მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი" - შალვა პაპუაშვილი
"ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი" - შალვა პაპუაშვილი

ქალ­ბა­ტონ ანას [ნაც­ვლიშ­ვილს] ახა­სი­ა­თებს მო­რა­ლუ­რი პე­დეს­ტა­ლის აგე­ბა, შემ­დეგ მას­ზე ას­ვლა და იქი­დან სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტებს მო­უს­მი­ნეს.

სხდო­მა­ზე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის მხარს არ და­უ­ჭერს ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის არ­ცერთ კან­დი­დატს, მი­უ­ხე­და­ვად მათ­თან ახ­ლობ­ლო­ბი­სა და კავ­ში­რე­ბი­სა.

პა­პუ­აშ­ვილ­მა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ანს ჰკი­თხა, რო­გორ ფიქ­რობს, არის თუ არა სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სად­მი ასე­თი ტექ­სტე­ბი კლი­შეს მი­წე­ბე­ბა პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია, რომ მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იყოს მმარ­თვე­ლი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი.

“მე წა­გი­კი­თხავთ ქალ­ბა­ტო­ნი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის სტა­ტუსს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქალ­ბა­ტო­ნი ანა გახ­ლავთ ფრაქ­ცია “ლე­ლოს” წევ­რი, რომ­ლებ­მაც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს და ცეს­კოს წევ­რე­ბის შერ­ჩე­ვა­საც, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას გა­მო­უ­ცხა­დეს ბო­ი­კო­ტი, ასე­ვე ცეს­კოს წევ­რე­ბის და თავ­მჯდო­მა­რის შერ­ჩე­ვა­საც უცხა­დე­ბენ ბო­ი­კოტს.

ვცი­ტი­რებ: “ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტად პრე­ზი­დენ­ტის­თვის წარ­დგე­ნილ ორი­ვე კან­დი­დატს ვიც­ნობ პი­რა­დად, ორი­ვე ჩემი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლია. გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი არის ჩემი სკო­ლე­ლი და ბევ­რი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბით ვართ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ბოლო წლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც გა­და­ვიკ­ვე­თეთ რამ­დენ­ჯერ­მე სულ და­დე­ბით კონ­ტექ­სტში. გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ა­ნი იყო “სა­ი­ას” ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის თავ­მჯდო­მა­რე ჩემი “სა­ი­ას” თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის დროს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პლი­მენ­ტი შე­მიძ­ლია ვთქვა მისი მი­სა­მარ­თით. ამ ახ­ლობ­ლო­ბის და კავ­ში­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მე ვერც ერთ მათ­განს ვერ და­ვუ­ჭერ მხარს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა იყოს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ნდო­ბის მქო­ნე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო წრე­ებ­სა და პო­ლი­ტი­კურ სპექტრში, ამას რე­პუ­ტა­ცი­ა­შე­ლა­ხუ­ლი, სის­ტე­მის შიგ­ნი­დან გა­მო­სუ­ლი კად­რი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­რი­ცხავს. მე­გობ­რო­ბა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი სა­კი­თხია,სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს მე სა­ჯა­რო პირი ვარ და სა­ჯა­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მა­კის­რია. ცეს­კოს სჭირ­დე­ბა ნდო­ბა“

ქალ­ბა­ტონ ანას ახა­სი­ა­თებს მო­რა­ლუ­რი პე­დეს­ტა­ლის აგე­ბა, შემ­დეგ მას­ზე ას­ვლა და იქი­დან სა­უ­ბა­რი. რო­გოც ჩანს, ამ პე­დეს­ტა­ლი­დან არის ეს ტექ­სტიც და­წე­რი­ლი. მე მინ­და გკი­თხოთ, თქვენ ხართ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ამა­ვე დროს, რო­გორც აქე­და­ნაც ირ­კვე­ვა და თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ი­და­ნაც ვი­ცით, იყა­ვით არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში - “სა­ი­ა­ში”. რა არის იყო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და თქვენ რო­გორ გრძნობთ, არის თუ არა ასე­თი ტექ­სტე­ბი კლი­შეს მი­წე­ბე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სად­მი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია, რომ მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იყოს მმარ­თვე­ლი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი. თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს ზო­გა­დად, არის თუ არა ეს კლი­შეს მი­წე­ბე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სად­მი და შე­იძ­ლე­ბა თუ არა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იყოს პა­ტი­ო­სა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ა­ნის თქმით, ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ან კან­დი­და­ტე­ბი გარ­კვე­ულ დროს გარ­კვე­ულ ად­გი­ლას არი­ან, არ ნიშ­ნავს, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ხაზი გა­და­ვუს­ვათ.

„ეს არის სტიგ­მა­ტი­ზე­ბა, პო­ლა­რი­ზე­ბას ზუს­ტად ეს უწყობს ხელს. მი­თხა­რით და­სა­ბუ­თე­ბა, რა­ტომ უნდა და­ი­წყოს ადა­მი­ან­მა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა, თუ თა­ვი­დან­ვე იცის, რომ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნი და ის ყო­ველ­თვის მოხ­ვდე­ბა კრი­ტი­კის ქვეშ. ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს რის­კი, რომ მას ეტყვი­ან - იცი, გა­ყალ­ბე­ბის პრე­ზუმფცი­ის არ­სე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში შენ იქ­ნე­ბი გამ­ყალ­ბე­ბე­ლი. მე ვფიქ­რობ, მსგავ­სი მო­საზ­რე­ბე­ბი ასე უპი­რო­ბოდ, აპ­რი­ო­რი გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი არ არის“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
160

თოთო ბავშვის სისხლზე ხელისულებაში მოსული პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს არავითარი ნდობა!!!

და ეს მხოლოდ ერთი, საწყისი "ეპიზოდია" მათ ჩადენილი უამრავი დანაშაულის სიიდან 5 ივნისის სისხლიანი კალოს ჩათვლით!!

ჩურბან პაპუ
181

პაპუაშვილს რომ კითხო ეროვნულს ვუჭერ მხარსო და ქართულად კვარცხლბეკი ვერ უთქვამს.პედესტალი არასწორია და პიედესტალი კია ეგ კვარცხლბეკი. ისე რა უნდა მაგ თანაბდედობისთვის შეუფერებელს მანდ უცებ არ ააყვავოს ამანაც განათლება და მეცნიერება.

ავტორი:

"ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი" - შალვა პაპუაშვილი

"ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი" - შალვა პაპუაშვილი

ქალბატონ ანას [ნაცვლიშვილს] ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი, - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს.

სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილის განცხადება წაიკითხა, რომლის თანახმადაც ის მხარს არ დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს, მიუხედავად მათთან ახლობლობისა და კავშირებისა.

პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი სანტურიანს ჰკითხა, როგორ ფიქრობს, არის თუ არა საჯარო მოხელისადმი ასეთი ტექსტები კლიშეს მიწებება პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, იყოს მმართველი და საჯარო მოხელეებისთვის პოლიტიკის განმსაზღვრელი.

“მე წაგიკითხავთ ქალბატონი ანა ნაცვლიშვილის სტატუსს. მოგეხსენებათ, ქალბატონი ანა გახლავთ ფრაქცია “ლელოს” წევრი, რომლებმაც საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს და ცესკოს წევრების შერჩევასაც, როგორც საარჩევნო რეფორმას გამოუცხადეს ბოიკოტი, ასევე ცესკოს წევრების და თავმჯდომარის შერჩევასაც უცხადებენ ბოიკოტს.

ვციტირებ: “ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტისთვის წარდგენილ ორივე კანდიდატს ვიცნობ პირადად, ორივე ჩემი თანაქალაქელია. გიორგი კალანდარიშვილი არის ჩემი სკოლელი და ბევრი ნაცნობ-მეგობრებით ვართ დაკავშირებული. ბოლო წლებში პროფესიულადაც გადავიკვეთეთ რამდენჯერმე სულ დადებით კონტექსტში. გიორგი სანტურიანი იყო “საიას” ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ჩემი “საიას” თავმჯდომარეობის დროს. ბევრი ადამიანური და პროფესიული კომპლიმენტი შემიძლია ვთქვა მისი მისამართით. ამ ახლობლობის და კავშირების მიუხედავად მე ვერც ერთ მათგანს ვერ დავუჭერ მხარს ამ თანამდებობაზე. ცესკოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე, საზოგადოების ფართო წრეებსა და პოლიტიკურ სპექტრში, ამას რეპუტაციაშელახული, სისტემის შიგნიდან გამოსული კადრი ფაქტობრივად გამორიცხავს. მეგობრობა ადამიანის პირადი საკითხია,საჯარო გადაწყვეტილების მიღების დროს მე საჯარო პირი ვარ და საჯარო ვალდებულებები მაკისრია. ცესკოს სჭირდება ნდობა“

ქალბატონ ანას ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი. როგოც ჩანს, ამ პედესტალიდან არის ეს ტექსტიც დაწერილი. მე მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე, ამავე დროს, როგორც აქედანაც ირკვევა და თქვენი ბიოგრაფიიდანაც ვიცით, იყავით არასამთავრობო სექტორში - “საიაში”. რა არის იყო საჯარო მოხელე და თქვენ როგორ გრძნობთ, არის თუ არა ასეთი ტექსტები კლიშეს მიწებება საჯარო მოხელისადმი პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, იყოს მმართველი და საჯარო მოხელეებისთვის პოლიტიკის განმსაზღვრელი. თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს ზოგადად, არის თუ არა ეს კლიშეს მიწებება საჯარო მოხელისადმი და შეიძლება თუ არა საჯარო მოხელე იყოს პატიოსანი და პრინციპული”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი სანტურიანის თქმით, ის, რომ ადამიანები ან კანდიდატები გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას არიან, არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ხაზი გადავუსვათ.

„ეს არის სტიგმატიზება, პოლარიზებას ზუსტად ეს უწყობს ხელს. მითხარით დასაბუთება, რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა, თუ თავიდანვე იცის, რომ ყოველთვის იქნება შედეგით უკმაყოფილო ადამიანი და ის ყოველთვის მოხვდება კრიტიკის ქვეშ. ყოველთვის იარსებებს რისკი, რომ მას ეტყვიან - იცი, გაყალბების პრეზუმფციის არსებობის ფარგლებში შენ იქნები გამყალბებელი. მე ვფიქრობ, მსგავსი მოსაზრებები ასე უპირობოდ, აპრიორი გასაზიარებელი არ არის“ - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"