სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციციშვილის კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 2 ბავშვის შემთხვევაში ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა
ციციშვილის კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 2  ბავშვის შემთხვევაში  ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა

ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ახალ კლი­ნი­კა­ში 3 ახალ­შო­ბი­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, მათ­გან 2 ბავ­შვს ე.წ. ინ­დურ შტამ­ზე კვლე­ვა უტარ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მაია ჩხა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ვე ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

“სამი პა­ცი­ენ­ტი ნამ­დვი­ლად მარ­თვით სუნ­ქვა­ზეა. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, არ­ცერ­თს არ აქვს „ინ­დუ­რი“ შტა­მი ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ორზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა. 2 ბავ­შვი არის 2 თვემ­დე ასა­კის, ერთი ახალ­შო­ბი­ლი. ბავ­შვე­ბი­დან ერთი აფხა­ზე­თი­და­ნაა გად­მოყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, რო­დის იქ­ნე­ბა კვლე­ვის პა­სუ­ხი, ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, რად­გან „სექ­ვე­ნი­რე­ბას დრო სჭირ­დე­ბა“.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი ბავ­შვებ­ში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა, მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც იყოს. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, ე.წ ინ­დუ­რი შტა­მი უფრო ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა.

„რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ინ­დუ­რი შტა­მის 52 შემ­თხვე­ვა­ში, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ბავ­შვი არ არის, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა დას­ტურ­დე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­დას­ტუ­რე­ბი­დან ჩვენ შემ­დგომ ვა­კე­თებთ მო­დე­ლი­რე­ბას, თუ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ცირ­კუ­ლი­რებ­დეს. ჩვენ ვა­სა­ხე­ლებთ უკვე 15-დან 20 პრო­ცენ­ტამ­დე სა­ერ­თო ცირ­კუ­ლა­ცი­ა­ში „დელ­ტას" შტამს. ამი­ტომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბავ­შვებ­შიც იყოს. იცით, რომ ის ახალ­გაზ­რდებს მე­ტად აზი­ა­ნებს და მეტი გავ­რცე­ლე­ბის, გა­და­დე­ბის უნა­რი აქვს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
2

(მადლობა) ტურისტებს....ოღონც ეგენი იყვნენ კარგად>>>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ციციშვილის კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 2 ბავშვის შემთხვევაში ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა

ციციშვილის კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 2  ბავშვის შემთხვევაში  ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვს ე.წ. ინდურ შტამზე კვლევა უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.

“სამი პაციენტი ნამდვილად მართვით სუნქვაზეა. მძიმე პაციენტები არიან, არცერთს არ აქვს „ინდური“ შტამი ჯერ დადასტურებული, თუმცა ორზე მიმდინარეობს კვლევა. 2 ბავშვი არის 2 თვემდე ასაკის, ერთი ახალშობილი. ბავშვებიდან ერთი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, როდის იქნება კვლევის პასუხი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უპასუხა, რომ ეს დაზუსტებით უცნობია, რადგან „სექვენირებას დრო სჭირდება“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს. როგორც გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ე.წ ინდური შტამი უფრო ადვილად ვრცელდება.

„რა ინფორმაციაც მაქვს, ინდური შტამის 52 შემთხვევაში, რაც ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, ბავშვი არ არის, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა დასტურდება. ლაბორატორიული დადასტურებიდან ჩვენ შემდგომ ვაკეთებთ მოდელირებას, თუ რამდენი პროცენტი შეიძლება ცირკულირებდეს. ჩვენ ვასახელებთ უკვე 15-დან 20 პროცენტამდე საერთო ცირკულაციაში „დელტას" შტამს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს. იცით, რომ ის ახალგაზრდებს მეტად აზიანებს და მეტი გავრცელების, გადადების უნარი აქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს "ინდური შტამი" დაუდასტურდა

საქართველოში კიდევ 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

ბილაინის აბონენტებისთვის Stingray Karaoke უკვე ხელმისაწვდომია