პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედია" განცხადებას ავრცელებს
"პალიტრა მედია" განცხადებას ავრცელებს

„პა­ლიტ­რა მე­დია“ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს ყვე­ლა იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და­ზა­რალ­დნენ 5 ივ­ლი­სის მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი­სას და დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

5-6 ივ­ლისს და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის ასე­ვე არის „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ 3 ჟურ­ნა­ლის­ტი, მათ შო­რის, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი დღემ­დე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა თა­ვის მძი­მე ტრავ­მით. მას აქამ­დე აღე­ნიშ­ნე­ბა თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სამ­წუ­ხა­როდ კი­დევ სულ ცოტა რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დე­ბა(!)

"პა­ლიტ­რა მე­დია" მი­იჩ­ნევს, რომ სას­წრა­ფოდ უნდა მოხ­დეს 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბის, ანუ ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუს­ზე მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმის და გა­უ­გო­ნა­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნონ არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ სა­ვა­რა­უ­დო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. ცალ­კე გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი უნდა იყოს 5 ივ­ლისს პო­ლი­ცი­ის არა­სა­თა­ნა­დო მოქ­მე­დე­ბის სა­კი­თხი და უნდა დად­გეს იმ პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვინც არ ან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა. მი­ვიჩ­ნევთ, რომ თუ 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა კი­თხვას არ გა­ე­ცა პა­სუ­ხი, ეს მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი. ასე­ვე ვთვლით, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა სი­ტყვა­საც აქვს გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ან გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ზე, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ე­კი­დონ მათ მიერ ნათ­ქვამ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, რომ არ გა­მო­იწ­ვი­ონ ისე­დაც და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში პრო­ცე­სე­ბის აგ­რე­სი­ულ კა­ლა­პოტ­ში გა­დაყ­ვა­ნა.

ჩვენ უკვე 27-ე წე­ლია ვართ მე­დი­ა­ბიზ­ნეს­ში და ვემ­სა­ხუ­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მეს, რა­საც ვფიქ­რობთ, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მძი­მე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვმდგარ­ვართ, არა­სო­დეს გა­დაგ­ვიხ­ვე­ვია ჩვე­ნი კურ­სის­თვის, რაც გუ­ლის­ხმობს მკი­თხვე­ლის­თვის, მა­ყუ­რებ­ლის­თვის თუ მსმე­ნე­ლის­თვის მხო­ლოდ ფაქ­ტებ­ზე და ობი­ექ­ტურ ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ეს არის მე­დი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

ვფიქ­რობთ, მე­დი­ას, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის გა­რე­შეც, შე­უძ­ლია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა და მათ შო­რის, 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლომ 6-თვი­ა­ნი მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­მო­ი­ა­რა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. დღეს ისევ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს და ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით სა­ხი­ფა­თო ზღვარს. ვთვლით, რომ ქა­ო­სი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რის­კე­ნაც სამ­წუ­ხა­როდ ნელ­ნე­ლა მივ­დი­ვართ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი რყე­ვე­ბით და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მტრის ინ­ტე­რეს­შია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­სუს­ტე­ბას და ქვეყ­ნის­თვის ყო­ველ­გვა­რი პერ­სპექ­ტი­ვის და­კარ­გვას - იქ­ნე­ბა ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა თუ ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია. თუ მტერ­მა თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია, დავ­მარ­ცხდე­ბით ყვე­ლა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ოპო­ზი­ცი­აც, მე­დი­აც, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, ერ­საც და ბერ­საც, ნუ და­ვას­ხამთ მტრის წის­ქვილ­ზე წყალს და უს­წრა­ფე­სად გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა მშვი­დო­ბი­ან კა­ლა­პოტ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
64

პალიტრა არა მარტო ობიექტური ხარ არამედ ჯიგარიც... 

ლაშა
56

მაგრები ხართ პალიტრა მედია, ყოველთვის იყავით და ხართ მოწოდების სიმაღლეზე

თქვენც ატყობთ რო გიფასდებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პალიტრა მედია" განცხადებას ავრცელებს

"პალიტრა მედია" განცხადებას ავრცელებს

„პალიტრა მედია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ მედიასაშუალებას, რომლის ჟურნალისტებიც დაზარალდნენ 5 ივლისის მძიმე მოვლენებისას და დიდ მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

5-6 ივლისს დაშავებულთა შორის ასევე არის „პალიტრა მედიის“ 3 ჟურნალისტი, მათ შორის, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი დღემდე კლინიკაში იმყოფება თავის მძიმე ტრავმით. მას აქამდე აღენიშნება თავის ძლიერი ტკივილი და მის რეაბილიტაციას სამწუხაროდ კიდევ სულ ცოტა რამდენიმე თვე დასჭირდება(!)

"პალიტრა მედია" მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს 5 ივლისის მოვლენების, ანუ ჟურნალისტთა კორპუსზე მასობრივი თავდასხმის და გაუგონარი ძალადობის საქმის გამოძიება. ამასთან, სამართალდამცავებმა უნდა გამოავლინონ არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ სავარაუდო ორგანიზატორები. ცალკე გამოძიების საგანი უნდა იყოს 5 ივლისს პოლიციის არასათანადო მოქმედების საკითხი და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, ვინც არ ან ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების დაცვა. მივიჩნევთ, რომ თუ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას არ გაეცა პასუხი, ეს მუდმივად იქნება სამართლიანი მღელვარების მიზეზი. ასევე ვთვლით, რომ ის ადამიანები, რომელთა სიტყვასაც აქვს გავლენა საზოგადოებაზე ან გარკვეულ ჯგუფებზე, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას, რომ არ გამოიწვიონ ისედაც დაძაბულ ვითარებაში პროცესების აგრესიულ კალაპოტში გადაყვანა.

ჩვენ უკვე 27-ე წელია ვართ მედიაბიზნესში და ვემსახურებით თავისუფალი მედიის განვითარების საქმეს, რასაც ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის, მისი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში არაერთი მძიმე გამოწვევის წინაშე ვმდგარვართ, არასოდეს გადაგვიხვევია ჩვენი კურსისთვის, რაც გულისხმობს მკითხველისთვის, მაყურებლისთვის თუ მსმენელისთვის მხოლოდ ფაქტებზე და ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებული მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის მედიის დანიშნულება.

ვფიქრობთ, მედიას, ყოველგვარი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირების გარეშეც, შეუძლია მიმდინარე პროცესებში აქტიური როლის შესრულება და მათ შორის, 5 ივლისის მოვლენების გამოძიების პროცესის გაკონტროლება.

მიგვაჩნია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველომ 6-თვიანი მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიარა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ისევ მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ვუახლოვდებით სახიფათო ზღვარს. ვთვლით, რომ ქაოსი და დესტაბილიზაცია, რისკენაც სამწუხაროდ ნელნელა მივდივართ გაუთავებელი რყევებით და პოლარიზაციის გაღრმავებით, საქართველოს მტრის ინტერესშია, რომელიც ყველანაირად ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს მაქსიმალურად დასუსტებას და ქვეყნისთვის ყოველგვარი პერსპექტივის დაკარგვას - იქნება ეს ეკონომიკური განვითარება თუ ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია. თუ მტერმა თავის მიზანს მიაღწია, დავმარცხდებით ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, მედიაც, საზოგადოებაც, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა. მოვუწოდებთ ყველას, ერსაც და ბერსაც, ნუ დავასხამთ მტრის წისქვილზე წყალს და უსწრაფესად გადავიყვანოთ ქვეყნის ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დრონით გადაღებული ჩასვენება... გლოვაშიც პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, დღეს მათ თავად მოკლეს მედია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"