სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ
"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"გულ­ზე არ მე­ხა­ტე­ბა კა­ლა­ძე, მაგ­რამ ჩანს, რომ წლე­ბია ინარ­ჩუ­ნებს მა­ღალ რე­ი­ტინგს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს შო­რის. კა­ლა­ძე არის რე­ი­ტინ­გუ­ლი და მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, ეს არის ფაქ­ტი", - ამის შე­სა­ხებ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად კა­ლა­ძეს და­ა­სა­ხე­ლებს.

"კა­ლა­ძეს ორი თვეა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი აქვს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. ფაქ­ტია, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი კან­დი­და­ტია. გულ­ზე არ მე­ხა­ტე­ბა კა­ლა­ძე, მაგ­რამ ჩანს, რომ წლე­ბია ინარ­ჩუ­ნებს მა­ღალ რე­ი­ტინგს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს შო­რის. კა­ლა­ძე არის რე­ი­ტინ­გუ­ლი, მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, ეს არის ფაქ­ტი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სელ­ფის ჯო­ხით პრან­ჭვის გარ­და არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ქა­ლა­ქის­თვის, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს პრან­ჭვა მოს­წონს ხალ­ხს“ , - გან­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლებს თუ არა ხმე­ბის მო­პო­ვე­ბას, ელი­საშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს: "ასე­თი შორ­სმჭვრე­ტე­ლი ვერ ვარ, რომ წი­ნას­წარ და­ვი­ნა­ხო რამ­დე­ნი ციფ­რი იქ­ნე­ბა და რო­გორ იქ­ნე­ბა, ლელა კა­კუ­ლია არის ამის ოს­ტა­ტი“.

ამას­თან, ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­მოკ­ვე­თილ კან­დი­დანტს ვერ ხე­დავს და ძნე­ლად წარ­მო­უდ­გე­ნია ისე­თი "ფა­ლა­ვა­ნი“ ოპო­ზი­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც შეძ­ლებს კა­ლა­ძის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვას.

"ჩვენ არა­ვის­თან ვა­პი­რებთ სა­ერ­თო რა­ღა­ცებ­ზე სა­უ­ბარს, გან­სა­კუთ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“. თუ უნ­დო­დათ, რომ ოპო­ზი­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დანტს გა­ე­მარ­ჯვე­ბი­ნა თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, ის წყევ­ლა-კრულ­ვა არ უნდა მო­ე­წყოთ, რაც მო­ა­წყვეს მთე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ბო­კე­რი­ას დაკ­რულ­ზე რომ და­დი­ო­და მთე­ლი ოპო­ზი­ცია, და­ეგ­დოთ ყური იმი­ტომ, რომ ჩვენ სწორ რა­ღა­ცას ვე­უბ­ნე­ბო­დით. არ დაგ­ვი­ჯე­რეს და არის აზე­ლი­ლი და და­ზე­ლი­ლი ოპო­ზი­ცია. ძნე­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია ისე­თი ფა­ლა­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც შეძ­ლებს კა­ლა­ძის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ უშუ­ა­ლოდ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ან თა­ვად იქ­ნე­ბა, ან პარ­ტი­ას კან­დი­და­ტი არ ეყო­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
94

ამას მისი ბოღმა და ამბიცია კლავს!

ასეა
101

გეტყობათ რო ძალიან გშურთ ბატონი კახის. ის მილანში ცხოვრობდა თქვენ კი არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს "ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი", - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოულოდნელი არ იქნება თუ "ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კალაძეს დაასახელებს.

"კალაძეს ორი თვეა გაჩაღებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს "ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი. ამ წლების განმავლობაში სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს“ , - განცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე: "ქართული ოცნება“ კალაძის მეშვეობით შეძლებს თუ არა ხმების მოპოვებას, ელისაშვილი პასუხობს: "ასეთი შორსმჭვრეტელი ვერ ვარ, რომ წინასწარ დავინახო რამდენი ციფრი იქნება და როგორ იქნება, ლელა კაკულია არის ამის ოსტატი“.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში გამოკვეთილ კანდიდანტს ვერ ხედავს და ძნელად წარმოუდგენია ისეთი "ფალავანი“ ოპოზიციიდან, რომელიც შეძლებს კალაძისთვის კონკურენციის გაწევას.

"ჩვენ არავისთან ვაპირებთ საერთო რაღაცებზე საუბარს, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ უნდოდათ, რომ ოპოზიციას და ოპოზიციის კანდიდანტს გაემარჯვებინა თვითმართველობის არჩევნებზე, ის წყევლა-კრულვა არ უნდა მოეწყოთ, რაც მოაწყვეს მთელი თვეების განმავლობაში ჩვენთან მიმართებაში. ბოკერიას დაკრულზე რომ დადიოდა მთელი ოპოზიცია, დაეგდოთ ყური იმიტომ, რომ ჩვენ სწორ რაღაცას ვეუბნებოდით. არ დაგვიჯერეს და არის აზელილი და დაზელილი ოპოზიცია. ძნელად წარმომიდგენია ისეთი ფალავანი ოპოზიციიდან, რომელიც შეძლებს კალაძისთვის კონკურენციის გაწევას“, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ უშუალოდ "მოქალაქეებიდან“ მერობის კანდიდატი ან თავად იქნება, ან პარტიას კანდიდატი არ ეყოლება.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"