პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერმა ქურდმა" პასპორტი შეჭამა, რის შემდეგაც, უკრაინიდან მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში
"კანონიერმა ქურდმა" პასპორტი შეჭამა, რის შემდეგაც, უკრაინიდან მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში

"კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ ავ­თან­დილ კო­ბე­შა­ვი­ძემ, იგი­ვე "კო­პა­ლამ" სა­კუ­თა­რი პას­პორ­ტი შე­ჭა­მა იმ მიზ­ნით, რომ უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პორ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ჩა­ე­შა­ლა და ეს ამ ეტაპ­ზე გა­მო­უ­ვი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს.

უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "კო­პა­ლა" ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში, კომ­პა­ნია "ია­ნე­ა­რის“ თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ვეს, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში უნდა გა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო.

ავ­თან­დილ კო­ბე­შა­ვი­ძე თვითმფრი­ნავ­ში ყვე­ლა მგზავრზე ადრე შე­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე შე­ჭა­მა პას­პორ­ტი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ­კვევ­დნენ, თუ რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, რა დრო­საც სხვა მგზავ­რე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი და ასე­ვე ბავ­შვე­ბი, მო­საც­დელ ოთახ­ში ჰყავ­დათ.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, მგზავ­რე­ბი მო­საც­დელ ოთახ­ში იყ­ვნენ ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე და ამას­თან, ისი­ნი არ იყ­ვნენ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი საკ­ვე­ბი­თა და წყლით.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია თუ რას აპი­რე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი "კო­პა­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბით. მას ვერც უკ­რა­ი­ნა­ში აბ­რუ­ნე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერც სა­ქარ­თვე­ლო­ში გზავ­ნი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "კო­პა­ლა" 2019 წლი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ძებ­ნი­ლა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zlatan straianovich
0

Hahahaaa 😂 es nagdad ver warmomedgina

გრიგოლი1408
77

ღმერთმა გაუმარჯოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კანონიერმა ქურდმა" პასპორტი შეჭამა, რის შემდეგაც, უკრაინიდან მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში

"კანონიერმა ქურდმა" პასპორტი შეჭამა, რის შემდეგაც, უკრაინიდან მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში

"კანონიერმა ქურდმა“ ავთანდილ კობეშავიძემ, იგივე "კოპალამ" საკუთარი პასპორტი შეჭამა იმ მიზნით, რომ უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის პროცესი ჩაეშალა და ეს ამ ეტაპზე გამოუვიდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა "კოპალა" ბორისპოლის აეროპორტში, კომპანია "იანეარის“ თვითმფრინავში ჩასვეს, რომელიც ბათუმში უნდა გამოფრენილიყო.

ავთანდილ კობეშავიძე თვითმფრინავში ყველა მგზავრზე ადრე შეიყვანეს. პოლიციელთა ინფორმაციით, მან თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე შეჭამა პასპორტი.

სამართალდამცველები არკვევდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა დროსაც სხვა მგზავრები, დაახლოებით, 100 ადამიანი, მათ შორის უკრაინული დელეგაციის წევრები და ასევე ბავშვები, მოსაცდელ ოთახში ჰყავდათ.

როგორც უკრაინული გამოცემები წერენ, მგზავრები მოსაცდელ ოთახში იყვნენ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამასთან, ისინი არ იყვნენ უზრუნველყოფილნი საკვებითა და წყლით.

ამ დროისთვის უცნობია თუ რას აპირებენ უკრაინელი სამართალდამცველები "კოპალასთან" დაკავშირებით. მას ვერც უკრაინაში აბრუნებენ და შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო, ჯერჯერობით, ვერც საქართველოში გზავნიან.

აღსანიშნავია, რომ "კოპალა" 2019 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილადაა გამოცხადებული.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?