პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილო, გეყოს ძალა და წადი... თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს, ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა" - ეკა მიშველაძე
"ღარიბაშვილო, გეყოს ძალა და წადი... თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს, ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა" - ეკა მიშველაძე

"თქვე­ნი ტყუ­ი­ლე­ბი უნდა დას­რულ­დეს! ახლა გაჩ­ვე­ნებთ, რო­გო­რია მე­დი­ის ძალა! ახლა გაჩ­ვე­ნებთ იმას, რაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თა! ღა­რი­ბაშ­ვი­ლო, მარ­თლა გე­ყოს ძალა, ახალ­გაზ­რდა კაცი ხარ, თუ გინ­და მო­მა­ვა­ლი გქონ­დეს, წადი, შენ თვი­თონ წადი!" - ამის შე­სა­ხებ "ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა, ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან მმარ­თველ გუნდს მი­მარ­თა.

რო­გორც მიშ­ვე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, უნდა წა­ვი­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, ისი­ნი "ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და“

"ყვე­ლა ჩენ­გა­ნი ვგლო­ვობთ. მად­ლო­ბა ვინც აქ ხართ, გზა­შია, ამ ქვე­ყა­ნას გულ­შე­მატ­კივ­რობს. ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც მო­მა­ვა­ლი არ აქვს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში. ქვე­ყა­ნას, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, ქვე­ყა­ნა, სა­დაც ჟურ­ნალ­სი­ტებს მუ­შა­ო­ბის დროს კლა­ვენ და ლექ­სო მოკ­ლეს! არა­ნა­ი­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და ექ­სპერ­ტი­ზა! არა­ფერს არ აქვს აზრი. არ გა­ვა­შუ­ქებთ არა­ფერს თქვენ­სას! თქვე­ნი ტყუ­ი­ლე­ბი უნდა დას­რულ­დეს! ახლა გაჩ­ვე­ნებთ, რო­გო­რია მე­დი­ის ძალა! ახლა გაჩ­ვე­ნებთ იმას, რაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თა! ჩვენ, მე­დია გა­ვა­კე­თებთ, გა­ნა­ხებთ, რო­გო­რია გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მე­დია. მე­დია, რო­მე­ლიც გიფრ­თხილ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც ეთერ­ში გიწ­ვევ­დათ და თქვენ, არ მო­დი­ო­დით!

თქვენ­გან, წიხ­ლის გარ­და არა­ფე­რი მიგ­ვი­ღია! სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­ღეთ ის, რომ მო­კა­ლით 36 წლის უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი. ამას ვერ გა­ა­მარ­თლებთ!

უნდა წახ­ვი­დეთ, უნდა დამ­თავ­რდეთ! უნდა დას­რულ­დეს! ღა­რი­ბაშ­ვი­ლო, მარ­თლა გე­ყოს ძალა, ახალ­გაზ­რდა კაცი ხარ, თუ გინ­და მო­მა­ვა­ლი გქონ­დეს, წადი, შენ თვი­თონ წადი! წა­იყ­ვა­ნე შენი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, ისი­ნი ვინც მო­უ­წო­დებ­დით ძა­ლა­დო­ბის­კენ! თქვენ არ გაქვთ უფ­ლე­ბა ღმერ­თის სა­ხე­ლით ილა­პა­რა­კოთ, თქვენ თვი­თონ და­ყა­რეთ გა­იკ­რი­ჭეთ წვე­რი და წა­დით, აღარ გა­მოხ­ვი­დეთ, არ იქა­და­გოთ, ხმა არ ამო­ი­ღოთ არა­ვინ! სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი ხართ!“, - გა­ნა­ცხა­და მიშ­ვე­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ლაშ­ქა­რა­ვას 5 ივ­ლისს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ წუ­თებ­ში პარ­ლა­მენ­ტთან მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
110
ვისიააა ვისიაააა
ზურა
145

ამ ჭურნალისტებმა ვერ გაიგეს როგორ უყვარს ხალხს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ღარიბაშვილო, გეყოს ძალა და წადი... თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს, ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა" - ეკა მიშველაძე

"ღარიბაშვილო, გეყოს ძალა და წადი... თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს, ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა" - ეკა მიშველაძე

"თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს! ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა! ახლა გაჩვენებთ იმას, რაც 9 წლის განმავლობაში ვერავინ გააკეთა! ღარიბაშვილო, მართლა გეყოს ძალა, ახალგაზრდა კაცი ხარ, თუ გინდა მომავალი გქონდეს, წადი, შენ თვითონ წადი!" - ამის შესახებ "ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც მან მმართველ გუნდს მიმართა.

როგორც მიშველაძე აღნიშნავს, უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და სამღვდელოება, ისინი "ვინც საზოგადოებას ძალადობისკენ მოუწოდებდა“

"ყველა ჩენგანი ვგლოვობთ. მადლობა ვინც აქ ხართ, გზაშია, ამ ქვეყანას გულშემატკივრობს. ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, ქვეყანა, სადაც ჟურნალსიტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს! არანაირი პრესკონფერენცია და ექსპერტიზა! არაფერს არ აქვს აზრი. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას! თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს! ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა! ახლა გაჩვენებთ იმას, რაც 9 წლის განმავლობაში ვერავინ გააკეთა! ჩვენ, მედია გავაკეთებთ, განახებთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, რომელიც ეთერში გიწვევდათ და თქვენ, არ მოდიოდით!

თქვენგან, წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია! საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ამას ვერ გაამართლებთ!

უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეთ! უნდა დასრულდეს! ღარიბაშვილო, მართლა გეყოს ძალა, ახალგაზრდა კაცი ხარ, თუ გინდა მომავალი გქონდეს, წადი, შენ თვითონ წადი! წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილი და სამღვდელოება, ისინი ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ! თქვენ არ გაქვთ უფლება ღმერთის სახელით ილაპარაკოთ, თქვენ თვითონ დაყარეთ გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არ იქადაგოთ, ხმა არ ამოიღოთ არავინ! სამარცხვინოები ხართ!“, - განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.