საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო" - მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას
"ლელო" - მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას

მო­ვი­თხოვთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და შს მი­ნის­ტრის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მას, - ამის შე­სა­ხებ “ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც პარ­ტია „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბებ­მა ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში წამ­ქე­ზებ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა და შსს-მ ვერ ან არ იმოქ­მე­და ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად.

„ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია მსხვერ­პლით დას­რულ­და.

ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მოვ­ლე­ნე­ბი, რის გა­შუ­ქე­ბა­საც ლექ­სო შე­ე­წი­რა რუ­სუ­ლი სცე­ნა­რის ნა­წი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მოშ­ლაა. ამ სცე­ნარს ჰყავს ბრმა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჰყავს დამ­კვე­თე­ბი და დამ­გეგ­მა­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში.

არის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სენ­სი­ტი­ურ თე­მებ­ზე თა­მა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ავან­ტი­უ­რაა, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი ეწი­რე­ბა.

მო­ვი­თხოვთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და შს მი­ნის­ტრის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მას. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბებ­მა ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში წამ­ქე­ზებ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა და შსს-მ ვერ ან არ იმოქ­მე­და ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად.

მო­ვი­თხოვთ ფაქ­ტზე უს­წრა­ფეს და სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას და გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ნი­მუმ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არ უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ პოს­ტებ­ზე.

არა­ვის შე­ვარ­ჩენთ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას და არ შე­ვარ­ჩენთ ვიწ­რო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო ადა­მი­ა­ნე­ბის შე­წირ­ვას და სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მოშ­ლის მცდე­ლო­ბას!“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
48
დაუყონებლიიიივ ეხლავეეეე ახლაააააა ჩქარააააააააა
ნანიკო
36

ლელოსნაირი გამყიდველებისთვის კარგი ნიადაგი შეიქმნა რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ, ამათ სხვა არაფერი ადარდებთ

ავტორი:

"ლელო" - მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას

"ლელო" - მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ურთულეს ვითარებაში წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მოვლენები, რის გაშუქებასაც ლექსო შეეწირა რუსული სცენარის ნაწილია საქართველოში, რომლის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება და სახელმწიფოს ჩამოშლაა. ამ სცენარს ჰყავს ბრმა შემსრულებლები, მაგრამ სამწუხაროდ, ჰყავს დამკვეთები და დამგეგმავები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე თამაში ხელისუფლების მორიგი წინასაარჩევნო ავანტიურაა, რასაც კონკრეტული ადამიანები სახელმწიფოს ინტერესები ეწირება.

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ურთულეს ვითარებაში წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.

მოვითხოვთ ფაქტზე უსწრაფეს და სამართლიან გამოძიებას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას და გამოძიების დროს მინიმუმ ეს თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ დაკავებულ პოსტებზე.

არავის შევარჩენთ უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას და არ შევარჩენთ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ადამიანების შეწირვას და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი

"ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა" - რას წერს გია ხუხაშვილი

live - ეთერშია "პოლიტნიუსის" სპეციალური გამოშვება

"ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა... გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე" - ინგა გრიგოლია