საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი" - ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე
"პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი" - ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თოქ­შო­უს წამ­ყვა­ნი, ინგა გრი­გო­ლია აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს. მან პრე­მი­ერს ტე­ლე­ე­თე­რი­დან მი­მარ­თა.

"ჩვენ ვცხოვ­რობთ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მე­დი­ას კლა­ვენ. სა­დაც ხე­ლის­ფუ­ლე­ბამ გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის მომ­ხრე­ებს მთა­ვა­რი მე­სი­ჯი - სა­დაც და­ი­ნა­ხავთ მიკრო­ფო­ნი­ანს და კა­მე­რი­ანს, მი­ა­დე­ქით და სცე­მეთ. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს კლა­ვენ.

მინ­და, მივ­მარ­თო იმ ხალ­ხს, მთე­ლი ეს დღე­ე­ბი რომ გვა­მუ­ნა­თებ­და. შენ წვე­რი­ა­ნო, უწ­ვე­რო, თავ­საფ­რი­ა­ნო, უთავ­საფ­რო, და­გიდ­გე­ბათ ერთი დღე, როცა სახ­ლში შე­მო­გი­ვარ­დე­ბი­ან, როცა რა­ღა­ცის თქმა მო­გინ­დე­ბათ და არ­სად აღარ გე­ყო­ლე­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტი და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა, ვის­თანც მიხ­ვალთ და თქვენს თავ­ზე, თქვენს დარ­ღვე­ულ უფ­ლე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კებთ.

იმ­დე­ნი არ ქნათ, ხალ­ხო, რომ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია მარ­თლა გაქ­რეს... ვინ­მეს ეჭვი გე­პა­რე­ბათ, რომ ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, არ მე­პა­რე­ბა. ეს რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, ეს არ მოხ­დე­ბო­და, პრე­ვენ­ცი­ის­თვის ხო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ - სპეც­რაზმს ხო გა­მო­იყ­ვან­დნენ...

ვინ­მეს ეჭვი გე­პა­რე­ბათ, რომ ამ წვე­რი­ა­ნებს თუ უწ­ვე­რო­ებს, არ ვიცი, რა ვუ­წო­დო, ამ არა­ა­და­მი­ა­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აქვთ კავ­ში­რი. ვის სჭირ­დე­ბა, ხალ­ხო, თქვე­ნი სამ­ძი­მა­რი?! რა­ღა­ცა ენის მო­ჩლე­ქა, რომ იზი­ა­რებ "ტვ პირ­ვე­ლის"... იზი­ა­რებ კი არა, პრე­მი­ერს მინ­და მივ­მარ­თო, აიღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­და­დე­ქი. რო­გორც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა, აიღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­და­დე­ქი... თუ ვინ­მე პო­ლი­ტი­კო­სი მე­ტყვის, რომ ამ ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, ჩვენ ისევ იგი­ვე პრე­მი­ე­რი გვყავს, რო­მელ­მაც წა­ა­ქე­ზა იმ დი­ლით ხალ­ხი... რა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხიც არ უნდა და­ი­დოს... თქვენ რამე ხო არ გეშ­ლე­ბათ? ვინ შე­ჭამს თქვენ შე­კე­რილს?

თუ მცე­მენ აქ­ცი­ა­ზე, და­მა­ზი­ა­ნე­ბენ, ძვლებს ჩა­მიმ­ტვრე­ვენ, თვალს ამომ­თხრი­ან და კარ­გი, იმ მო­მენ­ტში გა­დავ­რჩი და მერე სახ­ლში წა­ვე­დი და დარ­დის­გან გა­მის­კდეს გული, ვინ არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?! ძვა­ლის გა­ტეხ­ვაა მი­ზე­ზი, თუ ადა­მი­ანს ღირ­სე­ბა აქვს, ხალ­ხო... ღირ­სე­ბა აქვს, ხალ­ხო! იცით თქვენ რა არის?! სახ­ლში შენს თავ­თან მარ­ტო რომ დარ­ჩე­ბი და რომ ხე­დავ კად­რებ­ში, რო­გორ გცე­მენ და ეს რო გახ­რჩობს, ეს არის ღირ­სე­ბა..."

პო­ლი­ცია რომ აპი­რებ­და შე­მო­ვარ­დნას, ლექ­სო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ადგა და აქ გა­მო­იქ­ცა, მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა: ინგა მე ამათ ვუ­ჩივ­ლე­ბო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­აპტ­რი­არ­ქო­სო - ჩა­მომ­თვა­ლა. ალ­ბათ სტრას­ბურ­გამ­დე მი­ვა­ლო. მე პი­რო­ბა მი­ვე­ცი - შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. დღეს უკვე მკვდარს მინ­და, ვუ­თხრა - მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, არც სამ­სა­ხუ­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, არც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, სამი დღის წინ იყო ეს სა­უ­ბა­რი და არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ, ახლა იწყე­ბა თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა", - თქვა ინგა გრი­გო­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგას
225

შენი ცრემლების არავის სჯერა როცა პოლიტიკურ განცხადებებს ურთავ თან, შენ სიმართლე კი არა, ხელისუფლების გადადგომა გადარდებს მაგრამ ვერ ეღირსები ვერც შენ და ვერც შენი დამქაშები 

გრიგოლია
106

კარგად ვიცით როგორ გიხარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი" - ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

"პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი" - ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

ტელეკომპანია "პირველის" მენეჯმენტის წარმომადგენელი და თოქშოუს წამყვანი, ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. მან პრემიერს ტელეეთერიდან მიმართა.

"ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც მედიას კლავენ. სადაც ხელისფულებამ გაუგზავნა თავის მომხრეებს მთავარი მესიჯი - სადაც დაინახავთ მიკროფონიანს და კამერიანს, მიადექით და სცემეთ. ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ.

მინდა, მივმართო იმ ხალხს, მთელი ეს დღეები რომ გვამუნათებდა. შენ წვერიანო, უწვერო, თავსაფრიანო, უთავსაფრო, დაგიდგებათ ერთი დღე, როცა სახლში შემოგივარდებიან, როცა რაღაცის თქმა მოგინდებათ და არსად აღარ გეყოლებათ ჟურნალისტი და მედია საშუალება, ვისთანც მიხვალთ და თქვენს თავზე, თქვენს დარღვეულ უფლებებზე ილაპარაკებთ.

იმდენი არ ქნათ, ხალხო, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია მართლა გაქრეს... ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ეს იყო ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ, მე არ მეპარება ეჭვი, არ მეპარება. ეს რომ ხელისუფლების დაგეგმილი არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა, პრევენციისთვის ხო ყველაფერს გააკეთებდნენ - სპეცრაზმს ხო გამოიყვანდნენ...

ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ამ წვერიანებს თუ უწვეროებს, არ ვიცი, რა ვუწოდო, ამ არაადამიანებს ხელისუფლებასთან აქვთ კავშირი. ვის სჭირდება, ხალხო, თქვენი სამძიმარი?! რაღაცა ენის მოჩლექა, რომ იზიარებ "ტვ პირველის"... იზიარებ კი არა, პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი. როგორც ქვეყნის პრემიერმა, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი... თუ ვინმე პოლიტიკოსი მეტყვის, რომ ამ ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ისევ იგივე პრემიერი გვყავს, რომელმაც წააქეზა იმ დილით ხალხი... რა ექსპერტიზის პასუხიც არ უნდა დაიდოს... თქვენ რამე ხო არ გეშლებათ? ვინ შეჭამს თქვენ შეკერილს?

თუ მცემენ აქციაზე, დამაზიანებენ, ძვლებს ჩამიმტვრევენ, თვალს ამომთხრიან და კარგი, იმ მომენტში გადავრჩი და მერე სახლში წავედი და დარდისგან გამისკდეს გული, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?! ძვალის გატეხვაა მიზეზი, თუ ადამიანს ღირსება აქვს, ხალხო... ღირსება აქვს, ხალხო! იცით თქვენ რა არის?! სახლში შენს თავთან მარტო რომ დარჩები და რომ ხედავ კადრებში, როგორ გცემენ და ეს რო გახრჩობს, ეს არის ღირსება..."

პოლიცია რომ აპირებდა შემოვარდნას, ლექსო საავადმყოფოში ადგა და აქ გამოიქცა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: ინგა მე ამათ ვუჩივლებო. ხელისუფლებას, სააპტრიარქოსო - ჩამომთვალა. ალბათ სტრასბურგამდე მივალო. მე პირობა მივეცი - შენს გვერდით ვიქნები-მეთქი. დღეს უკვე მკვდარს მინდა, ვუთხრა - მე ყველაფერს გავაკეთებ, არც სამსახური არ მაინტერესებს, არც ჟურნალისტიკა, სამი დღის წინ იყო ეს საუბარი და არაფერი შეგეშალოთ, ახლა იწყება თქვენი პასუხისმგებლობის დაყენება", - თქვა ინგა გრიგოლიამ.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"