პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს.
მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს" - წერს ღარიბაშვილი.