კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს
"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ჟურ­ნა­ლის­ტებს ურ­ჩევს გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი „კა­ტა­რი­ნა ბლუ­მის შე­ლა­ხუ­ლი ღირ­სე­ბა" წა­ი­კი­თხონ.

რო­გორც მე­უ­ფე აღ­ნიშ­ნავს, 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლამ უნდა გა­ი­ნა­წი­ლოს, მათ შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა.

„რა­საც თქვენ მე მე­კი­თხე­ბით, არ არის შე­კი­თხვა, ეს არის რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვე­ბი. ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს მო­ვუ­წო­დებ წა­ი­კი­თხოს წიგ­ნი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი მწერ­ლის, ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, რო­მელ­მაც თა­ვის თავს რაც გა­დახ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აღ­წე­რა რო­მან­ში, რო­მელ­საც ჰქვია „კა­ტე­რი­ნა ბლუ­მის შე­ლა­ხუ­ლი ღირ­სე­ბა". რო­გორ მი­იყ­ვა­ნა ჟურ­ნა­ლის­ტმა ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. ეს წიგ­ნი წა­კი­თხუ­ლი გაქვთ? თუ არ გაქვთ წა­კი­თხუ­ლი სირ­ცხვი­ლი არაა. მე იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენ ყვე­ლამ გა­ვი­ნა­წი­ლოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, დიდი ბო­რო­ტე­ბის, რაც მოხ­და. ცალ­კე სა­კი­თხია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს აი­ძუ­ლებ გა­მო­იყ­ვა­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იმის­თვის, რომ გა­ა­კე­თო ის, რაც არ უნ­დათ ადა­მი­ა­ნებს, რომ გა­ა­კე­თო. ეს არ არის აზ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ უნდა და დგა­ხარ და სა­ჯა­როდ ისეთ რა­ღა­ცას აკე­თებ და ამ­ბობ, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის. ეს არის ძა­ლა­დო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ამას­თან, მან კი­თხვით მი­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტებს, იღე­ბენ თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ ძა­ლა­დო­ბა­ზე, რაც ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მი­სი­ვე თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტის აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

„ჩვენ, ჩვენ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ავი­ღებთ. თქვენ თქვე­ნი წილი აი­ღეთ. დავ­სხდეთ და მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ, ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს თუ აღ­ვი­რახ­სნი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია!, - აღ­ნიშ­ნავს მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისი
107

მეუფეო,ღმერთმა გიშველოს ,გამძლეობა მოგცეს, მართალი ადამიანი ბრძანდებით,გაიხარეთ

ივანე
71

რა კატერინა ბლუმი?!შენ თუ ნახე 5-ში გადაღებული კადრები?იქნებ ისიც გვითხრა,იმ საშინელი დღის სცენარის ავტორი და რეჟისორი ვინ იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს ურჩევს გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოები „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" წაიკითხონ.

როგორც მეუფე აღნიშნავს, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის, ჟურნალისტებმა.

„რასაც თქვენ მე მეკითხებით, არ არის შეკითხვა, ეს არის რიტორიკული კითხვები. ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ წაიკითხოს წიგნი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, რომელმაც თავის თავს რაც გადახდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში აღწერა რომანში, რომელსაც ჰქვია „კატერინა ბლუმის შელახული ღირსება". როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე. ეს წიგნი წაკითხული გაქვთ? თუ არ გაქვთ წაკითხული სირცხვილი არაა. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველამ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა, დიდი ბოროტების, რაც მოხდა. ცალკე საკითხია, როდესაც სახელმწიფოს აიძულებ გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც არ უნდათ ადამიანებს, რომ გააკეთო. ეს არ არის აზრის გამოხატულება, როდესაც ადამიანების უმრავლესობას არ უნდა და დგახარ და საჯაროდ ისეთ რაღაცას აკეთებ და ამბობ, რაც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის. ეს არის ძალადობა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მან კითხვით მიმართა ჟურნალისტებს, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ადამიანებზე განახორციელეს. მისივე თქმით, ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია.

„ჩვენ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ. თქვენ თქვენი წილი აიღეთ. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი. ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია!, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა