მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ
"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რი­სა და რუ­სე­თის პატ­რირ­ქის კი­რი­ლეს მი­მო­წე­რას ასა­ჯა­რო­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ა­თა მე­თა­უ­რე­ბის მი­მო­წე­რის თარ­გმანს, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

„მისი უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ და უნე­ტა­რე­სო­ბავ, ღვთივ საყ­ვა­რე­ლო ძმაო,

მი­ვი­ღე 2021 წლის 24 ივ­ნი­სით და­თა­რი­ღე­ბულ თქვე­ნი თხოვ­ნის წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ზაზა გა­ხე­ლა­ძის­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სას­ჯელს იხ­დის სამ­ხრეთ ოსეთ­ში.

ზ. გა­ხე­ლა­ძის და­ჭე­რის ცნო­ბი­ლი გა­რე­მო­ე­ბის და მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის გამო, რომ­ლი­თაც იგია გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი (მე­სა­ზღვრის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა), საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლად გა­და­სა­წყვე­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩე­მის მხრი­დან გა­და­იდ­გა ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტი­სათ­ვის; მათ შო­რის სა­თა­ნა­დო მი­მარ­თვაც გა­იგ­ზავ­ნა ბა­ტონ ა.ი. ბი­ბი­ლოვ­თან.

გვაქვს იმე­დი, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მი­ვი­ღებთ ისეთ შე­დეგს, რო­მე­ლიც შე­ამ­სუ­ბუ­ქებს და­კა­ვე­ბუ­ლის ხვედრს და ახ­ლობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას.

ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით და თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბის და უნე­ტა­რე­სო­ბის ჯან­მრთე­ლად ყოფ­ნის სურ­ვი­ლით.

კი­რი­ლე მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

„მის უწ­მინ­დე­სო­ბას, კი­რი­ლეს, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით პა­ტი­ვის­ცე­მით მო­გე­სალ­მე­ბით და გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, დღეგ­რძე­ლო­ბა­სა და შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს თქვენს მა­ღალ მსა­ხუ­რე­ბა­ში.

გვინ­და გა­მოვ­ხა­ტოთ მად­ლი­ე­რე­ბა პი­რა­დად თქვენ­და­მი და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სად­მი, ვინც იღ­ვა­წა ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, რაც არ იყო მარ­ტი­ვი სა­კი­თხი; მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კე­თი­ლად დამ­თავ­რდა და იგი უკვე 14 ივ­ლი­სი­დან ოჯახს და­უბ­რუნ­და.

ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნამ­ტკი­ცებს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს და მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბის გა­მო­ძა­ხილს იწ­ვე­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

დაე, ღმერ­თი მშვი­დო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სა შე­ე­წი­ოს ჩვენს ეკ­ლე­სი­ებ­სა და ხალ­ხებს, ამინ.

ქრის­ტეს­მი­ე­რი ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით ილია II სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
13

დიდება უფალს

Nik
22

მადლობა პატრიარქს ესოდენ მძიმე და ძნელი მისიის ტარებისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და რუსეთის პატრირქის კირილეს მიმოწერას ასაჯაროვებს.

საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა მეთაურების მიმოწერის თარგმანს, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ.

„მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო,

მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში.

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით.

კირილე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, - აღნიშნულია წერილში.

„მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.

დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია წერილში.