პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს
შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი­დან და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­დან დგინ­დე­ბა, რომ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვამ გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ფო­ნი­ჭა­ლა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჯერ შე­ი­ძი­ნა, შემ­დეგ მო­იხ­მა­რა, რის შე­დე­გა­დაც ზე­დო­ზი­რე­ბის გამო ორ­ჯერ გახ­და ცუ­დად. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ა­კე­თა და მე­დი­ას შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­მა­სა­ლა წა­რუდ­გი­ნა.

„ვა­სა­ჯა­რო­ებთ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს დე­ტა­ლუ­რად, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია კერ­ძო ობი­ექ­ტე­ბი­სა და 112-ის ზო­გა­დი ხე­დის ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას შემ­დე­გი: ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა 15:28 წუთ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე იო­სე­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ე­მარ­თე­ბა ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე 15:31 სა­ათ­ზე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში, სა­დაც ყი­დუ­ლობს ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ერ­თდჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შპ­რი­ცებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­ტურ­დე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ე­მარ­თე­ბა ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში 16:31 წუთ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა. ფო­ნი­ჭა­ლა­ში ორ­ჯერ ჩა­დის. პირ­ვე­ლად გარ­კვე­ულ თან­ხას ტო­ვებს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნის მიზ­ნით და მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბა ორ­თა­ჭა­ლის­კენ, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე, სა­დაც ყი­დუ­ლობს გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ტებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კვლავ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბი­ან ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში. ჩა­დი­ან ცურ­ტა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე 19:41 წუთ­ზე, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­ი­ძე­ნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სა­მარ­თი­დან ბრუნ­დე­ბი­ან ორ­თა­ჭა­ლა­ში, გორ­გას­ლის შე­სახ­ვე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ერთ-ერთ ტყის მა­სივ­ში მო­იხ­მა­რენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა მი­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამო ხდე­ბა ცუ­დად და მისი მე­გო­ბა­რი ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბას. გარ­და პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბი­სა, რო­დე­საც ის თვი­თონ ცდი­ლობს მო­ა­სუ­ლი­ე­როს მე­გო­ბა­რი, ვერ ახერ­ხებს ამას და მი­მარ­თავს იქვე არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რაც ასა­ხუ­ლია ვი­დეო-მა­სა­ლა­ზე, სა­დაც მისი მე­გო­ბა­რი ითხოვს პრე­პა­რატ ნარ­კანს, რად­გან მისი მე­გო­ბა­რი გა­მო­იყ­ვა­ნოს ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის­გან, რაც ასე­ვე ასა­ხუ­ლია და ვი­დეო კად­რებ­ში ის­მის ხმა. ის ვერ ახერ­ხებს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ლაშ­ქა­რა­ვას მიყ­ვა­ნას და თა­ვად ბრუნ­დე­ბა მას­თან, სა­დაც ცდი­ლობს და­ეხ­მა­როს ზე­დო­ზი­რე­ბის გამო მის მე­გო­ბარს, რა­საც ახერ­ხებს, რო­გორც ჩვე­ნე­ბე­ბით იკ­ვე­თე­ბა და მოჰ­ყავს გო­ნე­ბა­ზე. შემ­დეგ ერ­თად, მო­პე­დის სა­შუ­ა­ლე­ბით 23:16 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბი­ან „დე­და­ე­ნის ბაღ­ში“, სა­დაც მისი მე­გო­ბა­რი კი­დევ ერთხელ ხდე­ბა ცუ­დად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში - 00:10 წუთ­ზე ჩანს გარე კა­მე­რებ­ში რო­გორ ადის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 6:00 სა­ათ­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი აკე­თე­ბენ შე­ტყო­ბი­ნე­ბას სას­წრა­ფო­ში, სას­წრა­ფოს მის­ვლის დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა გარ­დაც­ვლი­ლი ხვდე­ბათ, რის შემ­დე­გაც იძა­ხე­ბენ პო­ლი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
212121
16

გასაგებია, მჯერა.

მაგრამ ანუ ზუსტად იცით სად არის ნარკოტიკების ბაზრობა და მთავრობას პრობლემა არ აქვს?

ილო
0

და დაიჭირეთ ის ხალხი სადაც იყიდა წამალი? კაროჩე ფონიჭალაში ყოველდღე რეიდი უნდა მოაწყო და სულ ყველა დაიჭირო რა. ოღონდ მანამდე კანონი უნდა გაამკაცრო და გამსაღებელს სამუდამო უნდა მიარჭო. მორჩა და გათავდა რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ვიდეომასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად. ამის შესახებ უწყებაში განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა და მედიას შესაბამისი ვიდეომასალა წარუდგინა.

„ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას შემდეგი: ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჩვენებების მიხედვით ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეო-მასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში ისმის ხმა. ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში - 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“, - განაცხადა ჭელიძემ.

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი

"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე

"მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი" - ხმაური დავით კუტალაძის პროცესზე, ჟურნალისტებმა ის სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს