სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა
ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, ქ.ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით ერე­მე­იშ­ვილ­მა და ენერ­გო­ომ­ბუდსმენ­მა სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვილ­მა ქ.ქუ­თა­ის­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ოფი­სი გახ­სნეს. გრი­შაშ­ვი­ლის ქ. N16-ში მდე­ბა­რე ოფი­სი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქ, ქუ­თა­ის­ში ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბას მათი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­უ­წე­ვენ და და­ეხ­მა­რე­ბი­ან უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებ­თან არ­სე­ბუ­ლი სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მათი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში ამოქ­მედ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან გვაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, კერ­ძოდ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლი­სა და მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი შე­იც­ვა­ლა. ახლა უკვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას გვაწ­ვდი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბი. თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას „თე­ლა­სის“ ნაც­ვლად ელექტრო­ე­ნერ­გი­ას აწ­ვდის „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია“, იგი­ვე “თ ელ მი კო”, ხოლო რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას - „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ნაც­ვლად „ეპ ჯორ­ჯია მი­წო­დე­ბა“. არ იც­ვლე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი. ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ კომ­პა­ნი­ებს ცხელ ხაზ­ზე, ან მო­მარ­თონ სე­მეკ­სა და ენერ­გო­ომ­ბუდსმენს“, - გა­ნა­ცხა­და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და სას­მე­ლი წყლის მომ­ხმა­რებ­ლებს სე­მეკ­თან ან სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ ქოლ ცენ­ტრის სა­შუ­ა­ლე­ბით, ნო­მერ­ზე 16 216. (ზარი უფა­სოა ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ტო­რი­დან). გარ­და ამი­სა, რე­გი­ო­ნებ­ში კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის ოფი­სებ­ში შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: ქ.თე­ლა­ვი, ერეკ­ლე მე­ო­რის ქN16, ქ.ბა­თუ­მი, ნ.დუმ­ბა­ძის ქ N10, ქ.ქუ­თა­ი­სი, გრი­შაშ­ვი­ლის ქ N16.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

მოემზადეთ,დენის გაძვირების ნიშანია...

ელგუჯა
0

მოემატა ქუთაისს, ერთი ხელფასიანი უსაქმური.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ერემეიშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ქ.ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გახსნეს. გრიშაშვილის ქ. N16-ში მდებარე ოფისი მოქალაქეებს მოემსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ქ, ქუთაისში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლების დროულ ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ. ასევე, სპეციალისტები მოქალაქეებს კონსულტაციებს გაუწევენ და დაეხმარებიან უფლებების დაცვასა და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების მოგვარებაში.

„მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას. აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების შესახებ, ასევე იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ელექტროენერგეტიკის სექტორში ამოქმედდა. მოგეხსენებათ, პირველი ივლისიდან გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები შეიცვალა. ახლა უკვე ელექტროენერგიას გვაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას აწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, იგივე “თ ელ მი კო”, ხოლო რეგიონის მოსახლეობას - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“. არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიებს ცხელ ხაზზე, ან მომართონ სემეკსა და ენერგოომბუდსმენს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს სემეკთან ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურთან დაკავშირება შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216. (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან). გარდა ამისა, რეგიონებში კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ენერგოომბუდსმენის ოფისებში შემდეგ მისამართებზე: ქ.თელავი, ერეკლე მეორის ქN16, ქ.ბათუმი, ნ.დუმბაძის ქ N10, ქ.ქუთაისი, გრიშაშვილის ქ N16.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

სტუ-ის კანცლერი - მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები

დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა