯო­მის“ წყა­როს, ქარ­თულ იდენ­ტო­ბას და ირემს, რო­გორც „ბორ­ჯო­მის“ სიმ­ბო­ლოს. იმის­თვის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, ბრენ­დის ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა კი­დევ უფრო ხაზ­გას­მუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტი­პოგ­რა­ფი­ა­ში, „ბორ­ჯო­მი“ ქარ­თულ მხედ­რულ დამ­წერ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დამ­წერ­ლო­ბას­თან აერ­თი­ა­ნებს.

„ბორ­ჯო­მის ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში დღე­ი­დან ჩა­ეშ­ვე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი ევ­რო­პა­ში, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გავ­რცელ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Persones
19

თუ რეკლამას შეიძლება ხელოვნების ნიმუში ვიწოდოდ, ეს რეკლამა ნამდვილად იმსახურებს, ბორჯომი არის საუკეთესო წყალი. 

ზურაბ
1

ბორჯომო ნაღდად საუკეთესო წყალია მსოფლიოში. საინტერესოა ვინაა მფლობელი ამ ჩვენი ქვეყნის საამაყო სიმდიდრის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

„ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!

„ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!

მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა

130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“, ახალ კამპანიას იწყებს, რომელშიც აქცენტს იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზე აკეთებს. ვიდეო რგოლი „ბორჯომის“ შესახებ ლეგენდას გვიამბობს, რომლის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი, სწორედ „ბორჯომის“ უნიკალური წყლით განიკურნა.

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ „ბორჯომი“ იუვენილური წარმოშობის წყალია, რომლის შემადგენლობაშიც 60-ზე მეტი სასარგებლო მინერალია. სწორედ წყლის უნიკალური შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები გახდა ახალი კამპანიის საფუძველი.

მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა - სწორედ ეს არის ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი, რადგან ეს არის წყალი, რომელიც აცოცხლებს სხეულს, გონებასა და სულს.

ირინა კეიდია, „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი:

„ქართულ ლეგენდარულ მინერალურ წყალს - “ბორჯომს“ საკმაოდ ამბიციური გლობალური გეგმები აქვს, ვვითარდებით საექსპორტო ბაზრებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ახალ კომუნიკაციაში აქცენტი „ბორჯომის“ ქართულ წარმოშობაზე და მის უნიკალურ თვისებებზე გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, იუვენილური წყლის აღმოჩენის ისტორია გამოვიყენეთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია პირველად საქართველოში მოხდება, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება.“

ვიდეო რგოლი, ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში, მარტვილის კანიონში, ზღაპრულ პრომეთეს მღვიმესა და თბილისში გადაიღო. ვიდეოს მთავარი გმირი მოდელი ლიკა რიგვავაა, დიზაინერი - იკა ბობოხიძე. ზღაპრულ გარემოში, ბრენდი კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ, სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შექმნილი მუსიკის ფონზე გვამოგზაურებს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fborjomi%2Fvideos%2F530295378094471%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი:

„ბორჯომთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს, რის გამოც განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის სამუშაო პროცესი. მთავარი ამოცანა იყო, რამდენიმე წამში, მეჩვენებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა. მინდა რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, წარმოდგენა შეექმნას არა მხოლოდ „ბორჯომზე“, არამედ მთელ საქართველოზე, როგორც „ბორჯომის“ სამშობლოზე. მუსიკის პირველ ეპიზოდში ლელა თათარაიძის სიმღერა „სამშობლოს“ რამდენიმე წამი გამოვიყენე, მეორე ნაწილი კი უკვე სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შევქმენი. მუსიკის სიმფონიური ნაწილი საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა. ელექტრონულ ნაწილზე კი გიორგი შამანაურმა იმუშავა.“

ვიდეო რგოლში მხატვრული ელემენტები და ქართული სიმბოლოებია გამოყენებული. შეიქმნა ბოლნისის ჯვრის ფორმაზე დაფუძნებული, სპეციალური სიმბოლო-ორნამენტი, რომელიც დატანილია საქართველოს დროშაზეც. სიმბოლო-ორნამენტი ერთმანეთში აერთიანებს „ბორჯომის“ წყაროს, ქართულ იდენტობას და ირემს, როგორც „ბორჯომის“ სიმბოლოს. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ბრენდის ქართული იდენტობა კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, კომუნიკაციის ტიპოგრაფიაში, „ბორჯომი“ ქართულ მხედრულ დამწერლობას სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობასთან აერთიანებს.

„ბორჯომის ახალი სარეკლამო რგოლი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში დღეიდან ჩაეშვება, მოგვიანებით კი სარეკლამო რგოლი ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდება.

R