მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი ხელისუფლების მეთაურს..." - რა განცხადებას ავრცელებს IDFI
"პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი ხელისუფლების მეთაურს..." - რა განცხადებას ავრცელებს IDFI

IDFI სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას ეხ­მი­ა­ნე­ბა და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვერ ახერ­ხებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ე.ი. ვერ ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ სა­ბა­ზი­სო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

ამას­თან გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვა­ლია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტოს ამ­გვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თა­ურს , რაც არის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბა.

„IDFI კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს მწუ­ხა­რე­ბას “TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს, “TV პირ­ვე­ლის” გუნდს და სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუსს.

აქვე გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნას.

ფაქ­ტია, რომ 5 და 6 ივ­ლისს სა­ხელ­მწი­ფომ არ შე­ა­კა­ვა ან ვერ შეძ­ლო ძა­ლა­დო­ბის შე­კა­ვე­ბა რის გა­მოც 50-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი, მათ შო­რის, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა გახ­და ჯგუ­ფუ­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. აღ­ნიშ­ნულ­ზე მი­უ­თი­თებს, 5 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი. ნა­თე­ლი იყო, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ/ვერ მი­ი­ღო სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი ცხა­დად გან­ჭვრე­ტა­დი ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

5 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მოქ­მედ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მოქ­მედ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს. სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში, მხო­ლოდ ეს ფაქ­ტი სრუ­ლად საკ­მა­რი­სი უნდა იყოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვერ ახერ­ხებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ე.ი. ვერ ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ სა­ბა­ზი­სო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იმი­სა სა­ხელ­მწი­ფოს 5 ივ­ლი­სის კრა­ხი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო გან­ზრახ­ვით თუ უმეც­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვა­ლია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტოს ამ­გვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თა­ურს. ეს არის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ზანს წარ­მო­ად­გენს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კუ­რი ტვირ­თის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. მათი გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რია, არ თავ­სდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბის ქარ­თულ მო­დელ­ში და ამ­კვიდ­რებს სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენტს.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის, ისე­ვე რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ათე­უ­ლო­ბით ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას სწო­რედ ის პი­რე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რო­მელ­თაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვის და, ზო­გა­დად, 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა თა­ვად ეკის­რე­ბო­დეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მათ აქვთ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­სურ­სი. ამ­დე­ნად, მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და მოქ­მე­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეს­რუ­ლე­ბულ ვერ­ცერთ სა­მარ­თლებ­რივ მოქ­მე­დე­ბას ვერ ექ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­შინ­დე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მის მი­ერ­ვე და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხ­საც არ და­ე­ლო­და, წი­ნას­წარ და­ი­წყო ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვერ­სი­ა­ზე სა­უ­ბა­რი.

ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ძა­ლა­დო­ბის არ­ცერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არ მი­უ­ცია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მე­ტიც, არც ვი­ცით, და­ი­წყო თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე.[1]აღ­ნიშ­ნუ­ლი და­მა­ტე­ბით აჩენს ეჭ­ვებს, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ძი­ებს 5 და 6 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბას.

IDFI მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხე­ზეა ყვე­ლა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წი­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­სა­კის­რებ­ლად. ამა­ვე დროს, ამ პირ­თა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და 5-6 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bacho
7

ომი იწყება. მოემზადეთ ქართველებო!!!

ანტუანი
5
ჩვენთან ვერავინ ვერ ასრულევს თავია მოვალეობას. მიჩვეულები ვართ ჩინოვნიკების აღვირახსნილობას ასე რომ ნუ შეწუხდებით. ჩვენ ეგრე მოგვწონს. სადომაზახიზმი გვხიბლავს
ავტორი:

"პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი ხელისუფლების მეთაურს..." - რა განცხადებას ავრცელებს IDFI

"პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი ხელისუფლების მეთაურს..." - რა განცხადებას ავრცელებს IDFI

IDFI საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ე.ი. ვერ ასრულებს საკუთარ საბაზისო კონსტიტუციურ ვალდებულებას.

ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს , რაც არის საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთება.

„IDFI კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს.

აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნას.

ფაქტია, რომ 5 და 6 ივლისს სახელმწიფომ არ შეაკავა ან ვერ შეძლო ძალადობის შეკავება რის გამოც 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის, ალექსანდრე ლაშქარავა გახდა ჯგუფური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულზე მიუთითებს, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების საჯაროდ გავრცელებული კადრები. ნათელი იყო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ/ვერ მიიღო სათანადო ზომები ცხადად განჭვრეტადი ძალადობის პრევენციისთვის.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ პრემიერ-მინისტრს და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს. საპარლამენტო რესპუბლიკაში, მხოლოდ ეს ფაქტი სრულად საკმარისი უნდა იყოს აღნიშნული პირების თანამდებობის გადასაყენებლად.

აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ე.ი. ვერ ასრულებს საკუთარ საბაზისო კონსტიტუციურ ვალდებულებას. უმნიშვნელოდ იმისა სახელმწიფოს 5 ივლისის კრახი გამოწვეული იყო განზრახვით თუ უმეცრებით, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს. ეს არის საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთება.

სამწუხაროდ, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებული კომენტარები მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" მიზანს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ტვირთის შემსუბუქება. მათი გაკეთებული განცხადებები ძირითადად მანიპულაციურია, არ თავსდება ხელისუფლების დანაწილების ქართულ მოდელში და ამკვიდრებს სახიფათო პრეცედენტს.

რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების, ისევე როგორც ჟურნალისტებზე ძალადობის ათეულობით ფაქტის გამოძიებას სწორედ ის პირები ხელმძღვანელობენ, რომელთაც მისი გარდაცვალებისთვის და, ზოგადად, 5 ივლისის ძალადობის ფაქტებისთვის შეიძლება თავად ეკისრებოდეთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მათ აქვთ გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენის ყველა სამართლებრივი რესურსი. ამდენად, მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პირობებში, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესრულებულ ვერცერთ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ექნება სათანადო საზოგადოებრივი ნდობა.

მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი მოქმედებები. საგამოძიებო უწყება მის მიერვე დანიშნული ექსპერტიზის პასუხსაც არ დაელოდა, წინასწარ დაიწყო ალექსანდრე ლაშქარავას მადისკრედიტირებელი საინფორმაციო კამპანია და ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვალების ვერსიაზე საუბარი.

ამ დრომდე სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ მიუცია პასუხისგებაში, მეტიც, არც ვიცით, დაიწყო თუ არა გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე.[1]აღნიშნული დამატებით აჩენს ეჭვებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ობიექტურად არ გამოიძიებს 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობას.

IDFI მიიჩნევს, რომ სახეზეა ყველა კონსტიტუციური წინაპირობა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ამავე დროს, ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენება აუცილებელია ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას” - მიხეილ სააკაშვილი

"მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო" - გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"