ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, სასოწარკვეთილი პარტიის მოქმედებებია, - ასე ეხმიანება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კვლავ დღის წესრიგში დაყენებას.
ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამას დასჯის მექანიზმად იყენებს.
„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ როცა ადამიანები ბოიკოტს ახორციელებენ, მათი „მორჯულება“ შეიძლება ან ხელფასის ან მანდატის მოხსნით. ვერ ვხდებიან, რომ აქ საუბარია სერიოზულ იდეასა და ბრძოლაზე. ეს დასჯის მექანიზმის შემოტანის კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა. არ გამოუვათ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ეს არის სასოწარკვეთილი პარტიის მოქმედებები, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და დასკვნას უახლოეს სესიაზე წარადგენს.
სასოწარკვეთილი შენ და ჭუტა ხართ,როგოც კი გაგიგეს თაღლითობა,შენ ეგრევე პოლიტიკაში დურთე თავი,ჭუტამ კი ტელევიზია გახსნა,ვითომ თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე ვარ და ჩვენ გვებრძვიანო
ეს თქვენ ითხოვდით მანდატის ჩამორთმევას და ახლა საკონსტიტუიციოში დაობთ და ამას რეაგირება არ უნდა? მანდატის ჩამორთმევა და დამატებითი შემოსავლის დაკარგვა გასაგებია, რომ მევახშისთვის მიუღებელია, მაგრამ დავამშვიდებ კაჟაიას, საფრთხე არ ემუქრება - ესა ფორმალობაა