მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი
"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ეხ­მუ­რე­ბა:

"როცა დუჟ­მო­რე­უ­ლი ბრბო ქრის­ტეს სა­ხე­ლით იძა­ლა­დებს... როცა უმო­წყა­ლო ცე­მით მოკ­ლულს ყო­ველ­დღე მოკ­ლა­ვენ... როცა უუ­ნა­რო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მთავ­რო­ბა სა­ხე­ში ნა­ფურთხს ჟუ­ჟუ­ნა წვი­მას და­უ­ძა­ხებს... როცა გა­ნათ­ლე­ბა და­სა­ცი­ნი სი­ტყვა გახ­დე­ბა... როცა საფრ­თხეს - საშ­ველს და­არ­ქმე­ვენ და ბო­როტ­მოქ­მედს - მაშ­ველს... როცა ქურდბა­ცა­ცა და უმე­ცა­რი ეპის­კო­პო­სის მხი­ლე­ბა პატ­რი­არ­ქის და ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის გი­ნე­ბად გა­მო­ცხად­დე­ბა... როცა გულ­წრფელ სი­ტყვას ასო­ბით უგუ­ლო და უნერ­ვო ბოტი ჭია-მატ­ლი­ვით შე­ე­სე­ვა და დას­ცი­ნებს... როცა... როცა... როცა... მე მა­ინც იქ ვიდ­გე­ბი. სი­მარ­თლეს­თან.

მე არა­სო­დეს ვი­ტყვი "მაგ­რამ" - როცა ათი ერ­თსა სცემს... მე მა­ინც ვას­წავ­ლი ჩემს შვი­ლებს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნას­წო­რია, და რომ უზ­ნე­ო­ბას და არც ზნე­ო­ბას არ აც­ვია კონ­კრე­ტუ­ლი სა­მო­სი, არ აქვს ეროვ­ნე­ბა, არც რე­ლი­გია და არც სქე­სი არ აქვს... რომ სა­მო­თხის სერ­თი­ფი­კატს ვერც იყი­დი და ვერც მო­ი­პო­ვებ - რომ ღმერ­თი შენს თავ­ში უნდა ეძე­ბო და არა უღ­მერ­თო­ბა სხვა­ში...

ჩემს შვი­ლებს ყო­ველ­თვის ვას­წავ­ლი, რომ სი­ტყვე­ბი „უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრი“ და “ხალ­ხის ნება“ მისი მო­გო­ნი­ლია, ვი­საც ერ­თიც და მე­ო­რეც ფე­ხებ­ზე ჰკი­დია... რომ „სინ­დი­სი“ ში­ნა­გან ხმას ნიშ­ნავს და არა „ავ­ტო­რი­ტე­ტის­გან“ გა­გო­ნილს... დიახ. აქ ვიდ­გე­ბი - სი­მარ­თლეს­თან. ვიქ­ნე­ბი დაღ­ლი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ შე­ში­ნე­ბუ­ლი, და­ეჭ­ვე­ბუ­ლიც... იქ­ნებ მში­ე­რიც და შემ­ცივ­ნე­ბუ­ლიც. მაგ­რამ აქ ვიდ­გე­ბი, სი­მარ­თლეს­თან".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
248
ეხ,დაჩი,როგორ მახსოვს ბიძინას ქება დიდებაში,რომ იყავი.ხომ ხედავ სადამდე დაიყვანა ქვეყანა.უკვე კრიმინალი და სამღვდელოება მიათრევს ქვეყანას ძველბიჭური მართველობისკენ.განაბ მღვდლებს ამართვინებს სახელმწიფოს ბიძინა სუსის ხელით.
გია
56

საოცარია პირდაპირ რამდენი არისტოტელე პლატონი დიოგენე და ვინ მოთვლის კიდევ ფილოსოფოსები ყოლია ამ ციცქნა ქვეყანას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმურება:

"როცა დუჟმორეული ბრბო ქრისტეს სახელით იძალადებს... როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უუნარო და უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა განათლება დასაცინი სიტყვა გახდება... როცა საფრთხეს - საშველს დაარქმევენ და ბოროტმოქმედს - მაშველს... როცა ქურდბაცაცა და უმეცარი ეპისკოპოსის მხილება პატრიარქის და ქართული მართლმადიდებლობის გინებად გამოცხადდება... როცა გულწრფელ სიტყვას ასობით უგულო და უნერვო ბოტი ჭია-მატლივით შეესევა და დასცინებს... როცა... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები. სიმართლესთან.

მე არასოდეს ვიტყვი "მაგრამ" - როცა ათი ერთსა სცემს... მე მაინც ვასწავლი ჩემს შვილებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, და რომ უზნეობას და არც ზნეობას არ აცვია კონკრეტული სამოსი, არ აქვს ეროვნება, არც რელიგია და არც სქესი არ აქვს... რომ სამოთხის სერთიფიკატს ვერც იყიდი და ვერც მოიპოვებ - რომ ღმერთი შენს თავში უნდა ეძებო და არა უღმერთობა სხვაში...

ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, რომ სიტყვები „უმრავლესობის აზრი“ და “ხალხის ნება“ მისი მოგონილია, ვისაც ერთიც და მეორეც ფეხებზე ჰკიდია... რომ „სინდისი“ შინაგან ხმას ნიშნავს და არა „ავტორიტეტისგან“ გაგონილს... დიახ. აქ ვიდგები - სიმართლესთან. ვიქნები დაღლილი, იმედგაცრუებული, ზოგჯერ შეშინებული, დაეჭვებულიც... იქნებ მშიერიც და შემცივნებულიც. მაგრამ აქ ვიდგები, სიმართლესთან".

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი