სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს
"ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ტრა­გი­კულ ამ­ბავ­სა და ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს რუ­სუ­ლი მე­დია. მომ­ხდარს ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხა­ლა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის­თვის და­წყე­ბულ­მა ბრძო­ლამ შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სხვა ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში კრემ­ლის გავ­ლე­ნე­ბი ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია და ევ­რო­პამ­დეც შო­რია.

"ჰო­მო­ფო­ბე­ბის მიერ სას­ტი­კად ნა­ცე­მი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს, 11 ივ­ლისს დე­დამ სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა... რა იქ­ნე­ბა ხვალ?! ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?! - წერს meduza.io და იქვე დას­ძენს, რომ მე­დი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თბი­ლი­სის ცენ­ტრში ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია იმარ­თე­ბა, სა­დაც მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ".

dw.com/ru-ს ცნო­ბით, "გუ­შინ რამ­დე­ნი­მე ათას­მა ადა­მი­ან­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა და ვადა დღეს 12 სა­ა­თამ­დე მის­ცა, თუმ­ცა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პრე­მი­ერ­მა მათი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ბი კი დღე­საც აცხა­დე­ბენ, რომ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა­დე არ და­იშ­ლე­ბი­ან. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა სლო­გა­ნით, "სის­ტე­მა კლავს!" და "გა­მო­დი სი­ცო­ცხლის­თვის", 37 წლის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მოხ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, პარ­ლა­მენ­ტთან ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს და სან­თლე­ბი აან­თეს. ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­საბ­ჭოს ელჩმა, კარლ ჰარ­ცელ­მა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს მი­უ­სამ­ძიმ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­საბ­ჭო ელო­დე­ბა ოპე­რა­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას".

ria.ru-ს ცნო­ბით, ჰო­მო­ფო­ბე­ბის მიერ ნა­ცე­მი ქარ­თვე­ლი ოპე­რა­ტო­რი, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა.

"5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლას­ტებ­მა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევრთან ერ­თად, რომ­ლებ­მაც მე­დი­ას სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს, თბი­ლი­სის ცენ­ტრში დუ­მი­ლის აქ­ცია გა­მარ­თეს. მათ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. აქ­ცი­ა­ზე კვლავ გა­მოჩ­დნენ ლგბტ თე­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. მათ შო­რის რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და პო­ლი­ცია იდგა, თუმ­ცა, ლგბტ თე­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას ცდი­ლობ­დნენ... პო­ლი­ცი­ამ ბოლო დღე­ებ­ში, მთლი­ა­ნო­ბა­ში 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა", - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც იყ­ვნენ... სა­ქარ­თვე­ლო­ში გეი-აღ­ლუმ­ზე მოხმდა­რი შე­ტა­კე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი ოპე­რა­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა", - წერს ტე­ლე­კომ­პა­ნია tvrain.ru.

თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, მით უფრო ახა­ლაგზრდა ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ბევ­რი ვერ­სია გავ­რცელ­და, თუმ­ცა თუ სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლა ევ­რო­პის­კენ ის­წრაფ­ვის, ახლა ქა­ო­სი კი არა, ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა მო­ი­თხო­ვონ და ამის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გა­აგ­რძე­ლონ პრო­ტეს­ტი და მო­თხოვ­ნე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში, შე­დე­გად ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ან ნელ-ნელა, მტკივ­ნე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ წინ, ევ­რო­პის­კენ უნდა ია­როს, ან სწრა­ფად დაბ­რუნ­დეს უკან, საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სივ­რცე­ში. იმე­დი მაქვს, გო­ნი­ე­რე­ბა გა­ი­მარ­ჯვებს", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი ივა­ნო­ვი.

"რა ჯან­და­ბად გინ­დათ ასე­თი აღ­ლუ­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი, ასე­თი აღ­ლუ­მე­ბი ჩხუ­ბი­თა და მსხვერ­პლით სრულ­დე­ბა. ასე­თი სა­ხის აღ­ლუ­მებ­ში უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა უზარ­მა­ზარ ფულს ხარ­ჯავს. ასე­თი სა­ხის გა­მოს­ვლე­ბი ჩემ­ში უარ­ყო­ფით რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­შიც კი ბიძგს აძ­ლევს მწვა­ვე რე­აქ­ცი­ებს და სა­მო­ქა­ლა­ქო რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას... რო­დე­საც გარ­კვე­ულ ძა­ლებს არ სურთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და რუ­სე­თის ორ­ბი­ტი­დან მო­წყვე­ტა, ყო­ველ­თვის პუ­ლო­ბენ რა­ღაც გზებს მის და­სა­მუხ­რე­ჭებ­ლად", - წერს tvrain.ru-ს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დზე კო­მენ­ტარს ვიქ­ტო­რია კო­ვა­ლი.

"ყვე­ლა დრო­სა და ეპო­ქა­ში იყ­ვნენ ეკ­ლე­სი­ა­ში უვარ­გი­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, მაგ­რამ ეს ღმერ­თზე უა­რის თქმას არ ნიშ­ნავს. ვე­ლუ­რე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან. ჯერ ყვე­ლა ურ­წმუ­ნო იყო, მერე ყვე­ლა მორ­წმუ­ნე გახ­და, ახლა ყვე­ლა ლი­ბე­რა­ლო­ბას აპი­რებს. ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლი­ან შე­ხე­დუ­ლე­ბებს", - წერს ევ­გე­ნია კლიმ­ჩუ­კი.

"არა­ფე­რი ღირს ად­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ფასი... თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერ­ში რუ­სე­თის ხელი ურე­ვია... მთე­ლი დღე ჩვე­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხე­ბი და ბეჭ­დუ­რი მე­დია იმ უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბის სტა­ტი­ებს ავ­რცე­ლებ­დნენ, რომ­ლე­ბიც წერ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პა­ში შეს­ვლა ნა­ად­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა. უკან არ და­ხიო, სა­ქარ­თვე­ლო, გო­ნივ­რუ­ლად იარე წინ", - წერს კე­ტან კენ­ჟე­ბა­ე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
67

მორჩით სულელი ე.წ.ექსპერტების ნაბოდვარს.ხალხი ყველაფერს ვხედავთ.არ დამბლოკოთ

ვატო
163

რაც კი საქართველოს რამე უბედურება შეეყარა - სულ შტატების გამო. თვითონ დაშლის პირას არიან და ჩვენც უფსკრულში გვექაჩებიან.

ავტორი:

"ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს

"ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს

"ტვ პირველის" ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავსა და ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს რუსული მედია. მომხდარს ასევე აქტიურად განიხალავენ სოციალურ ქსელებშიც. რუსული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის დაწყებულმა ბრძოლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. სხვა ნაწილის შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა წრეებში კრემლის გავლენები ჯერ კიდევ ძლიერია და ევროპამდეც შორია.

"ჰომოფობების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი, რომელიც საავადმყოფოდან გაწერეს, 11 ივლისს დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა... რა იქნება ხვალ?! ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?! - წერს meduza.io და იქვე დასძენს, რომ მედიისა და ოპოზიციის ნაწილის ორგანიზებით, თბილისის ცენტრში ხალხმრავალი აქცია იმართება, სადაც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ".

dw.com/ru-ს ცნობით, "გუშინ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა და ვადა დღეს 12 საათამდე მისცა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აქციის მონაწილები კი დღესაც აცხადებენ, რომ მთავრობის გადადგომადე არ დაიშლებიან. აქციის ორგანიზება სლოგანით, "სისტემა კლავს!" და "გამოდი სიცოცხლისთვის", 37 წლის ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ მოხდა. აქციის მონაწილეებმა, პარლამენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი.

საქართველოში ევროსაბჭოს ელჩმა, კარლ ჰარცელმა ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ევროსაბჭო ელოდება ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას".

ria.ru-ს ცნობით, ჰომოფობების მიერ ნაცემი ქართველი ოპერატორი, საავადმყოფოდან გამოწერიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

"5 ივლისის ძალადობის შემდეგ ჟურნალასტებმა, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან ერთად, რომლებმაც მედიას სოლიდარობა გამოუცხადეს, თბილისის ცენტრში დუმილის აქცია გამართეს. მათ სექსუალური უმცირესობის მოწინააღმდეგების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები გააპროტესტეს. აქციაზე კვლავ გამოჩდნენ ლგბტ თემის მოწინააღმდეგები. მათ შორის რკინის კონსტრუქციები და პოლიცია იდგა, თუმცა, ლგბტ თემის მოწინააღმდეგები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ... პოლიციამ ბოლო დღეებში, მთლიანობაში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა", - წერს რუსული გამოცემა.

"საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება. ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ჟურნალისტი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს შორის სასულიერო პირებიც იყვნენ... საქართველოში გეი-აღლუმზე მოხმდარი შეტაკებისას დაშავებული ოპერატორი გარდაიცვალა", - წერს ტელეკომპანია tvrain.ru.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლებიც.

"ძალიან სამწუხაროა, ნებისმიერი ადამიანის, მით უფრო ახალაგზრდა ადამიანის გარდაცვალება, ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა თუ საქართველო მართლა ევროპისკენ ისწრაფვის, ახლა ქაოსი კი არა, ობიექტური გამოძიება უნდა მოითხოვონ და ამის საფუძველზე უნდა გააგრძელონ პროტესტი და მოთხოვნები. ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, შედეგად ქართულმა საზოგადოებამ ან ნელ-ნელა, მტკივნეული ნაბიჯებით, მაგრამ წინ, ევროპისკენ უნდა იაროს, ან სწრაფად დაბრუნდეს უკან, საბჭოთა გავლენების მქონე ქვეყნების სივრცეში. იმედი მაქვს, გონიერება გაიმარჯვებს", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი სერგეი ივანოვი.

"რა ჯანდაბად გინდათ ასეთი აღლუმები, საქართველოში კი არა, უფრო დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ასეთი აღლუმები ჩხუბითა და მსხვერპლით სრულდება. ასეთი სახის აღლუმებში უამრავი ქვეყანა უზარმაზარ ფულს ხარჯავს. ასეთი სახის გამოსვლები ჩემში უარყოფით რეაქციას იწვევს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში კი არა, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ბიძგს აძლევს მწვავე რეაქციებს და სამოქალაქო რადიკალიზაციას... როდესაც გარკვეულ ძალებს არ სურთ ქვეყნის განვითარება და რუსეთის ორბიტიდან მოწყვეტა, ყოველთვის პულობენ რაღაც გზებს მის დასამუხრეჭებლად", - წერს tvrain.ru-ს სოციალური ქსელის გვერდზე კომენტარს ვიქტორია კოვალი.

"ყველა დროსა და ეპოქაში იყვნენ ეკლესიაში უვარგისი სასულიერო პირები, მაგრამ ეს ღმერთზე უარის თქმას არ ნიშნავს. ველურებივით იქცევიან. ჯერ ყველა ურწმუნო იყო, მერე ყველა მორწმუნე გახდა, ახლა ყველა ლიბერალობას აპირებს. ძალიან სწრაფად იცვლიან შეხედულებებს", - წერს ევგენია კლიმჩუკი.

"არაფერი ღირს ადმიანის სიცოცხლის ფასი... თუმცა, ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია... მთელი დღე ჩვენი სახელისუფლებო არხები და ბეჭდური მედია იმ უცხოური გამოცემების სტატიებს ავრცელებდნენ, რომლებიც წერდნენ, რომ საქართველოს ევროპაში შესვლა ნაადრევი გადაწყვეტილება იქნება. უკან არ დახიო, საქართველო, გონივრულად იარე წინ", - წერს კეტან კენჟებაევი.

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ

"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე... ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა" - ვინ არიან ლუკაშენკოს ვაჟები?