საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს
"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს

„ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ და­ვით კუ­ტა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ის მო­ძა­ლა­დე არ არის და რომ ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცია, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოყ­ვა.

ბრალ­დე­ბუ­ლი კუ­ტა­ლა­ძე, რო­მე­ლიც პრო­ცეს­ზე აცხა­დებ­და, რომ ის მო­ძა­ლა­დე არ არის, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე გა­ა­ცი­ლეს.

"ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი ვარ ქუ­თა­ი­სი­დან. აქ არა­ერ­თხელ გა­აჟ­ღე­რეს, რომ მო­ძა­ლა­დე ვარ ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე.

ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ლგბტ პი­რებ­მა ჩვე­ნი დრო­შის ფონ­ზე და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე ჩა­ი­წე­რეს უმ­სგავ­სი საქ­ცი­ე­ლე­ბი, ჩვენს ბიბ­ლი­ას, ჩვენს სა­მე­ბას მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ამ ყვე­ლა­ფერს სა­ხე­ლი და­არ­ქვეს, რომ ისი­ნი გა­მო­ვი­დოდ­ნენ რუს­თა­ველ­ზე და და­არ­ქვეს ღირ­სე­ბის მარ­ში, ეს იყო ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი, მო­რა­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მოწ­ვე­ვა. ამ საქ­ცი­ე­ლე­ბით დავ­რწმუნ­დი, რომ მათ სურ­დათ, რომ ჩვენ გვე­ძა­ლა­და მათ­ზე...

მათ შე­მო­უშ­ვეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ მე მო­ძა­ლა­დე ვარ, 5-ჯერ მაქვს ევ­რო­პის სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, 29 წლის, მაჩ­ვე­ნეთ წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბაც თუ ჩა­მი­დე­ნია, მათ სურთ ჩემ­გან მო­ძა­ლა­დე შექ­მნან, რად­გან შე­ეხ­ნენ ჩვენს ძვირ­ფასს, მე ვზრუ­ნავ ჩემი მო­მავ­ლის­თვის, მე სა­მა­გა­ლი­თო უნდა ვიყო მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­მაბ­რა­ლეს იმ ადა­მი­ა­ნის ხელ­ყო­ფა, ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს მისი სული, ვინც გარ­და­იც­ვა­ლა. გან­ცხა­დე­ბა და­დეს, რომ ადა­მი­ანს სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და ჩამ­ტვრე­უ­ლი, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, შემ­დეგ ვნა­ხეთ ვი­დეო, ადა­მი­ა­ნი შო­უ­ში გა­მო­დის და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მას არა­ფე­რი არ ჭირს და რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, 6 დღის მერე იდე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნი აფ­თი­აქ­ში შე­დის, მერე არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბრუნ­დე­ბა.

მე მა­შინ მივ­ხვდი, სწორ გზა­ზე რომ ვი­დე­ქი, ყვე­ლამ შე­მო­მი­ტია, ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, ხალ­ხს გა­აც­ნეს, რო­გორც მო­ძა­ლა­დე.

მე არ ვარ მო­ძა­ლა­დე, მე ვარ ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ია­მა­ყებს, რომ ქარ­თვე­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვს, უნდა გა­ა­შუ­ქო სი­მარ­თლე. გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის კო­ლე­გამ ჩვენ­ზე და­წე­რა და ის არის, ვინც მე ხელი და­მა­დო. ვაჟ­კა­ცის პირ­ვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ქალს ხელი არ ახ­ლოს.

მე შე­მომ­თა­ვა­ზეს ნი­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ მე უარი ვთქვი, დავ­რჩი ჩემ ბი­ჭებ­თან, მე გა­საქ­ცე­ვი არ მაქვს, გა­საქ­ცე­ვი იმ ადა­მი­ანს აქვს, ვინც მარ­თა­ლი არაა და ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კობს.

მე შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მქონ­დეს, ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და, მაგ­რამ მე მარ­თა­ლი, ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი ვარ, ვინც მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს. იმ ფე­რა­დი დრო­შის უკან სა­ტა­ნა დგას, მათ არ გა­აჩ­ნი­ათ მო­რა­ლი, მე ვარ ღა­რი­ბი, მაგ­რამ სუ­ლით მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის გულ­ში არას­დროს მოგ­ცემთ უფ­ლე­ბას ასე­თი მარ­ში ჩა­ტარ­დეს. მათ არ იცი­ან, რას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნო­ბა, ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან. თქვენ წინ დგას ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი, ვინც თა­ვი­სი ხე­ლე­ბით აჭ­მევს მის დედ-მა­მას, ვი­საც აქვს მე­ურ­ნე­ო­ბა. მე არ მე­ში­ნია არა­ვი­სი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ მარ­თა­ლი ხალ­ხი ვართ. მე და­მაბ­რა­ლეს შავი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბა და რუ­სეთ­თან კავ­ში­რი, მე მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო. მე აქე­დან შე­იძ­ლე­ბა ცი­ხე­ში ამო­მა­ყო­ფი­ნონ თავი, რად­გან მე პა­ტი­ო­სა­ნი გლე­ხი ოჯა­ხის შვი­ლი ვარ, მათ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა არ აქვთ, შო­უ­ებ­შიც კი ყვე­ლა­ნი ერ­თდრო­უ­ლად შე­მო­მიტ­რი­ალ­და, მა­შინ მივ­ხვდი, რომ მარ­თალ გზა­ზე ვდგა­ვარ",- გა­ნა­ცხა­და კუ­ტა­ლა­ძემ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კუ­ტა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია „TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტას აი­ძუ­ლებ­დნენ, რათა მისი მხრი­დან არ მომ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.

და­ვით კუ­ტა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

„TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ და ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი პირი, მათ შო­რის ოთხს პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

“თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 21 პირს წა­რედ­გი­ნა. ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნამუსი
0

ვაჟკაცები თავის საქციელზე პასუხს აგებენ! და ხელის ბიჭებად არ ყალიბდებიან

დათო 1
141

ეს ვითომ ვაჟკაცები ცდილობენ სასამართლოზე თავი შეაცოდონ. ერთი ღარიბი გლეხის შვილია, მეორემ დროშის ტარი მოიქნია, მესამეს პური მიჰქონდა... იმასაც ვერ ბედავენ რომ სიმართლე თქვან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს

"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს

„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძის განცხადებას, რომ "ის მოძალადე არ არის და რომ ქართველი ვაჟკაცია, მედიის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოყვა.

ბრალდებული კუტალაძე, რომელიც პროცესზე აცხადებდა, რომ ის მოძალადე არ არის, ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს.

"ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს, რომ მოძალადე ვარ ჯგუფური თავდასხმის შედეგად ჟურნალისტებზე.

ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ პირებმა ჩვენი დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსი საქციელები, ჩვენს ბიბლიას, ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ყველაფერს სახელი დაარქვეს, რომ ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე და დაარქვეს ღირსების მარში, ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელებით დავრწმუნდი, რომ მათ სურდათ, რომ ჩვენ გვეძალადა მათზე...

მათ შემოუშვეს ჟურნალისტები, ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ევროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც, 29 წლის, მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება.

მე მაშინ მივხვდი, სწორ გზაზე რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე.

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს, რომ ქართველია.

ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, უნდა გააშუქო სიმართლე. გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა, ქალს ხელი არ ახლოს.

მე შემომთავაზეს ნიბისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს, ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს.

მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან, რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ. მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრობა და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდა, მაშინ მივხვდი, რომ მართალ გზაზე ვდგავარ",- განაცხადა კუტალაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.